![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"პატრიარქი ბრძანებს, რომ უპირველესი საზრდო სულიერებისა - ეს არის ტყე და ულამაზესი გარემო, რასაც ბუნება ქმნის. ტყეში, ამ ხელთუქმნელ ბუნებრივ გარემოში ყველაფერი ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან: მიკროორგანიზმები, ნიადაგი, ბალახი, ფრინველი, ნადირი, ხე, ბუჩქი...
ტყე იყო და არის ხელოვნების, მუსიკის, პოეზიის, მხატვრობის შთაგონების წყარო. ჩვენი პატრიარქი უდიდესი ქომაგია ბუნებისა. მას განსაკუთრებით უყვარს კვიპაროსი - მწვანე სანთლებს უწოდებს. ერის ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ბუნებისა და ტყის მიმართ. თუნდაც საპატრიარქოს ეზო გახლავთ მცირე ზომის ბოტანიკური ბაღი, რომელიც უზარმაზარი სითბოთი და რუდუნებით არის შექმნილი. შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ ეკლესია-მონასტრები ძირითადად ისეთ ადგილებშია გაშენებული, რომლებიც მშვენიერი ბუნებით და ტყის საფარით გამოირჩევა. შეიძლება პირიქითაც იყოს. ქართველი კაცი ეკლესიის მიმდებარე ტყეებში ერიდებოდა გარკვეულ სამეურნეო საქმიანობას, ეს ხელს უწყობდა ამ ტერიტორიების გატყევებას. ამიტომაც იმ ადგილებში, სადაც ეკლესიები შენდებოდა, ნელ-ნელა ხდებოდა ტყის წარმოქმნაც. ტყეებში დღესაც შემორჩენილია ეკლესიათა და სალოცავთა ნაშთები, ნანგრევები, ომიანობის დროს მოსახლეობის უმრავლესობა თავს ტყეს აფარებდა. ქართული სულიერებიდან გამომდინარე, ქართველი კაცი თავის საცხოვრისთან, ტყეში აგებდა ნიშას, ეკლესიას და ა.შ." /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გაგოშიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ათონზე, წმიდა მთაზე, ტყის ბილიკებთან ბერები სპეციალურ აბრებს დგამენ იქ გამვლელი მომლოცველების გასამხნევებლად და გასაფრთხილებლად. ერთ-ერთი ასეთი აბრა, რომელსაც 70-იან წლებში ხშირად შეხვდებოდით, ყოველთვის განსაკუთრებულ კმაყოფილებას მანიჭებდა. მასზე მოკლედ და გასაგებად ეწერა: "გიყვარდეთ ხეები".
კუნძულ პატმოსის ხუცესი, მამა ამფილოქე (+1970) ხშირად ამბობდა: "იცით, რომ ღმერთმა კიდევ ერთი მცნება მოგვცა, რომელიც წმ. წერილში ნახსენები არ არის? ეს მცნებაა - "გიყვარდეთ ხეები". ის დარწმუნებული იყო, რომ ვისაც ხეები არ უყვარს, ის ვერც ღმერთს შეიყვარებს. "როცა თქვენ ხეს რგავთ, - იმეორებდა იგი, - თქვენ რგავთ სასოებას, მშვიდობას, სიყვარულს და ღმრთის კურთხევა გადმოდის თქვენზე". ის უკვე იყო ნამდვილი ეკოლოგი იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე ეკოლოგია მოდაში შემოვიდოდა და როცა გლესებისგან აღსარებას იღებდა, ეპიტიმიის სახით ხეების დარგვას ავალებდა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი