![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,977 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,977 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ვინმე სტეფანე, წარმოშობით - ლიბიელი, თითქმის სამოცი წლის განმავლობაში მარმარიკოსსა და მარეოტს შორის ცხოვრობდა. მოსაგრეობასა და კაცთა გულების შეცნობაში მან უდიდეს სრულყოფილებას მიაღწია და უფლისაგან ისეთი მადლის ღირსი შეიქნა, რომ ყოველი ადამიანი, ვისაც კი რაიმე დარდი აწუხებდა, მასთან საუბრის შემდეგ თავის გზაზე გულზე დარდგადაყრილი მიდიოდა.
წმიდა სტეფანეს შესახებ ანტონი დიდმაც უწყოდა. იგი ჩემს დროსაც ცხოვრობდა, მაგრამ გზის სიშორის გამო მისი ხილვა ვერ მოვახერხე, თუმცა წმიდა ამონისა და ევაგრეს მოწაფეებმა ღვთივსათნო ბერი მოინახულეს და მის შესახებ ასეთი რამ მიამბეს: ჩვენ წმიდა სტეფანესთან იმ დროს მივედით, როდესაც მას სხეულზე მეტად სახიფათო ადგილას, მომაკვდინებელი ავადმყოფობა - კიბო გამოაჩნდა. ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ წამლობდა მას ვიღაც მკურნალი. ღირსმა მამამ მტკივანი ადგილები ექიმს დაანება, ხოლო თავად კი კალათას წნავდა და თან ჩვენ გვესაუბრებოდა. მკურნალი დაზიანებულ ასოებს ჰკვეთავდა, წმიდა სტეფანე კი ამ დროს ისეთ გასაოცარ მოთმინებას იჩენდა, თითქოს სხეულზე ხორცს კი არა, მხოლოდ თმებს აჭრიდნენ. მოგვეჩვენა, რომ იგი ტკივილს საერთოდ არ შეიგრძნობდა. ასე აძლიერებდა მას უფლის შემწეობა! ჩვენ ბერის გამო ვწუხდით და ვერ შეგვეგნო, თუ ასეთი მადლმოსილი მამა ესოდენ მძიმე სენით რატომ დაავადდა, ანდა მკურნალობის ამგვარი ხერხი რისთვის დასჭირდა. ნეტარმა სტეფანემ ჩვენი განცდები შეიცნო და გვითხრა: ამით ნუ დაბრკოლდებით, შვილებო, რადგან უფალი ჩვენს საზიანოდ არაფერს იქმს. პირიქით, იგი მხოლოდ ჩვენს სულთა სასარგებლოდ არიგებს ყოველივეს. სჩანს, რომ ღმერთმა ჩემი სხეულის ეს ასოები დასჯის ღირსად სცნო. ასეთ შემთხვევაში კი უმჯობესია აქ დავიტანჯოთ, ვიდრე ამა სოფლიდან განსვლის შემდეგ. წმიდა სტეფანემ დაგვმოძღვრა და მოთმინებაში განგვამტკიცა, ამასთანავე ჭირთა მამაცურად დათმენა და გადატანაც გვასწავლა. ეს ყოველივე იმ განზრახვით მოგიყევი, რომ როცა ზოგიერთ წმინდანს ესოდენ მწარე და მძიმე სენით მოწყლულს დავინახავთ, უცნაურად არ მოგვეჩვენოს და ამის გამო არ დავბრკოლდეთ" /"ლავსაიკონი"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 09:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი