IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმიდა ძლევაშემოსილი გიორგი
marine
პოსტი Feb 11 2024, 05:29 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ჩვენ ვიხსენებთ წმინდა გიორგის წამებას, მის ცხოვრებას და მის საოცარ სიმტკიცეს რწმენისა, გვიპყრობს გაკვირვება, დიდი მოწიწება მის მიმართ; ვინაიდან ვერავითარმა მუქარამ, ვერავითარმა ტანჯვამ, ვერ აიძულა ის, ეღალატა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და უარი ეთქვა ქრისტესა და ეკლესიაზე!"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Apr 16 2025, 07:05 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დაახლოებით 10 წლის ვიყავი როცა გავცივდი, თუ რაღაც ვირუსი ავითვისე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კია, რომ 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები მქონდა - 40-41 გრადუსი. ექიმები დამახვიეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს, რა მჭირდა, თან სულ მეძინებოდა, თვალის გახელასაც ვერ ვახერხებდი.

მესამე ღამეს ვნახე სიზმარი: ვიყავი უდაბურ ტყეში, ხის ტოტები გველებივით მეხვეოდნენ სხეულზე და მახრჩობდნენ. ძალიან მეშინოდა და ვყვიროდი. ამ დროს სინათლე ჩამოეშვა ჩემს თავზე და დავინახე თეთრი ცხენი, თეთრ ტანსახმელში ჩაცმული მხედრით, რომელმაც ხელში ამიყვანა - ნუ გეშინია გწამდეს მე გიშველიო. ჩავეხუტე ამ კაცს, და თავის აწევისაც კი მეშინოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამომსვა ერთ ადგილზე, აღმართი დამანახა და მითხრა, ამ გზას ამოჰყევი და ჩემთან მოხვალო. მინდოდა მეკითხა, ვინ იყო, მაგრამ თავად მიპასუხა, თეთრი გიორგი ყოველთვის გემახსოვრებაო და გაქრა.

ავუყევი აღმართს, გზა ქვიანი იყო. ავედი მთაზე და დავინახე თეთრი ეკლესია, შემოსაზღვრული მავთულის ღობით, წინ დიდი, შავად შეღებილი ალაყაფის ჭიშკარი ჰქონდა, რომელიც ჩემს მიახლოებაზე თავისით გაიღო. შევედი ეზოში. ეკლესიას 2 შესასვლელი ჰქონდა, ერთი წინიდან, მეორე გვერდიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ სამჯერ შემოვუარე და წინა შესასვლელიდან შევედი. მხოლოდ საკურთხევლის მხარე იყო მოხატული, დანარჩენი ჯერ კიდევ თეთრად იყო შეღებილი. იქვე სამი სანთელი იდო. ავიღე, სამივე დავანთე, ვილოცე და გამოვედი. ჭიშკარს რომ გამოვცდი, მომესმა ხმა - შენ ისევ მოხვალ ჩემთან.

გავიღვიძე სრულიად ჯანმრთელმა. თითქოს ავადმყოფობა არც ყოფილა. შინაურებს მოვუყევი ეს ამბავი, წმიდა გიორგიმ გადაგარჩინაო, მითხრეს, სხვანაირად ვერავინ ხსნიდა. მაგრამ თეთრი გიორგი თითქოს არავინ იცოდა.

ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ ჩემი შვილის ნათლიამ მიგვიწვია თავისი შვილის ნათლობაზე. ბავშვს თეთრი გიორგის ეკლესიაში, თელავში ვნათლავთო. ჩვენც წავედით, თან რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, ვერც ავხსნი ეს რა შეგრძნება იყო. მანქანა რომ აღმართს აუყვა ვთხოვე გაეჩერებინათ, ფეხით მინდოდა ასვლა. თან სულ ჩემი სიზმარი მახსენდებოდა. გზაც იგივე იყო, ქვიანი. ეკლესიაც ისეთივე თეთრი და ჭიშკარიც ახალი, შავად შეღებილი, როგორც 10 წლის წინათ ნანახ სიზმარში.

რომ მივუახლოვდი ჭიშკარს, ზუსტად მაშინ გახსნეს მლოცველებისთვის. სამჯერ შემოვუარე ეკლესიას, ვიყიდე სამი სანთელი და შევედი. მხოლოდ საკურთხევლის მხარე დამხვდა მოხატული. მთელი სიზმარი ახდა საოცარი სიზუსტით. თან როგორც მითხრა ისევ მოხვალ ჩემთანო, მივედი კიდეც. ეს თუ უფლის ნება არ იყო საიდან უნდა მცოდნოდა 10 წლის ბავშვს იმერეთში, რომ ჩენგან შორს, თელავში, თეთრი გიორგის ეკლესია იყო და ზუსტად 10 წლის შემდეგ დაიწყებდნენ მის აღდგენას.

მტკიცედ მჯერა, რაც ვნახე, ეგებ არც იყო სასწაული, მაგრამ უფლისმიერი ნამდვილად იყო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 09:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი