![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kent5 |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 ![]() |
დღეს რადგან ამ ორი წმინდანის ხსენების დღეა, მინდა მოკლედ საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან რამდენიმე საინტერესო საკითხს შევეხო. მოციქულები ქრისტეს ამაღლემამდე და სული წმინდის მოფენამდე მხურვალე მონაწილეობას არ იღებდნენ ახალი სჯულის გავრცელებაში, არამედ სულ მუდამ გარს ეხვივნენ თვით ღმერთ-მოძღვარს და მისგან განიმტკიცებოდნენ სჯულის სწავლაში.მეათე დღეს ქრისტეს ამაღლების შემდეგ მათ მოეფინათ სული წმინდა ,,და აღისნეს ყოველნი სულითა წმინდითა და იწყეს სიტყვად უცხოთა ენითა,ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყვასა. ამნაირი სასწაულის შემდეგ მოციქულებმა სხვადა-სხვა ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. ამ დროს იეროსალიმში მოხდა სული წმინდის მოფენა. ეს იყო პირველი გამარჯვება მოციქულებისა. ამ დღიდან ისინი განშორდნენ ერთმანეთს და გაემგზავრნენ იმ ქვეყნებისაკენ, რომელთ განათლებაც წილად ხვდათ სული წმიდის მოფენის დღეს.-საქართველოში შემოვიდნენ მოციქულნი ანდრია და სიმონ კანანელი. ამათიქადაგეს ქრისტეს სჯული იმერეთში (კოლხიდაში) და ზემო ქართლში სამცხემდე. ხოლო მოციქულმა ბართლომემ მოიარა საქართველოს აღმოსავლეთის მხარე რომელსაც მაშინ ერქვა ,,ალბანია'' და იქ დასთესა თესლი პოხიერი და მაცხოვნებელი (იხ. მოთხრობა სოფრონისა გვ.397). მკითხველს თავი, რომ არ მოვაბეზრო თხრობას შევწყვიტავ ვფიქრობ ყველაზე საინტერესო ადგილას და შემდეგ გავაგრძელებ თუ იქნება თქვენი დაინტერესება რათქმაუნდა. მე, ადრე დავწერე, რომ პროფესიით ისტორიკოსი არა ვარ მაგრამ იმდენად შეყვარებული ვარ და ძალიან მაინტერესებს საქართველოს ეკლესიის ისტორია და ამ მიზეზით უკვე რამდენიმე წელია პირადად ჩემი ძალებითა და ხარჯებით მოვიკვლიე არა ერთი საინტერესო მასალები როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთაც, რატომღაც გამიჩნდა სურვილი (ვხედავ, რომ ამ საიტს სერიოზული მკითხველიც და საქართველოზე შეყვარებული ხალხია ფორუმის წევრები). ჩემი ნაშრომი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია რაზედაც ბოდიშს ვიხდი მალე წიგნად გამოვა (სახსრებზეა დამოკიდებული), მანამდე გადავწყვიტე ამონარიდებს შემოგთავაზებთ. ,,უფალი იყოს ჩვენი შემწე, ამინ''.
![]() -------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ქართლის ცხოვრების მიხედვით წმ. ანდრია პირველად ტრაპიზონში მივიდა, იქ მცირე ხანს დაჰყო, "იხილა უგუნურება პირუტყუებრივი მკვიდრთა შორის" და შემდეგ მიაშურა ქვეყანას, ქართლად წოდებულს. დიდ-აჭარაში დაიწყო ქადაგება სახარებისა, მრავალი ჭირი დაითმინა იქ მცხოვრებ ურწმუნოთაგან. მემატიანეს მათი საქციელის აღწერა სამარცხვინოდ მიაჩნია, მაგრამ წმ. მოციქულის დიდ სულიერებას აქებს და ბრძანებს, რომ ღვთის შეწევნით ყოველივე მადლიერებით დაითმინა, ვიდრე არ მოაქცია ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. რაოდენ დიდი მაგალითია წმ. ანდრიას მოთმინება და მადლიერება დღეს მოღვაწე სასულიერო პირთათვის ღვთის სიტყვის ქადაგებისას"
/მღვდელი პართენი (მიქელაძე) "ფუძნარი" N5, 2024, გვ.8/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 02:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი