![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არ გეძინებათ? - ნუ შეშფოთდებით. დაწყნარდით, დაიწყეთ ლოცვა და დალიეთ ნაკურთხი წყალი. თუ ეს უძილობა არ არის დაკავშირებული რომელიმე სერიოზულ სნეულებასთან, მაშინ მეორე დღეს ძილი იქნება უფრო ღრმა და ხანგრძლივი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,256 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- ცნობილია თუ არ ცუდი ძილის სულიერი მიზეზები?
- ძილი მეტად ფაქიზი ზნეობრივი ბარომეტრია. ის ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად იცვლება (უარესდება, უმჯობესდება). მშვიდ, მაგარ ძილს ღმერთი იძლევა. ერთმა ხანდაზმულმა ადამიანმა, რომელიც დანგრეული მონასტრის აღდგენასა და მოწყობაში მონაწილეობდა, მითხრა: "რომ იცოდეთ სავანეში რა ტკბილად მძინავს, სახლში კი უარესად". ეს გასაგებიც არის. ლოცვა ყველაფერს ატკბობს. მეც გავოცებულვარ ხოლმე მსგავსით, როდესაც ტრაპეზზე ერთი კარტოფილითა და თეფში წვნიანით მთელი დღით დავნაყრებულვარ. ჩვენ ღვთის წყალობა გვაპურებს. გამოცდილებით ვიცი, რომ როდესაც რაღაც მიზეზების გამო ღამის ლოცვებს არ წაიკითხავ, ღრმა ძილს უნდა გამოემშვიდობო. ადამიანს ცუდად სძინავს აგრეთვე უსიამოვნო სიზმრების შედეგადაც, რაც სულს აწვალებს. ძილად მისვლამდე ყველას უნდა შეურიგდე (პირისპირ თუ დაუსწრებლად, ლოცვით). ავადმყოფების მიღების დროს, რომელთა გულის კარიც რწმენისათვის ღიაა, კარგად ნაცნობ ჭეშმარიტებას ვუმეორებ: ჩვენთვის აუცილებელია დილა-საღამოს ლოცვა, ძილის წინ ოთახსა და საწოლს ჯვარი დავწეროთ, უნდა ვსვათ ნაკურთხი წყალი და ვასხუროთ იგი საცხოვრებელს, ვიკითხოთ სახარება, შეწევნა ვთხოვოთ წმინდანებსა და მფარველ ანგელოზებს, სახლში მოძღვარი მოვიწვიოთ და ბინა ვაკურთხებინოთ (თუ არ არის ნაკურთხი), ეკლესიის საიდუმლოებანი რწმენითა და სინანულით მივიღოთ.ერთი სიტყვით, ქრისტიანულად ვიცხოვროთ. კარგად არის ცნობილი, რომ ბევრ სულიერ მოღვაწეს ღამეები უთენებია და ათენებენ კიდეც, ამასთან მხნე და გახარებულნი არიან. ეს სასწაულია. ამ შემთხვევაში ადამიანი სულიერ და ფიზიკურ ძალთა მადლმოსილ სიძლიერეს უფლისაგან იღებს, ცხოვრობს და სულდგმულობს ღვთის წყალობით. ასეთი ადამიანი ჭეშმარიტად განბრძნობილია სულიწმიდის მადლით. რა თქმა უნდა, ეს ყველას ხვედრი არ არის და ამის მიბაძვა არ შეიძლება. ეს ღვთის წყალობაა, და არა ვარჯიშის შედეგი. თვითნებურად რაღაც დიდი გმირობების ჩადენა არ შეიძლება, რადგან ეს გაამაყებისა და ჯანმრთელობის გაუარესების მეტს არაფერს მოიტანს. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს ახალშემდგარი ქრისტიანი. ღვაწლში მყოფს მიზნად არც ღამისთევით ლოცვები აქვს. ის ღვთის სიყვარულით იწვის, მისი გული ლოცვის დროს ანთია. წმინდა მამები ნებისმიერ მოღვაწეობას მორჩილებით, თავმდაბლობით, განსჯით აზავებენ. ქრისტიანულ ტრადიციაში ძილის წინ მიღებულია ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი ძილის მოსაგვრელად" /მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th August 2025 - 02:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი