![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"კიდევ ერთი რამ, რაც სევდიან ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, არის შრომა, ცხოვრებისადმი ინტერესი. ბაღი, მცენარეები, ყვავილები, ხეები, აგარაკი, სიარული, ბუნებაში გასეირნება - ყველაფერ ამას ადამიანი უმოქმედო მდგომარეობიდან გამოჰყავს და ახალ ინტერესებს აღუძრავს, რადგან ეს საშუალებები წამალივით მოქმედებს.
ძალიან კარგია, დავკავდეთ ხელოვნებით, მუსიკით და ა.შ. თუმცა ყვველაზე დიდ მნიშვნელობას ეკლესიას, მსახურებებს, წმინდა წერილის შესწავლას ვანიჭებ. ღვთის სიტყვის შესწავლით ადამიანი იკურნება ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას". "განკურნებისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა წადიერებით შეიყვაროს ღმერთი. ბევრმა წმინდანმა ქრისტეს სიყვარულით სევდა სიხარულად გარდაქმნა" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ნევროზი სასურველისა და სინამდვილის შეჯახებაა. რაც უფრო მძლავრია ეს შეჯახება, მით უფრო მწვავედ მიმდინარეობს დაავადება. "რწმენა კი მორჩილებაა" - ამბობს წმინდა ბარსანოფი დიდი.
ექიმთან მიღების დროს ნევროზის ერთ-ერთი ფორმით დაავადებული ქალბატონი ემოციურად ერთსა და იმავეს იმეორებდა: "ექიმო, ავადმყოფობამ დამღალა და გამოჯანმრთელება მინდა რადაც უნდა დამიჯდეს. თანაც არ მესმის, სასურველისა და სინამდვილის რა დაჯახებაზე ლაპარაკობთ". პაციენტის შეკითხვას მე ასე ვუპასუხე: "ღმერთმა იცის თქვენი მწუხარების შესახებ, ესე იგი არ არსებობს მისი უზენაესი ნება თქვენი სწრაფი განკურნებისათვის. როდესაც, მაგალითად, წმიდანებს რაიმე განსაცდელი, ავადმყოფობა ან მწუხარება ემართებოდათ, ისინი მადლობას სწირავდნენ ღმერთს და ამბობდნენ: "მომეზღო ჩემი ცოდვებისამებრ". თქვენს შემთხვევაში კი რა ხდება? "რადაც უნდა დამიჯდეს, უნდა განვიკურნო!" აი, სად არის შეჯახება სურვილსა და არსებულ გარემობას შორის. რასაკვირველია, მკურნალობა შეიძლება და სასურველიც არის, მაგრამ ამავდროულად, ძალზე მნიშვნელოვანია შეეგუოთ ავადმყოფობით მოგვრილ განსაცდელს, მივიჩნიოთ, რომ ამის ღირსი ვართ და მადლიერებით მივიღოთ ყოველივე. ღმერთი არც დაგივიწყებთ, და არც იმას მოგივლენთ, რაც თქვენს ძალებს აღემატება, ანუ შეუძლებელს. ამაში გვარწმუნებს წმ. პავლე მოციქული, რომელიც გვეუბნება, რომ უფალი არ დაუშვებს ჩვენს ცდუნებას იმაზე მეტად, რის გამკლავებაც შეგვიძლია. ხოლო განსაცდელის ჟამს შვებას გვგვრის. ამიტომაც დამშვიდდით და იმედს ნუ დაკარგავთ. ნევროზი სულისმიერი დაავადებაა. დამორჩილდით და ყველაფერი გაივლის" /მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th August 2025 - 05:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი