IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არა კაც-ჰკლა
marine
პოსტი May 10 2024, 06:13 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,013
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იგავი მოკლულ მეზობელზე

"ამერიკაში, ქალაქ ჩიკაგოში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდა ორი კაცი. ერთ-ერთ მათგანს შეშურდა თავისი მდიდარი მეზობლის, შეაღწია ღამე მის სახლში, მოაჭრა თავი, უბეში ჩაიდო ფული და გამობრუნდა უკან. მაგრამ, როგორც კი გარეთ გავიდა, დაინახა მოკლული მეზობელი, რომელიც მისკენ მოდიოდა, ოღონდ საკუთარი თავის ნაცვლად ჰქონდა მკვლელის თავი. მკვლელი გაგიჟებული გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს და გაიქცა. მაგრამ მეზობელი კვლავ მის წინ აღმოჩნდა და მისკენ მოემართებოდა, მისი მსგავსი, თითქოს სარკის ანარეკლი. მკვლელს ცივმა ოფლმა დაასხა, როგორღაც მიაღწია თავის სახლამდე და ძლივს გაათენა ის ღამე. მაგრამ, მეორე ღამეს კვლავ გამოეცხადა მეზობელი მისი თავით, და ასე იყო ყოველღამე, მაშინ მკვლელმა აიღო მოპარული ფული და გადაუშვა მდინარეში, მაგრამ ამანაც არ უშველა, მეზობელი ყოველღამე ეცხადებოდა. მკვლელმა აღიარა დანაშაული და ჩაბარდა მართლმსაჯულებას. ის კატორღაზე გააგზავნეს. მაგრამ იქაც ვერ ხუჭავდა თვალებს, რადგან ყოველღამე ეცხადებოდა მეზობელი ხმრებზე მიბმული მისი თავით. ბოლოს და ბოლოს, ერთ მოხუც მღვდელს შეევედრა, ელოცა მისთვის, რათა ღმერთისგან შენდობა გამოეთხოვა და ზიარებულიყო. მღვდელმა უთხრა, რომ ლოცვამდე ან ზიარებამდე უნდა აღიაროს ერთი რამე. ბრალდებულმა სთქვა, რომ უკვე აღიარა დანაშაული მისი მეზობლის მკვლელობისა. "ეს არა, - უთხრა მღვდელმა, - შენ უნდა დანინახო, გაიგო და აღიარო, რომ შენი მეზობლის სიცოცხლე არის შენი საკუთარი სიცოცხლე, და მისი მოკვლით, მოკალი საკუთარი თავი. ამიტომაც ხედავ შენს თავს მის მხრებზე, ამით უფალმა მოგვცა ნიშანი, რომ შენი სიცოცხლე და შენი მეზობლის სიცოცხლე და ყველა ადამიანის სიცოცხლე ერთად აღებული არის ერთი და იგივე სიცოცხლე.

ბრალდებული დაფიქრდა. ბევრი განსჯის შემდეგ ყველაფერს მიხვდა და აღიარა. შემდეგ ილოცა და ეზიარა. და მაშინ მიატოვა მოკლული მეზობლის სულმა და მისი დევნა, ხოლო ის ღამეებსა და დღეებს სინანულსა და ლოცვაში ატარებდა, უყვებოდა პატიმრებს იმ სასწაულის შესახებ, რომელიც მას განეცხადა, რომ ადამიანი სხვისი მოკვლისას კლავს საკუთარ თავს.

აი, როგორი საშინელია მკვლელობის შედეგები, შესაძლებელი რომ იყოს ამის აღწერა ყველა ადამიანისათვის, ჭეშმარიტად აღარ მოიძებნებოდა უგონო, რომელიც სხვის სიცოცხლეზე ხელს აღმართავდა.

უფალი აღივძებს მკვლელის სინდისს და მისი საკუთარი სინდისი იწყებს მის ღრღნას შიგნიდან, ისე როგორც მატლი ღრღნის ქერქის ქვეშ ხეს.

სინდისი ჭამს, ღრღნის, ურტყამს და ღირალებს, როგორც გაცოფებული ძუ ლომი, ხოლო უბედური დამნაშავე ადგილს ვერ პოულობს დღე და ღამე, ვერც მთაში, ვერც მინდორში, ვერც ამ ცხოვრებაში, ვერც საფლავში. უმჯობესი იქნებოდა ადამიანისთვის, რომ გახსნილიყო მისი თავის ქალა და ფუტკრის ჯარი ჩასახლებულიყო შიგნით, ვიდრე არაწმინდა, აფორიაქებული სინდისი. ამიტომაც, ძმებო, უფალმა აუკრძალა ადამიანებს მკვლელობა მათივე ბედნიერებისა და სიმშვიდისათვის"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jun 27 2025, 08:04 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,013
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მაკარი - უნებლიე მკვლელი

"ერთ ყმაწვილს, თვრამეტი წლის მაკარს, რომელიც მარიას ტბის პირას საქონელს აძოვებდა, თანატოლებთან თამაშის დროს ერთ-ერთი მათგანი უნებლიედ შემოაკვდა. ისე, რომ სიტყვა არავისთვის უთქვამს, მაკარმა უდაბნოს მიმართა და იქ განმარტოვდა. ღვთისა და ხალხის მოშიშმა ყრმამ სამი წელი სრულ უპოვარებაში, უდაბნოს გამომხმარ და შიშველ მიწაზე გაატარა, ბოლოს კი სენაკი აიშენა, მასში ოცდახუთი წელი დაჰყო და უფლისგან ისეთი მადლი მოიგო, რომ განმარტოების სიტკბოებაც იგემა და დემონთა დამარცხების ხელოვნებასაც დაეუფლა.

დიდხანს ვიცხოვრე-რა მასთან, ერთხელ ვკითხე თუ რას ფიქრობდა იგი მის მიერ ჩადენილ ცოდვის - კაცის კვლის შესახებ. მაკარმა მიპასუხა: უნებლიე მკვლელობა ჩემთვის ხსნის გზაზე დადგომის საბაბად იქცა. ზოგჯერ შემთხვევითი გარემოებანი კეთილისმყოფელისაკენ გვიბიძგებს, მაშინ როდესაც ჩვენი ნებით არ გვსურს ცხონების კვალზე შედგომა. ასე რომ, ზოგნი საკუთარი, თავისუფალი ნებით ირჩევენ ამ გზას, ზოგიერთნი კი გარემოებიდან გამომდინარე"

/"ლავსაიკონი"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th July 2025 - 05:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი