![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,979 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"აჭარული მასალით, კინტრიშის ხეობაში "ადამიანს პირველად ფუტკარი ხის ღრუში უნახავს, ხე გამოუმორავს და თაფლიან-ფუტკრიანად სახლში მოუტანია. თაფლისთვის რომ ფუტკარი ვერ მოუშორებიათ "ფუტი უკრავთ" (ფუტი დაუხრჩოლებიათ) და ასე დაუმონებიათ იგი. სახელი ფუტკარიც აქედან გაჩენილა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 151/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,979 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ქოზიფაში მოსალოცად წავედი და მამა შიო [ხარძეიშვილი] იქ გავიცანი. მე ფუტკარი მყავდა და მას ვუვლიდი. ეს რომ გაიგო, ძალიან გაუხარდა. ბევრი ვისაუბრეთ მეფუტკრეობაზე. მათი ცხოვრების წესი რომ შეიცნო, ძალიან დაინტერესდა. მამა შიო გამუდმებით აშენებდა და ძალიან გადაღლილი იყო. ნეტა, ბევრი ფუტკარი მყავდეს და მას ვუვლიდეო, - ამბობდა ხოლმე. მერე მართლაც მოაშენა ფუტკარი. მე ბერი ვარ, მინდა დავდგე, ვილოცო და ფუტკარს მოვუაროო.
მონათლული ვიყავი, მაგრამ ეს ნათლობა კანონიკურად არ იყო მიჩნეული, მეორედ უნდა მოვნათლულიყავი. მე და მამა შიოს დედა, ნანა, ერთად მოვინათლეთ. ნანა დეიდას ნათლია სქემმონაზონი ნინო დაშნიანი იყო, ჩემი კი - მამა შიო. ნათლობის დროს მამა შიომ ტკბილად დამლოცა და ასეთი სიტყვები დაამატა: ღვთის გზაზე გევლოს, გაჭირვებულებისა და ფუტკრებისთვის მოგევლოსო. აბა, შენ იცი, ჩემთვისაც ილოცე და არ შემარცხვინოო. ძალიან ტკბილი და თბილი იუმორი იცოდა. როგორ არიან შენი პატარებიო? - ფუტკრებზე მკითხავდა ხოლმე. ყველაზე ბევრი ფუტკარი ეპარქიაში მამა შიოს ჰყავდა, 50 სკაზე მეტი. სადაც გადადიოდა, იქაც ახლიდან იწყებდა მოშენებას. ძალიან მადლიანი ხელი ჰქონდა იმიტომ, რომ ყველაფერს გულით აკეთებდა. მასზე კარგად ფუტკარს ვერავინ უვლიდა. მისი სხვა მონასტერში გადასვლის შემდეგ მამა შიოს დატოვებული ფუტკარი ნელ-ნელა ნადგურდებოდა, სადაც მიდიოდა, იქ კი ამრავლებდა" /გიორგი ხაჩიური (მამა შიოს ნათლული)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 06:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი