![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
რაფიდზე ავტვირთე პოლონელი მღვდლის ჰენრიკ პაპროცკის მიერ დაწერილი გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფია (ფრანგულ ენაზე), რომელსაც თან ერთვის მამა გრიგოლის ნაშრომების ბიბლიოგრაფია. სტატიაში აგრეთვე დაბეჭდილია მისი რამდენიმე ფოტო, რომლებიც, ვფიქრობ, ხალხს დააინტერესებს. სტატია ქართული ვერსიებისგან განსხვავებით მეტი ინფორმატიულობით და სიზუსტით გამოირჩევა. საერთოდ გრიგოლ ფერაძის სიკვდილის სამი ვერსია არსებობს (მეტი დეტალებისთვის ნახეთ სტატია):
1) ვარშავის პავიაკის ციხიდან გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკ მაუთჰაუზენში, სადაც სიკვდილით დასაჯეს. 2) იგი ძაღლებს დააგლეჯინეს და დაწვეს (ეს ნახსენებია მიტროპოლიტ ბასილის ერთ წერილში). 3) აუშვიცის ბანაკში მრავალშვილიანი ოჯახის მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში. პირველი ვერსია უსაფუძვლო უნდა იყოს (არცაა ცნობილი საიდან მომდინარეობს), რადგან ეწინააღმდეგება იგივე ოფიციალურ გერმანულ დოკუმენტებს, რომლებიც აუშვიცში სიკვდილის შესახებ საუბრობენ. აუშვიცის ვერსია კი არის ცხადი, მაგრამ დეტალები მაინც ბოლომდე გაურკვეველი რჩება. 1945 წ.-ს აუშვიცს გადარჩენილმა ერთმა პირმა (რომლის ვინაობის შესახებაც ახლა არაფერი ვიცით) პოლონეთის ეკლესიას მიაწოდა ზეპირი მოწმობა, რომ გრიგოლ ფერაძემ სხვა პატიმრების ნაცვლად შესთავაზა თავი დასასჯელად გერმანელებს. პაპროცკი წერს, რომ ჩატარებულ გამოკვლევებს ამ ვერსიის დასადასტურებლად ამ დღემდე არ გამოუღია შედეგი (მეორეს მხრივ პაპროცკი დარწმუნებულია, რომ მამა გრიგოლმა თავი გასწირა სხვებისთვის). -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ინტერვიუ კვიპროსში მოღვაწე ქართველ ღვთისმსახურთან, დეკანოზ ზაქარია ფერაძესთან
" - მამა ზაქარია, რამე ნათესაური კავშირი ხომ არ გაქვთ წმინდა გრიგოლ ფერაძესთან? ფერაძე, მგონი, დიდი გვარი არ არის. - ალბათ, გვაქვს; მართლაც არ არის დიდი გვარი, ამიტომ, თავისთავად, გვექნება კავშირი. ისედაც, მე წმინდა გრიგოლ ფერაძის ძმისშვილის შვილიშვილის, ნიკოლოზ ფერაძის ნათლია ვარ. საინტერესოა, რომ ჩემი ნათლულის მამა არის მათი დიდი წინაპრის სეხნია - ისიც გრიგოლ რომანოზის ძე ფერაძეა, როგორც წმინდა გრიგოლი. სულ ვევედრებოდი, წმინდა გრიგოლ ფერაძეს ჩემთვის მფარველობა გაეწია; ისიც ხომ უცხოეთში მოღვაწეობდა. მან ჩემი ლოცვა-ვედრება შეისმინა და ამის ნიშანი იყო ის, რაც მოხდა. ერთხელ კიკოსის მონასტრიდან დამირეკეს, რომ ქართველები არიან ჩამოსულებიო (ასე მახარებენ ხოლმე, როცა კვიპროსში ქართველები გამოჩნდებიან). მეც დავეკონტაქტე მათ კიკოსში და ნიქოზიაში მოვიწვიე. მართლაც ჩამოვიდნენ და გავიცანი ისინი. ერთ-ერთი მათ შორის გრიგოლ ფერაძე აღმოჩნდა. მისი წარმომავლობა რომ გამოვიკითხე, მან დამიდასტურა, რომ არის წმინდა გრიგოლის ძმის შვილიშვილი (წმინდა გრიგოლი მამამისის ღვიძლი ბიძაა!). კვიპროსზე მოსალოცად ჩამოსულ გრიგოლს თან ახლდა მისი მეუღლეც; თეა მაშინ ორსულად იყო. ეს ჩვენთვის, ორივე მხრიდან, ბედნიერი შეხვედრა იყო. მათ შემომთავაზეს, მათი ბავშვის ნათლია გავმხდარიყავი. ჩემთვის ი ეს წმინდა გრიგოლის მფარველობის ნიშანი იყო! შემდეგ გრიგოლის მამაც გავიცანი, ბატონი რომანოზი; იგი ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში. ძალიან დავახლოვდით. გრიგოლს ასევე ჰყავდა ძმა - ვასილი; მასაც შესანიშნავი მეუღლე და შვილები ჰყავს. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა გამეცნო გრიგოლ ფერაძის შთამომავლობა. მას პირდაპირი შთამომავლობა არ ჰყავდა, რადგან ოჯახი არ შეუქმნია. ამიტომ საქართველოში სულ ვეძებდი მისი ძმების, არჩილის და ვასილის, შთამომავლობას, მაგრამ ვერსად მივაგენი. და აი, წმინდა გრიგოლმა ინება, რომ ისინი ასე გამეცნო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზოგადად, კვპიროსში ძალიან დაინტერესებულები არიან ქართველი წმინდანებით. და წარმოიდგინეთ, როგორ გავიხარებდი, როცა ლიმასოლის ერთ-ერთ ტაძარში წმიდნა გრიგოლ ფერაძის ფრესკა აღმოვაჩინეთ! რამდენად სასიხარულოა ეს ჩვენთვის და ორმაგად პირადად ჩემთვის - იგი ხომ ჩემი მოგვარე მფარველი წმინდანია!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი