![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"კიდევ ერთი რამ, რაც სევდიან ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, არის შრომა, ცხოვრებისადმი ინტერესი. ბაღი, მცენარეები, ყვავილები, ხეები, აგარაკი, სიარული, ბუნებაში გასეირნება - ყველაფერ ამას ადამიანი უმოქმედო მდგომარეობიდან გამოჰყავს და ახალ ინტერესებს აღუძრავს, რადგან ეს საშუალებები წამალივით მოქმედებს.
ძალიან კარგია, დავკავდეთ ხელოვნებით, მუსიკით და ა.შ. თუმცა ყვველაზე დიდ მნიშვნელობას ეკლესიას, მსახურებებს, წმინდა წერილის შესწავლას ვანიჭებ. ღვთის სიტყვის შესწავლით ადამიანი იკურნება ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას". "განკურნებისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა წადიერებით შეიყვაროს ღმერთი. ბევრმა წმინდანმა ქრისტეს სიყვარულით სევდა სიხარულად გარდაქმნა" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ნევროზების დაუოკებელი ზრდის ტემპი მე-20 საუკუნეში გამოწვეულია არა მარტო სტრესებითა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესით ინფორმაციულ გადატვირთვასთან ერთად (რაზედაც არაერთხელ მიუთითებენ მკვლევარები), არამედ - უპირველესად ცოდვით დაცემის ზოგადსაკაცობრიო "პროგრესით".
კაცობრიობის ისტორიაში მუდამ იყო ომები, ბუნებრივი კატაკლიზმები, წყალდიდობები, გვალვები, ქარიშხლები. ძნელი სათქმელია, მაგალითად, რა დოზით არის ახლანდელი დრო უფრო საგანგაშო და არეული, ვიდრე, ვთქვათ, ივანე მრისხანეს ეპოქა. მაშ რატომ გამწვავდა ნევროზების პრობლემა ასე ძლიერ ამ ბოლო დროს? მიზეზი, ვფიქრობ, ერთია - ურწმუნოება, კაცობრიობის მიერ სულიერი ფუნდამენტის და ამასთან ერთაც ცხოვრების ჭეშმარიტი მიზნის დაკარგვა. აღმჩნდა, რომ ნევროზის წარმოშობის მთავარი მიზეზი სტრესები და უსიამოვნებები კი არ არის, არამედ - თავად ადამიანის პიროვნება, თანაც შინაგანად აშლილი პიროვნება. ცოდვა, როგორც ყოველგვარი ბოროტების სათავე, იწვევს ნევროზულ დარღვევებს. ძლიერდება რა ადამიანის სულის სიღრმეში, ცოდვა აღძრავს ვნებებს, არყევს ნებისყოფას, შეგნების კონტროლიდან გამოყავს ემოციები და წარმოსახვა. წმ. თეოფანეს სიტყვებით: "ცოდვილი ადამიანის შინაგანი სამყარო აღვსილია თვითნებობით, უწესრიგობითა და ნგრევით". ღრმა ნევროზი ზნეობრივი დაავადების სულიერ-მშვინვიერი განხეთქილების მაჩვენებელია" /მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th August 2025 - 05:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი