![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,986 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,986 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
უკრაინიდან ემიგრანტმა ალექსანდრე ბონდარჩუკმა მოგვწერა შემდეგი მოწმობა 1990 წელს მისი მეუღლის ოლგას განკურნების შესახებ მე-4 ხარისხის მელანომისაგან (კიბოს სწრაფად მიმდინარე ფორმა) მონრეალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იბერიის მირონმდინარე ხატის წყალობით და მათ ვაჟთან დაკავშირებული შემთხვევის შესახებ:
"ბევრ ადამიანს არ სწამს ღმერთის, ზოგს სწამს, მაგრამ ვერ წარმოუდგენიათ, თუ რამდენად ძლიერია უფლის ძალა. ის, რაც ჩემს ოჯახს შეემთხვა, ადასტურებს, რომ ღვთის ძალა და მისი მადლი ყოვლისშემძლეა. ათი წლის წინ ჩემი მეუღლე ოლგა მძიმედ დაავადდა. ექიმებმა დაუდგინეს მე-4 ხარისხის მელანომა (კანის კიბო), ლიმფურ კვანძებში მეტასტაზებით. ამ სახეობის კიბო პრაქტიკულად განუკურნებელია, ვინაიდან ლიმფური კვანძები დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევასთან და, თუკი ისინი სიმსივნემ დააზიანა, რა თქმა უნდა, ასევე ზიანდება სისხლის მიმოქცევაში ჩარეთული სხვა მრავალი ორგანოც. ექიმების თქმით, წარმატებული ოპერაციის შემთხვევაშიც კი მელანომა კვლავ ბრუნდება და პაციენტს შეუძლია მაქსიმუმ ხუთი წელი იცოცხლოს. ჩემმა მეუღლემ ორი ოპერაცია გაიკეთა. პირველი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან დარჩა მეტასტაზებით დაზიანებული ლიმფური კვანძები. მეორე ოპერაცია უფრო წარმატებული იყო. მეტასტაზებით დაზიანებული ლიმფური კვანძები ამოღებული იქნა. მიუხედავად ამისა, ექიმმა არ მოგვცა გარანტია, რომ სხვა რომელიმე ორგანო არ დაზიანებულა კიბოთი. მისი თქმით, ეს მოგვიანებით გამოჩნდებოდა. ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ მივედი მამა ვიქტორთან სახლში, რათა მოგვეყოლა ჩვენი უბედურების შესახებ. სწორდ ამ დროს ჩვენ ტაძარში იყო კურსკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის "ფესვვების" ხატი, რომელმაც მრავალი ადამიანი განკურნა. ხატი მოაბრძანეს მამა ვიქტორის სახლში. პარაკლისის შემდეგ ოლგა ემთხვია მას და დედა მარიამმა მას აჩუქა [მონრეალის] იბერიის ღვთისმშობლის ქაღალდის ხატი, მადლისმიერი მირონით გაჟღენთილ ბამბასთან ერთად. ერთი თვის შემდეგ, მორიგი გამოკვლევების დროს ჩემს მეუღლეს ღვიძლზე ლაქა აღმოაჩნდა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ეს იყო მეტასტაზები, რადგან მელანომა არის კიბოს ტიპი, რომელიც ძირითადად ღვიძლს აზიანებს. ექიმებმა ორ კვირაში ახალი კვლევები დანიშნეს. ჩემი მეუღლე ღვიძლის მიდამოს იზელდა ბამბით ხატიდან გადმოდენილი მირონით. როდესაც ბიოფსიის ტესტები გაკეთდა ორი კვირის შემდეგ, ისინი უარყოფითი იყო. რვა წლის შემდეგ ღვიძლის ლაქა მთლიანად გაქრა. ორი თვის შემდეგ ჩემმა მეუღლემ აღმოაჩინა ზურგზე დიდი სიმსივნე, 5-6 სმ დიამეტრის. ექიმებმა ისე ჩათვალეს, რომ კიბო დაბრუნდა, რადგან ფორმისა და სიმკვრივის მიხედვით ეს სიმსივნე ძალიან ჰყგავდა კიბოს. სიმსივნეს ვუსვამდი ბამბას ხატიდან მომდინარე მირონით და ის მთლიანად გაქრა. უნდა აღინიშნოს, რომ ოლგამ უარყო ყველა პოსტოპერაციული მკურნალობა, რომელიც მას შესთავაზეს. მას მხოლოდ ღვთის ძალის სწამდა და ღვთის ძალა დაეხმარა მას. ასევე მინდა დავძინო, რომ ჩემმა მეუღლემ მელანომის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველა რეკორდი მოხსნა. მელანომის შემდეგ დაფიქსირებული სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა ხუთი წელია. მადლობა ღმერთს, ჩემი მეუღლე უკვე ათი წელია ცოცხლობს ღვთის მადლის წყალობით, რომელმაც განკურნა იგი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი