![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ფსიქიკურ აშლილობათა შემთხვევაში სნეულთათვის მეტად მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მათი მხრიდან სხვადასხვა ეკლესიურ, ღვთაებრივ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება. ასეთი გადახრების დროს არც თუ იშვიათად მოძღვარი ურჩევს მათ ხშირ აღსარებასა და ზიარებას. აკვიატებული აზრები, შიშები, ბოდვითი იდეები ხშირად ყველაფერთან ერთად დემონური ზემოქმედების გამოხატულების შედეგიცაა, გამოვლენაა ერთგვარი სულიერი ბრძოლისა. ამიტომაც ურმავლეს შემთხვევაში ჭირს მარტოოდენ ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ჩარევით, მედიკამენტებით ამ დაპირისპირების მოგება, ბოროტს ვერ დაამარცხებ მხოლოდ სამკურნალო კურსით, ამისთვის აუცილებელია ღვთაებრივი მადლიც, ის მადლი რომელიც მოგვეცემა საეკლესიო საიდუმლოებების შესრულების ჟამს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ნევროზი შეიძლება ეშმაკის ამხედრებულიც იყოს (განსაკუთრებით მისი ზოგიერთი მძიმე ფორმა, როგორიც არის აკვიატებული მდგომარეობა, ძლიერი შიშები). სხვაგვარად რით აიხსნება, ვთქვათ, ხელების ბანვის დაუოკებელი სურვილი გამუდმებით, ანდა გამვლელის ჩასაცმელზე ღილების თვლა და სხვ.? ამგვარი ავადმყოფები იტანჯებიან, გაწამებულნი არიან საკუთარი მდგომარეობით, წუხან, მაგრამ ვერაფერს უხერხებენ თავს.
აქვე დავძენთ, რომ აკვიატებულობის მოვლენების გამომხატველი სამედიცინო ტერმინი "ობსესია", ითარგმნება როგორც შეპყრობილობა. ეპისკოპოსი ბარნაბა (ბელიაევი) წერს: "აქვეყნიური ბრძენნი, რომლებიც არ აღიარებენ სატანის არსებობას, ვერ ხსნიან აკვიატებული აზრების წარმოშობის მიზეზებსა და ხასიათს. მაგრამ ქრისტიანთ, რომელთაც უწევთ ბნელ ძალებთან უშუალო შეჯახება და მათთან მუდმივ ბრძოლაში არიან, ზოგჯერ ხილულადაც, სატანის არსებობის თვალნათელი დასტურის მოცემა შეუძლიათ. უეცრად მოსული ზრახვები გრიგალივით თავს ატყდება გადარჩენის გზაზე დამდგარს და არცერთი წუთით მოსვენებას არ აძლევს. დავუშვათ საქმე გამოცდილ მოღვაწესთან გვაქვს. იგი იესოს ძლიერი და მტკიცე ლოცვით არის შეიარაღებული. და იწყება და მიდის ბრძოლა, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ადამიანი ნათლად გრძნობს, სად არის მისი საკუთარი აზრები და სად - უცხო, თავსმოხვეული. თუმცა მთელი ეფექტი წინ არის. მტრული ზრახვები ხშირად არწმუნებენ ადამიანს, რომ თუ იგი არ დათმობს და მათ ნებას არ დაყვება, თავს არ დაანებებენ. ადამიანი არ თმობს და განაგრძობს ლოცვა-ვედრებას ღმერთისადმი, რომ უშველოს მას. და აი, იმ მომენტში, როდესაც ადამიანს ეჩვენება, რომ ეს ბრძოლა მართლაც დაუსრულებულია და აღარ არსებობს მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მტანჯველი აზრების გარეშე არსებობენ, ზუსტად ამ დროს, ამ მომენტში ზრახვები ერთბაშად, მყისიერად ქრება... ეს ნიშნავს, რომ ღვთიური მადლი გადმოვიდა და ეშმაკები უკუიქცნენ. ადამიანის სულში სინათლე, სიმშვიდე, სიწყნარე, სიცხადე, სიწმინდე იღვრება" /მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th September 2025 - 03:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი