![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მცხეთა დასავლეთიდან მდინარე მტკვარს აქვს შემოქობილი, მისი მღვრიე ტალღები ძველ, ჩამუქებულ ვერცხლს ჰგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხეთას მთის ქედისგან მჩქეფარე არაგვი ჰყოფს, რომლის წყალიც ბროლივით გამჭვირვალე და წმინდაა. აქ, ორი მდინარის შესართავთან, მოხდა ქართველი ერის ნათლობა. მტკვრის სიახლოვეს წამომართულა ცხოველმყოფელი სვეტის ტაძარი - სვეტიცხოველი. იქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი სიწმინდე - კვართი უფლისა, რომლის წყალობითაც უძველესი დროიდან მცხეთას "მეორე იერუსალიმს" ეძახდნენ. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთით, როგორც მისი უმცროსი ძმა, დგას ტაძარი, რომელსაც "სამთავროს" ეძახიან. ამ ადგილას დასახლდა წმინდა ნინო უბრალო ქოხში, შემდგომში აქ ეკვდერი აიგო. მცხეთა საქართველოს პირველი დედაქალაქია. ის, გადმოცემით, დააარსა მცხეთოსმა, კავკასიის ხალხთა წინაპრის, თარგამოსის შვილიშვილმა. "მცხეთა" ასევე ზეთის ცხებას ნიშნავს, ანუ წყალობას ღვთისა. სულიერი გეგმით, მცხეთა დღესაც რჩება ივერიის დედაქალაქად, სვეტიცხოველი კი ტახტია ღმრთაებისა."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სიდონია
კვართი ჩაიხუტე, სიდონია, შენი ბედისწერის ვიყო მინდა, კვართის სიწმინდით და მისი მადლით სულში მინათებდეს სულიწმიდა. ქრისტე ხომ გიყვარდა, სიდონია, ჩემი სიყვარულიც შენსას ჰგავდეს, შენი მობაძავი მინდა ვიყო, უფლის საბურველი მიფარავდეს. მისი წამება და ჯვარზე გაკვრა იყო ბოროტებით შეწამლული, კვართი ვერ წაგართვეს, მადლიანო, კვართი მოქსოვილი, მეწამული. მინდა დავიმარხო შენთან ერთად, სადაც ტაძარი და მინდორია, მეც რომ ვიხუტებდე მაცხოვრის კვართს, მეც რომ შენთან ვიყო, სიდონია. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 03:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი