![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მცხეთა დასავლეთიდან მდინარე მტკვარს აქვს შემოქობილი, მისი მღვრიე ტალღები ძველ, ჩამუქებულ ვერცხლს ჰგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხეთას მთის ქედისგან მჩქეფარე არაგვი ჰყოფს, რომლის წყალიც ბროლივით გამჭვირვალე და წმინდაა. აქ, ორი მდინარის შესართავთან, მოხდა ქართველი ერის ნათლობა. მტკვრის სიახლოვეს წამომართულა ცხოველმყოფელი სვეტის ტაძარი - სვეტიცხოველი. იქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი სიწმინდე - კვართი უფლისა, რომლის წყალობითაც უძველესი დროიდან მცხეთას "მეორე იერუსალიმს" ეძახდნენ. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთით, როგორც მისი უმცროსი ძმა, დგას ტაძარი, რომელსაც "სამთავროს" ეძახიან. ამ ადგილას დასახლდა წმინდა ნინო უბრალო ქოხში, შემდგომში აქ ეკვდერი აიგო. მცხეთა საქართველოს პირველი დედაქალაქია. ის, გადმოცემით, დააარსა მცხეთოსმა, კავკასიის ხალხთა წინაპრის, თარგამოსის შვილიშვილმა. "მცხეთა" ასევე ზეთის ცხებას ნიშნავს, ანუ წყალობას ღვთისა. სულიერი გეგმით, მცხეთა დღესაც რჩება ივერიის დედაქალაქად, სვეტიცხოველი კი ტახტია ღმრთაებისა."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ტაძრამდე რაღაც მანძილის გავლა ფეხით მომიწია, ესეც ძალზედ აუცილებელი იყო დიდთან და სანატრელთან შესახვედრად ჩემთვის. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ეკლესიას, მით უფრო უცნაურმა მღელვარებამ მოიცვა ჩემი გული: შიში, მოკრძალება და სიხარული ერთად ჩამდგარიყო ჩემში და ცალ-ცალკე და ერთად მაგრძნობინებდა თავს თითოეული. მეშინოდა ტაძართან მიახლოებისა, რადგან ვგრძნობდი, რომ მასში მკვიდრობდა ყოვლად საშინელი და ძლიერი ღმერთი; მერიდებოდა მასთან მიახლება, რადგან არ ვიცოდი, ყოვლად დიდებული და წმიდა, მე უღირსსა და მდაბალს, მიმიღებდა კი? მიხაროდა იმიტომ, რომ ვგრძნობდი ის იყო ჩემი სულის სიხარული, ის იყო ის ვისაც დაეძებდა ჩემი არსება და ვისაც აუცილებლად უნდა შევხევდროდი.
ვინ იცის, იქნებ ამისთვისაც ვიყავი ქვეყნად გაჩენილი, რომ ოდესმე მასთან მივსულიყავი, რათა მისი ძლიერი კალთის ქვეშ შემეფარებინა თავი და სანატრელი სიმშვიდე და სიმყუდროვე, სულს რომ ასე აკლდა, მეპოვა მის წიაღში? ადამიანებს რომ გაჩენის დღიდან, სულ ეს სიმშვიდე და სიტკბოება ენატრებათ და მოუკლებლად დაეძებენ მას, აქეთ და იქით. რაღაც დიდსა და ძვირფასს აქამდე ჩემი სული მართლა დაეძებდა, მაგრამ ვერსად ვპოვე იგი, ეხლა კი როცა მივუახლოვდი სვეტიცხოვლის ტაძარს, მთელმა ჩემმა არსებამ მაგრძნობინა, რომ ის იყო ის, ვისაც ვნატრობდი, ის იყო, ვისთვისაც უნდა გადამეშალა გული; ხილულად პირველად უნდა შევხვედროდი მას, სინამდვილეში კი დიდი ხნით ადრე უკვე ვიცნობდი. ის არ იყო უცხო ჩემთვის, მე მას ვხვდებოდი როგორც ჩემიანს, ჩემს დაკარგულ ნახევარს, რომელსაც არ ვიცი როდის დავშორდი, ეხლა კი ღმერთმა ისე ინება ჩემი მასთან შეყრა, მშობლიურ სახლში დაბრუნება, თუმცა მე იგი აქამდე არა მყავდა ნახული. არ ვიცი შევძელი კი იმის გადმოცემა, რაც მაშინ ხდებოდა ჩემს სულში. ძვირფასთან და სანატრელთან შეხვედრას ჩემსას ახლდა უდიდესი მღელვარება და შიში. შემდგომშიც ასე იყო მუდამ, როცა კი მე დიდსა და მაღალს ვეზიარებოდი. მაგრამ როგორც კი ტაძარში შევდგი ფეხი და სანთლისა და საკმევლის სუნი მეცა და იქ დავანებულმა დიდმა მადლმა მაგრძნობინა თავი, შიში და მღელვარება, აქამდე რომ მამძიმებდა, მადლმა შთანთქა მთლიანად და სანატრელმა სიმშვიდემა და სიხარულმა მოიცვა ჩემი სული. ისეთი განცდა მქონდა, რომ ტაძარმა ხემი გამოიწოდა და თავის წიაღში ჩამიკრა და განმაცდევინა თავისი დაფარული სიწმიდე და მადლი. შიში და მღელვარება უწინდელი გამქრალიყო სადღაც და სული ჩემი სანატრელ შვებასა და ნეტარებაში იყო გახვეული. მაშინ მე მთელი არსებით შევიგრძენი ის დიდი სასიცოცხლო ძალა, საიდანაც მოედინებოდა თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლე და სიხარული. მაშინ მე ნამდვილად შევხვდი თვით უფალს, ჩვენს გამჩენსა და მამას. ეს ნამდვილად იყო სანატრელი დღე ჩემთვის, იგი მე არასოდეს დამავიწყდება ცხორებაში". /მთავარეპისკოპოსი ზოსიმე, "მოგონებები"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 07:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი