IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფსიქიკური აშლილობა
marine
პოსტი Dec 26 2023, 09:14 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,557
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფსიქიკურ აშლილობათა შემთხვევაში სნეულთათვის მეტად მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მათი მხრიდან სხვადასხვა ეკლესიურ, ღვთაებრივ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება. ასეთი გადახრების დროს არც თუ იშვიათად მოძღვარი ურჩევს მათ ხშირ აღსარებასა და ზიარებას. აკვიატებული აზრები, შიშები, ბოდვითი იდეები ხშირად ყველაფერთან ერთად დემონური ზემოქმედების გამოხატულების შედეგიცაა, გამოვლენაა ერთგვარი სულიერი ბრძოლისა. ამიტომაც ურმავლეს შემთხვევაში ჭირს მარტოოდენ ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ჩარევით, მედიკამენტებით ამ დაპირისპირების მოგება, ბოროტს ვერ დაამარცხებ მხოლოდ სამკურნალო კურსით, ამისთვის აუცილებელია ღვთაებრივი მადლიც, ის მადლი რომელიც მოგვეცემა საეკლესიო საიდუმლოებების შესრულების ჟამს"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Aug 7 2025, 08:01 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,557
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - შეიძლება თუ არა განიკურნოს ადამიანი, რომელიც ენას უკიდებს?

- გირჩევთ მეტი იმაზე იფიქროთ, თუ რა ილაპარაკოთ და არა იმაზე, როგორ ილაპარაკოთ, რომ თქვენი ბაგეები ყოველთვის უფალს განადიდებდეს, რომ თქვენს სიტყვებს მშვიდობა და ნუგეში მოქონდეს მოყვასისა და თქვენი ახლობლებისათვის.

ყოველ ადამიანს თავისი ნაკლი და ავადმყოფობა აქვს. მიიღეთ ეს, როგორც მისი ჯვარი და ნუ იდარდებთ.

ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა იყო: მე, როგორც ფსიქიატრს, დახმარებისთვის მომმართა ახალგაზრდამ, რომელიც საკმაოდ უკიდებდა ენას. მას მკურნალობის ბევრი მეთოდისთვის მიუმართავს, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი ან სრულიად უმნიშვნელო იყო. მე მას შევთავაზე მეთოდი,რომელიც აღწერილი აქვს ცნობილ ავსტრიელ ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს ვიქტორ ფრანკლინს და რომელსაც "პარადოქსული განზრახვა" ეწოდება. რაში გამოიხატება ეს პარადოქსი? იმაში, რომ ადამიანი შინაგანად თავს იმის უფლებას აძლევს, რისიც უკიდურესად ეშინია და არ სურს; ჩვენს შემთხვევაში - ენის მოკიდება.

ყველამ ხომ კარგად ვიცით გამოთქმა - "ძაღლის ნაკბენს ისევ ძაღლის ბალანი არჩენს". აქაც მსგავსი მექანიზმია. მე პაციენტს ვურჩიე, საკუთარი თავისთვის ენის მოკიდების უფლება მიეცა; მეტიც, ეცადა თავისი ნებით გაეძლიერებინა კიდეც იგი. პაციენტი აშკარა უნდობლობით მისმენდა. რა გასაკვირი იყო! იმდენი ხანი მკურნალობდა. აქ კი უცებ... ენის მოკიდების ნება დართეს! ბოლოს მაინც გადაწყვიტა შეესრულებინა ეს "გაუგებარი" რეკომენდაცია და... მალე განიკურნა. უფრო ზუსტად, იგი გათავისუფლდა მიკერძოებისა და ავადმყოფური დამოკიდებულებისაგან და ამიტომ ბევრად უკეთესად ალაპარაკდა.

ეს კი ამგვარად მოხდა: ინსტიტუტში, ლექციაზე, პედაგოგმა მოულოდნელად კითხვების დასმა დაიწყო იმის გასაგებად, თუ როგორ ითვისებდნენ სტუდენტები მასალას. მას ყურადღების გარეშე არც ჩვენი გმირი დაუტოვებია. ახალგაზრდას, როგორც შემდეგ მითხრა, მოულოდნელობისაგან გონება დაებინდა, თითქოს ყელში ფოლადის მუხრუჭი წაუჭირეს. იგი გაწილთდა და სუნთქვა შეეკრა. ამ დროს მიღებული რჩევა გაახსენდა. რადგან სხვა გზა არ იყო, სცადა. თავს ენის მოკიდების უფლება მისცა და გარშემომყოფთა, უპირველესად კი საკუთარი თავის, გასაკვირად სხაპასხუპით წარმოთქვა პასუხი პრაქტიკულად შეუფერხებლად.

მაგრამ ყველაზე მთავარი სხვა რამ იყო - მას გაუჩნდა საკუთარი მეტყველებისა და ემოციების მართვის პოზიტიური გამოცდილება. შემდგომში კიდევ იყო დარღვევები, განსაკუთრებით რთული სტრესული სიტუაციების დროს, როდესაც დაძაბულობის გადალახვას ვერ ახერხებდა, მაგრამ შეძენილი გამოცდილება ყოველთვის აიმედებდა.

ვფიქრობ, ფრანკლის აღნიშნულ მეთოდში ბევრია ქრისტიანული მორჩილებიდან. ალბათ ამიტომაც არის ეფექტური. იქნებ ამ რჩევებიდან რაიმეთი თქვენც გესარგებლათ?"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ფსიქიკური აშლილობა   Dec 26 2023, 09:14 PM
marine   "ცალკეა გამოსაყო...   Dec 27 2023, 06:08 PM
marine   "წმ. ათონის მთის ბ...   Dec 28 2023, 01:29 PM
marine   "ბოროტს ვერ დაამა...   Dec 28 2023, 03:14 PM
marine   "წმიდა არსენი კაპ...   Jan 20 2024, 09:26 PM
marine   "ზოგიერთი მშობელ...   Jan 21 2024, 05:19 PM
marine   "ამჟამად ადამიან...   Mar 21 2024, 08:33 PM
marine   "წმინდა ქალწული ი...   Mar 22 2024, 12:51 PM
marine   "რას წარმოადგენს ...   Apr 2 2024, 08:15 PM
marine   "ამაყი ყველასთან ...   Apr 8 2024, 09:29 PM
marine   "ადამიანიდან ნამ...   Jun 10 2024, 03:12 PM
marine   "მართალი იოანე კო...   Jun 17 2024, 09:56 AM
marine   "ზოგნი თვლიან, რო...   Jul 3 2024, 01:27 PM
marine   "რას წარმოადგენს ...   Jul 5 2024, 08:51 PM
marine   "დემონიზმი ცოცხა...   Jul 6 2024, 08:24 PM
marine   "თუ შეშლილი ტირის...   Jul 8 2024, 08:31 PM
marine   "შეშლილობა - ეს სუ...   Jul 9 2024, 04:47 PM
marine   "ერთმა ნაცნობმა მ...   Jul 12 2024, 01:56 PM
marine   "სულიერი ავადმყო...   Jul 13 2024, 06:16 PM
marine   "ფსიქიკური დაავა...   Oct 15 2024, 03:37 PM
marine   "ფსიქიატრის დასკ...   Oct 16 2024, 12:28 PM
marine   "თავისებური სახი...   Nov 25 2024, 01:57 PM
marine   "მწერ იმის შესახე...   Nov 30 2024, 06:50 PM
marine   "თუ გვინდა, რომ სუ...   Jan 3 2025, 02:53 PM
marine   "თუ გვინდა, რომ სუ...   Jan 3 2025, 02:53 PM
marine   "ჩვენ არ ვიცით ად...   Jan 27 2025, 01:25 PM
marine   "როგორც წმინდა წე...   Jan 27 2025, 02:22 PM
marine   "დედა ტატიანა [ურ...   Apr 13 2025, 07:02 PM
marine   "ბერი პორფირე უნი...   Jun 21 2025, 03:18 PM
marine   "ფსიქიკური დარღვ...   Aug 3 2025, 04:17 PM
marine   "ღირსი მამა ანტონ...   Aug 3 2025, 07:24 PM
marine   "ფსიქოპათოლოგიუ...   Aug 4 2025, 10:01 AM
marine   "წმინდა ეპისკოპო...   Aug 4 2025, 07:25 PM
marine   "ღირსი წმინდა აღმ...   Aug 5 2025, 08:48 PM
marine   "ყველაფერი ღვთის ...   Aug 6 2025, 05:18 PM
marine   " - რა არის მანიაკა...   Aug 6 2025, 05:29 PM
marine   " - არის თუ არა ფსი...   Aug 6 2025, 09:57 PM
marine   " - შეიძლება თუ არა...   Aug 7 2025, 08:01 PM
marine   "ნევროზი შეიძლებ...   Aug 9 2025, 12:12 PM
marine   " - აგვიხსენით ტერ...   Aug 10 2025, 08:43 PM
marine   "ფსიქიკური დაავა...   Aug 13 2025, 08:01 PM
marine   " - იკურნება თუ არა...   Aug 14 2025, 09:46 PM
marine   "ავიღოთ ჩრდილოეთ...   გუშინ, 01:32 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th September 2025 - 03:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი