![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ფსიქიკურ აშლილობათა შემთხვევაში სნეულთათვის მეტად მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მათი მხრიდან სხვადასხვა ეკლესიურ, ღვთაებრივ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება. ასეთი გადახრების დროს არც თუ იშვიათად მოძღვარი ურჩევს მათ ხშირ აღსარებასა და ზიარებას. აკვიატებული აზრები, შიშები, ბოდვითი იდეები ხშირად ყველაფერთან ერთად დემონური ზემოქმედების გამოხატულების შედეგიცაა, გამოვლენაა ერთგვარი სულიერი ბრძოლისა. ამიტომაც ურმავლეს შემთხვევაში ჭირს მარტოოდენ ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ჩარევით, მედიკამენტებით ამ დაპირისპირების მოგება, ბოროტს ვერ დაამარცხებ მხოლოდ სამკურნალო კურსით, ამისთვის აუცილებელია ღვთაებრივი მადლიც, ის მადლი რომელიც მოგვეცემა საეკლესიო საიდუმლოებების შესრულების ჟამს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
" - აგვიხსენით ტერმინი "იპოქონდრია"
- იპოქონდრიკი შეიძლება ვუწოდოთ ადამიანს, რომელსაც გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს თავის ავადმყოფობაზე. ასეთი ადამიანი მუდმივად მიყურადებულია თავის ყოველ ამოსუნთქვაზე, გულის თუ სხვა შინაგანი ორგანოების მუშაობაზე. უმნიშვნელო ჩხვლეტაც კი ორაგანიზმში მას უფრო მეტად აღელვებს, ვიდრე მთელი გარე სამყარო. იპოქონდრიკი მხოლოდ საკუთარი თავით არის დაკავებული, აზრები მხოლოდ თავისი ჯანმრთელობისაკენ აქვს მიმართული, რომელიც მისი კერპი ხდება. ექიმებმა ზოგჯერ არც იციან ასეთ პაციენტებს რა მოუხერხონ. ისინი ხომ დაუღალავად უტევენ პოლიკლინიკებს და ითხოვენ სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარებას და სხვა ამგვარი. გარკვეულად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი საქციელის "ფასადს" მიღმა მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული და გამოკვეთილი ეგოიზმი იმალება" /მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th September 2025 - 03:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი