![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დედაოს [მონაზონი ბარბარე (თაბორიძე)] საოცრად უყვარდა შინაური ცხოველები, განსაკუთრებით კატები. ზედმეტად ყავდა ისინი მოშინაურებული. ამის გამო მე ხშირად ვსაყვედურობდი, სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან დაძვებოდნენ ისინი. მე მგონია, მათთან სიახლოვით თავის სიმარტოვეს ივსებდა იგი. ერთხელ ძაღლის გამო იყო დამწუხრებული, ტიროდა მოთქმით ისე, რომ შიში დამეუფლა და ვკითხე: რა იყო დედაო, ხომ არაფერი შეგემთხვა ცუდი მეთქი? - მან ძლივს ამოილუღლუღა: ჩვენი ბუთურა აღარაფერს სჭამს, ნამდვილად ვიღაცამ დააძრო მას კბილებიო... - მე გამეღიმა მის ნათქვამზე და რათა დამერწმუნებინა იმაში, რომ ეს არ იყო სწორი, დიდი წვალებით გავაღებინე ძაღლს პირი, ისე რომ კინაღამ მე თვითონ დავაგლეჯინე თავი და დავარწმუნე დედაო, რომ ძაღლს ყველა კბილი ჰქონდა საღი. ვიღაცას ესწავლებინა მისთვის, რომ კატებთან ზედმეტი სიახლოვისასა, ადამიანს აღარ ექნებოდა წნევები. ამის გამო იწვა თუ იჯდა, კატები მუდამ ესვა კალთაში, ფეხებზე და თავზეც კი. ისინი ღამეს დედაოსთან ათევდნენ. დილით ჯერ კატები გამოდიოდნენ რიგ-რიგობით მისი სენაკიდან, შემდეგ კი თავად დედაოც გამოჩნდებოდა ხოლმე. კატების სიყვარული დედაოს შერჩა ბოლომდე, ისინი ნამდვილად იყვნენ მისი მეგობრები"
/მთავარეპისკოპის ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი