![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...
"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე". /არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,105 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მზარეული მონაზონი ლაზარე მოგვითხრობს, რომ 1919 წლის ივნისის თვეში, მარცვლეულის მკის პერიოდში, ჩვეულებისამებრ, მომკელებს მოჰყვებოდნენ ე.წ. "ამკრეფნი", რომლებიც მკის შემდეგ დარჩენილ თავთავებს აგროვებდნენ.
აღნიშნული საქმისთვის ყოველწლიურად ჩვენს მეტოქიონში მოდიოდა ორი ქალი, რომლებიც აქვე ტრაპეზობდნენ და მზარეულსაც ეხმარებოდნენ. იმ წელს ერთ-ერთი მათგანი ძალიან ახალგაზრდა იყო, დასაქორწინებელ ასაკში და, რაც ყველაზე უარესია მზარეულისთვის, მშვენიერი აღნაგობისა და ცოტა გამომწვევიც... მზარეული ახალგაზრდა იყო და სულ სამიოდე წლის წინათ შეემოსა სამონაზვნო სამოსი. გადიოდა რა დღეები, ერთი მხრივ, გოგონას მშვენიერი აღნაგობა, გამომწვევი და ზედემეტად თავისუფალი ქცევა, მეორე მხრივ კი - უხილავი და უბოროტესი მტრის განხურვებული ისრები, ამასთან, საჭიროებიდან გამომდინარე თანამშრომლობა გოგონასთან ცომის მოსაზელად და პურის გამოსაცხობად - მზარეულს დიდ შიშსა და მწუხარებაში ამყოფებდა, ვაითუ, მოულოდნელად, ცოდვის უფსკრულში დანთქმულიყო. ამდენად, რაკი არ იცოდა, თუ ვისთვის მიემართა კარს მომდგარი საფრთხისგან თავის დასაცავად, მუხლმოყრილი ცრემლით შეუვრდა ჩვენი მტკიცე მფარველის, პატიოსანი წინამორბედის ხატს და გაანდო ის დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა. და, ჰოი მყისიერსა შეწევნასა შენსა, ჩვენო პატივცემულო მფარველო, პატიოსანო წინამორბედო! არ გასულა ორი დღე და, სიცოცხლით აღსავსე გოგონა უცნობი მიზეზის გამო უეცრად ისე დასნეულდა და მოუძლურდა, მისი ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ მის წასაყვანად მოსულიყვნენ. მისმა ძმამ იგი სახედარზე შესვა და თავისსავე მხარეში, ქალკიდიკის არნეაში წაიყვანა. გათავისუფლდა რა მზარეული ზემოაღნიშნული განსაცდელისაგან, გულის სიღრმიდან სამადლობელი აღუვლინა პატიოსან წინამორბედს. ეს შემთხვევა მას არავისთვის უთქვამს, არც ის, თუ როდის და როგორ მოხდა, მაგრამ, როდესაც ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა, ჯეროვნად ჩათვალა, რათა აქ აღწერილიყო პატივად და სადიდებლად პატიოსანი წინამორბედისა, ჩვენი წმინდა და მტკიცე მფარველისა" /მონაზონი ლაზარე დიონისელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 11:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი