IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

marine
პოსტი Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.

ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს.

როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე!

ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Apr 5 2025, 09:17 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყველამ წაიკითხეთ:

„2024 წლის ივნისის თვეში ჩემი შვილის კლასი იმყოფებოდა ძამას ხეობაში. მოვილოცეთ ულამაზესი ხეობა და იქ არსებული მამათა და დედათა მონასტრები. როდესაც მოვილოცეთ მზოვრეთის მამათა მონასტერი, ვერცერთი ჩვენგანი ვერ მალავდა აღფრთოვანებას, თუ რა დიდებული სილამაზე იყო შექმნილი ბერების ხელით. მზოვრეთიდან ჩამოსულებმა გადავწყვიტეთ მზოვრეთის მონასტერთან სიახლოვეს წმინდა გიორგის მამათა მონასტერი მოგველოცა.

დავინახეთ, რომ მონასტრის ეზოში ბევრი ხალხი ირეოდა - მშობლები და ბავშვები. ისინიც ჩვენს მსგავსად სხვდასახვა კუთხეებიდან ჩამოსულები ჩანდნენ. ჩვენ გავემართეთ მონასტრისკენ. ფეხით ავედით პატარა გორაზე და შევედით ეკლესიის ეზოში. იქ ახალგაზრდა ბერი დაგვხვდა, რომელიც სხვა მომლოცველებს თბილად ესაუბრებოდა. უეცრად მან საუბარი შეწყვიტა და ჩვენი კლასის დამრიგებელს უთხრა - ცოტა ხანი დამელოდეთ და მოგაქცევთ ყურადღებას, მანამდე ტაძარში შედითო.

ტაძარში შევედით, სანთლები ავანთეთ (მინდა აღვნიშნო, რომ ტაძარში სხვადასხვა ზომის სანთლები იყო და იქ დაგვხდა პატარა ფურცელზე წარწერა - სანთლები არ იყიდება, ეს მონასტრის შესაწირია. აიღეთ რამდენიც გინდათ და დაანთეთ, ნუ მოგერიდებათ, ღმერთმა დაგლოცოთო!)

ამ წარწერის ნახვამ სულ ყველა გაგვაოცა. ტაძრიდან გამოსვლისას ბერმა გაუშვა ჯგუფი და სიყვარულით დაემშვიდობა მათ. ახლა ჩვენს ჯგუფს მოუბრუნდა და გვკითხა: - საიდან ხართო. ჩვენ ვუთხარით, რომ სამეგრელოდან ვიყავით. კლასის დამრიგებელსა და ბერს შორის პატარა დიალოგი გაიმართა. ასევე მონასტრის ისტორია გვიამბო მოძღვარმა. მან ტაძრიდან გამოაბრძანა წმინდა გიორგის ხელის ნაწილი და ყველა ვემთხვიეთ, ასევე გვითხრა, რომ ზეთსაც გვაცხებდა.

ბერი ტაძართან ახლოს მისსავე საცხოვრებელ კელიაში შევიდა და ზეთი გამოიტანა ფუნჯთან ერთად. ჩვენ რიგში ჩავდექით, ბავშვები და მშობლები. სულ ოცდარვანი ვიყავით. მე შუაში მომიწია დადგომამ. როცა ჩემი რიგი მოვიდა და ბერმა ზეთი მაცხო, ასეთი რამ მითხრა:

-ნათია, ძვირფასო, შენთან ორიოდე წუთი გასაუბრება მინდა. ტაძარში შედი და დამელოდე.

ცოტა ჩავფიქრდი, საიდან იცოდა ჩემი სახელი. იქნებ ვინმემ მომმართა სახელით და აქედან გაიგო? მაგრამ ჩაფიქრების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ბერის თანდასწრებით არავის მოუმართავს ჩემთვის სახელით. დაასრულა ბერმა ზეთისცხება და ბავშვებსა და მათ მშობლებს უთხრა, ნათიაც მალე შემოგიერთდებათ, თქვენ დაბლა ავტობუსში დაელოდეთო. მან ყველა დალოცა და დაემშვიდობა.

ტაძარში შემოვიდა. მე ჯერ კიდევ გონებაში ის მიტრიალებდა, ჩემი სახელი საიდან იცოდა და რა სალაპარაკო უნდა ჰქონოდა ჩემთან.

-ჩემი სახელი საიდან იცით? - ვკითხე მოძღვარს.

ხუმრობით მიპასუხა:

-რა განერვიულებს სახელის გამო? მეტად მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრა: ნათია, ასე ახალგაზრდა რატომ დასნეულდი ვერაგი დაავადებით?

ამის გაგონებისას ცრემლები წამომივიდა თვალებიდან და ვკითხე:

-თქვენ ეგეც იცით?!

-ნათია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე რა ვიცი. მთავარია შენი ჯანმრთელობა.

-მამაო, ჩემი ჯანმრთელობა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ხომ ხედავთ პატარა შვილი მყავს, - ვუპასუხე, - ვმკურნალობ, მაგრამ საშველი არაფერი, უფლის იმედიღა დამრჩენია.

ხვალ ჩემთან მოდი შენს მეუღლესთან ერთად და ყველაფერი კარგად იქნება. წადი ახლა, ნურაფერზე ინერვიულებო.

გაოგნებული ტაძრიდან გამოვედი. დარწმუნებული არ ვიყავი, მეორე დღეს მივიდოდი თუ არა იქ. მთელი გზა, სანამ სამეგრელოში ჩავიდოდი, გაოგნებული ვიყავი. როგორც ავტობუსში მყოფებმა მითხრეს, სახეზე ფერი არ მედო.

ჩავედით სენაკში, უკვე გვიანი იყო. მეორე დღისთვის არაფერი მქონდა დაგეგმილი.

მეორე დღეს, დილით 6 საათი იქნებოდა და მეუღლე მაღვიძებს:

-ნათ, ნათ, გაიღვიძე! წუხელ სიზმარში ახალგაზრდა ბერი ვნახე და მითხრა - ხვალ დილით ტაძარში მოიყვანე შენი მეუღლე და განიკურნებაო. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარი?

მე მას ვუთხარი, რომ გუშინ მართლა ვნახე ახალგაზრდა ბერი ძამას ხეობაში, რომელმაც უამრავი ხალხში გამომარჩია, სახელიც გამოიცნო და ისიც მითხრა, სიმსივნე რომ მქონდა და სტადიაც კი დამისახელა. წავიდეთ ლევან?

-წავიდეთ აბა რა, ნათ, - მითხრა მეუღლემ.

თორმეტ საათზე უკვე ძამის ხეობაში ვიყავით. სულ მალე წმიდა გიორგის მამათა მონასტერიც გამოჩნდა. მანქანა დაბლა გავაჩერეთ და გორას ფეხით ავუყევით. ბერი ეზოში იჯდა, ხელში დიდი შავი წიგნი ეჭირა.

ჩემმა მეუღლემ ბერის დანახვაზე ხმამაღლა წამოიყვირა - მამაო, მამაო, წუხელ მე თქვენ სიზმარში გნახეთ. მან კი კვლავ ხუმრობით თქვა, რას ამბობ, სიზმარში რა მინდოდა, წუხელ მთელი ღამე მონასტერში ვიყავიო.

ბერმა ტაძარში შეგვიყვანა, სანთლები დაგვანთებინა და ასეთი რამ მითხრა:

-ნათია, სანერვიულო არაფერი გაქვს! ახლა მე შენ საჯანმრთელო ლოცვას წაგიკითხავ. აი, ხომ ხედავ ამ წიგნს? ეს წიგნი მე-17 საუკუნის არის. აქ შენი საშველი ლოცვა წერია, რომელიც უთუოდ განგკურნავს! დაიმახსოვრე, მე კი არ განგკურავ, არამედ შენი რწმენა და უფლის მოწყალება!

ბერმა ტაძარში დამაჩოქა, თავზე წიგნი დამადო და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა წამიკითხა. ლოცვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მუხლებზე დგომა ცოტა გამიჭირდა. ამ დროს ჩემში რწმენამ გაიღვიძა და იმედი მომეცა.

ლოცვის დასასრულს ფეხზე წამოვდექი და ასეთი რამ მოვისმინე ბერისგან:

-წადი ახლა ექიმებთან და მათგან გაიგე შენი ჯანმრთელობის ამბავი.

ის იღიმოდა. მცირე ხანს დავყავით მონასტერში და შემდეგ კვლავ სამეგრელოში გამოვემართეთ.

მეორე დღეს მე და ჩემი მეუღლე წავედით თბილისში, რათა გამოკვლევები ჩამეტარებინა. გამოკვლევების ჩატარებიდან მეორე დღეს ჩემი ექიმი მირეკავს და მეუბნება:

-ნათია! ნათია! სასწრაფოდ მოდი ჩემთან!

რამდენიმე წუთში საავადმყოფოში ვიყავი. ექიმმა მითხრა:

-რა ხდება შენს თავს, გამაგებინე სრულიად ჯანმრთელი ხარო!

ეს ახალგაზრდა ბერ-მონაზონი გახლავთ მამა ანგელოსი. სასწაული მოხდა ჩემს თავს!

დიდება უფალს!

მე მამა ანგელოსის ლოცვით სრულიად განვიკურნე მესამე სტადიის სიმსივნისაგან!“

/ნათია ბერიძე
ბერი ანგელოსის ტელეფონის ნომერი: 5 91 30 01 63

ჟურნალი "ქვაკუთხედი" N3, 2025, გვ.4-6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   კ ი ბ ო   Dec 4 2018, 10:14 PM
marine   "იმაზე ფიქრიც კი ...   Jun 12 2019, 10:23 PM
marine   "დეკანოზი სერაფი...   Jul 23 2019, 01:17 PM
marine   " დეკანოზი სერაფი...   Sep 6 2019, 12:36 PM
marine   "კიბოც რომ გვქონდ...   Oct 23 2019, 09:55 PM
marine   "ვმადლობ ღმერთს, ...   Nov 4 2019, 09:17 PM
marine   "როდესაც თექვსმე...   Nov 5 2019, 02:01 PM
marine   "ბაბუაწვერა კიბო...   Dec 7 2019, 07:09 PM
marine   "ბრაზი მომწამვლე...   Jan 25 2020, 11:02 PM
marine   "ავადმყოფობის მკ...   May 31 2020, 07:03 PM
marine   "არ არსებობს უკურ...   Jun 1 2020, 03:05 PM
marine   " - შეიძლება თუ არა...   Jun 21 2020, 07:49 PM
marine   "- მამაო, ექიმებმა ...   Jul 9 2020, 09:06 PM
marine   "- ხანდახან ის, რაც...   Aug 6 2020, 09:04 PM
marine   "გვინდა ყველამ და...   Aug 26 2020, 05:20 PM
marine   "ჭირ-ვარამი - ძალი...   Jan 18 2021, 05:22 PM
marine   "როცა ლოცულობ, მა...   Jan 18 2022, 09:25 PM
marine   „მამა მაქსიმეზე, რ...   Feb 15 2022, 04:39 PM
marine   "მარცხენა სარძევ...   Feb 20 2022, 12:26 PM
marine   "ქალკედონიის მიტ...   May 11 2022, 08:20 PM
marine   "სულზე მზრუნველო...   May 13 2022, 01:05 PM
marine   "მძიმედ ავადმყოფ...   May 14 2022, 02:17 PM
marine   "დედა ევპრაქსია. ...   Jun 11 2022, 05:26 PM
marine   "ოლეგ კოვალკოვის ...   Jul 7 2022, 03:50 PM
marine   "თანამედროვე მედ...   Aug 4 2022, 05:32 PM
marine   "ონკოლოგია - მედი...   Aug 4 2022, 08:06 PM
marine   "ერთ იღუმენიას (ა...   Sep 9 2022, 07:04 PM
marine   "ნ. ფ. 14 წლის ყმაწვი...   Sep 19 2022, 05:35 PM
marine   "ა.წ. მაისში მე მკე...   Nov 19 2022, 03:29 PM
marine   "ჩვენს სოფელში ერ...   Dec 14 2022, 04:46 PM
marine   "წმ. ნიკოლოზს ჩემ ...   Dec 16 2022, 08:51 PM
marine   "როგორი სიმძაფრი...   Feb 3 2023, 07:59 PM
marine   "Курение и здоровая подж...   Mar 13 2023, 09:38 PM
marine   " - წმიდაო მამაო, რ...   Mar 25 2023, 09:10 PM
marine   "რამდენჯერმე ხილ...   Apr 6 2023, 08:48 PM
marine   "ჩემს ძმას თავში ...   Apr 12 2023, 08:29 PM
marine   "ეს მოხდა ვაშინგტ...   Apr 19 2023, 03:51 PM
marine   "ყოვლადწმინდა ღვ...   May 19 2023, 08:20 PM
marine   "გეოლოგი ლიუდმილ...   Jun 14 2023, 01:44 PM
marine   კიბოსგან განკურნე...   Jun 27 2023, 06:51 PM
marine   "ახალგაზრდები ბრ...   Jul 24 2023, 07:44 PM
marine   "ათენში ონკოლოგი...   Jul 29 2023, 08:33 PM
marine   "ათენში ცნობილმა ...   Jul 30 2023, 07:53 PM
marine   "ნიუ-იორკის ერთ-ე...   Aug 1 2023, 11:27 AM
marine   "ვმადლობ ღმერთს, ...   Sep 13 2023, 01:20 PM
marine   "როცა ღმერთს ვანდ...   Sep 14 2023, 02:17 PM
marine   "ბაკურიანის ზემო...   Sep 17 2023, 01:24 PM
marine   "მახსოვს, 1970-იან წლ...   Oct 12 2023, 07:24 PM
marine   "ქრისტეს რწმენა ხ...   Nov 19 2023, 07:27 PM
marine   "შევთხოვ უფალს და...   Nov 20 2023, 09:55 PM
marine   "დეიდაჩემს, რომელ...   Nov 24 2023, 11:09 AM
marine   " - თუ ადამიანი კვდ...   Dec 7 2023, 06:17 PM
marine   აი, ამ კლინიკაში მკ...   Dec 28 2023, 08:15 PM
marine   "ქ. სტილიდოში მცხ...   Jan 7 2024, 05:20 PM
marine   "ავადმყოფზე ლოცვ...   Jan 7 2024, 07:50 PM
marine   "თეაგენიონის" ს...   Jan 8 2024, 04:06 PM
marine   "ქალბატონი მ.: "რ...   Jan 11 2024, 12:25 PM
marine   "ბატონ მათე გოლია...   Jan 15 2024, 01:23 PM
marine   "თუ ადამიანს კარგ...   Jan 20 2024, 09:15 PM
marine   "თუ დედები შვილებ...   Jan 21 2024, 05:10 PM
marine   " - წმიდაო მამაო, რ...   Jan 21 2024, 07:22 PM
marine   " - წმიდაო მამაო, ს...   Jan 23 2024, 09:10 PM
marine   როგორ კურნავს პატე...   Feb 7 2024, 04:28 PM
marine   "მოზარდებს 9 წლიდ...   Feb 12 2024, 06:22 PM
marine   "თბილისის მცხოვრ...   Mar 17 2024, 09:38 PM
marine   "ერთხელ მეუფესთა...   Mar 18 2024, 02:44 PM
marine   "ნ.ფ. 14 წლის ყმაწვი...   Mar 19 2024, 03:35 PM
marine   "1996 წლის მაისში ჩე...   Mar 19 2024, 06:37 PM
marine   " - მამაო, ექიმებმა...   Jul 15 2024, 06:49 PM
marine   " - გერონდა, რატომ ...   Jul 24 2024, 06:25 PM
marine   "მამა გაბრიელი [ა...   Jul 26 2024, 08:33 PM
marine   "მამა გაბრიელი [ა...   Jul 26 2024, 08:33 PM
marine   "კიბოს შემთხვევა...   Jul 27 2024, 08:44 PM
marine   "ერთხელ ბერთან [ღ...   Jul 28 2024, 04:44 PM
marine   "მამა ვიტალის [სი...   Oct 22 2024, 06:59 PM
marine   "მორჩილ ნატალია პ...   Nov 3 2024, 09:28 PM
marine   "რომ გითხრან, სიმ...   Jan 3 2025, 01:53 PM
marine   1993 წლის 10 მაისით დათ...   Jan 24 2025, 08:51 PM
marine   ვიქტორ ნიკოლაევიჩ ...   Jan 25 2025, 08:29 PM
marine   ტატიანა ტემნიკოვა ...   Jan 26 2025, 03:12 PM
marine   "მიუხედავად იმის...   Jan 26 2025, 06:37 PM
marine   გიორგი ხეჩინოვი, ნ...   Jan 27 2025, 12:50 PM
marine   "კიდევ ერთი შემთხ...   Jan 27 2025, 01:16 PM
marine   მ.ი. სლინკო გტორონტ...   Jan 27 2025, 06:07 PM
marine   გვატყობინებს დიაკ...   Jan 27 2025, 08:31 PM
marine   სასწაული, რომელიც ...   Jan 27 2025, 08:48 PM
marine   უკრაინიდან ემიგრა...   Jan 28 2025, 02:13 PM
marine   ყველამ წაიკითხეთ: ...   Apr 5 2025, 09:17 PM
marine   "ბერი ზოსიმე [(ზაქ...   May 10 2025, 06:37 PM
marine   "შარშან, მარტში, დ...   May 15 2025, 08:40 PM
marine   "[ციხისჯვრის (სოფ...   May 27 2025, 07:13 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 11:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი