![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,230 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,230 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზონი ანთიმოზი, წარმოშობით პატრიდან, პროფესიით დურგალი, 1917 წელს, 72 წლის ასაკში აღესრულა ჩვენს სავანეში.
ჩვენ მისი მხილველნი ვიყავით და წინამდებარე თხრობის მსმენელნიც თვითონვე ვართ. 1916 წელს, როცა მალარიით დავსნეულდი (მაშინ გამოსაცდელი პერიოდის მეორე წელს გავდიოდი), დამაწვინეს მონასტრის სარეაბილიტაციო განყოფილებაში, სადაც ნეტარხსსენებული მონაზონი ანთიმოზი ხშირად მსტურმობდა და დადებითი სულიერი განწყობით მანუგეშებდა. მეუბნებოდა, რომ სასოებით მივნდობოდი მონაზონთა მკურნალისა და მფარველის, დედა ღვთისას შეწევნას. თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად მომითხრო მის თავს მომხდარი შემდეგი სასწაული: - მეც, შვილო ჩემო, როცა შენს ასაკში (25 წლისა), თანაც ახალაღკვეცილი მონაზონი ვიყავი, იმდენად მძიმედ დავსნეულდი, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სრულიად უღონოდ ვიწექი. ვმადლობ დედა ღვთისმშობელს, რომელმაც ჩემზე წყალობა მოიღო და განმკურნა. - მამაო, რომელი სნეულებით დაავადდი, რომ ესოდენ გასავათებული იყავი, როგორც თქვი? - ვკითხე მე. - მეკითხები, რომელი სნეულებითო, შვილო ჩემო? ჩემი სხეულის ნაწილები იმდენად მოუძლურებული იყო, შესაძლოა, რევმატული ცხელებისგან ან რაიმე სხვა სნეულებისგან, რომ მცირე ხანში სრულიად დავრდომილი ვიყავი. ფეხები იმდენად მომიუძლურდა, რომ კასტილებით დავდიოდი. თითქოს ეს არ კმაროდა, თვალებზე ისეთი ბინდი დამედო, რომ ძლივძლივობით ვიხედებოდი. მონასტრის მზრუნველობით მოვიდა ორი ექიმი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათმა ჩარევამ შედეგი ვერ გამოიღო. რაც დრო გადიოდა, მდგომარეობა უარესდებოდა. ერთი მაშინ გენახე... დღედაღამ ცრემლს ვღვრიდი. "ეჰ, სახიერო უფალო, ეს რა უბედურება დამემართა? მე ვარ ყველაზე უცოდვილესი? ჯერ კიდევ ახალგაზრდა მონაზონს ხანშიშესულები უნდა მემსახურონ? დავრდომილი, ბრმა... ჰოი მე, დაე მოვკვდე, უფალო!" - ასეთი და სხვა მსგავსი სიტყვებით ცრემლებით შევჩივლე ქრისტეს. ძმათაგან მრავალი მეუბნებოდა, რომ ერში, თითქოსდა საუკეთესო ექიმებთან წავსულიყავი, მაგრამ ერთი ღვთისმოშიში ძმა, რომელსაც მთელი არსებით ვუყვარდი და წუხდა ჩემ გამო, როცა მოისმინა ძმების რჩევა, რომ ერში გავსულიყავი ექიმებთან, მომიახლოვდა, მანუგეშა, გამამახნევა,რწმენაში განმამტკიცა და მირჩია, შევვრდომოდი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, "დაუჯდომლად" წოდებულ მის ხატს და მხურვალე რწმენითა და ცრემლით მეთხოვა მისთვის შეწევნა, მით უმეტეს, იმხანად მისი დღესასწაული ახლოვდებოდა (მაშინ დიდმარხვის პერიოდი იყო), ის კი, როგორც თანამგრძნობი დედა და ზღვა მოწყალებისა, ჩემ უბადრუკზე თავის წყალობას მოიღებდა. დავემორჩილე ძმის რჩევას, მთელი სულითა და გულით მზერა ღვთისმშობლისკენ მივაპყარ და ცრემლით ვევედრებოდი შეწევნას... როცა ხატის დღესასწაული, დიდმარხვის მეხუთე კვირის შაბათი დადგა, წინა დღიდან მოყოლებული, ტაძარში განმარტოებით ჩავიკეტე და ღამე გავათენე. ხატთან მეტანიებს ვასრულებდი, რამდენიც შემეძლო. დაღლილობისგან ხატის წინ ჩამთვლიმა, მაგრამ... ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, რაოდენ დიდია შენი მადლი და განუზომელია შენი წყალობა! დავინახე, ჩემო ძმაო, ოქროსფრით შემოსილი და უბრწყინვალესი ნათლით გარემოცული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც თავისი ბრწყინვალებითა და დიდებით ელვარებას გამოსცდემდა. მან, მიწიდან ორი არშინით ამაღლებულმა, მხიარული ხმით შემოხედა და თავისი ტკბილი, თაფლმწთოლვარე ბაგეებით მომმართა: - რატომ ტირი, შვილო ჩემო ანთიმოზ? - როგორ არ ვიტირო, დედაო ღვთისა? განა ვერ ხედავ, როგორ სავალალო და უბადრუკ მდგომარეობაში ვარ? - არა, არ იტირო, - გამომეორა მან. - ახლა უკვე გამოჯანმრთელებული ხარ და ცხონებაზე იზრუნე. ეს მითხრა, კეთილგანწყობით მაკურთხა და ზეცად ამაღლდა. ამ დროს გამომეღვიძა და მეგონა, რომ სიზმარი იყო. მოვიფშვნიტე თვალები, მკაფიოდ ვხედავდი ანთებულ კანდლებს. ძალა მოვიკრიბე და ფეხზე წამოვდექი. ვხედავ, რომ თავისუფლად ვდგამ ნაბიჯებს. ჰოი! მაშინ უკვე გონს მოვედი და მივხვდი, რომ ღვთისმშობელმა ორივე სნეულებისგან განმკურნა. ოჰ, ვერ აღგიწერ, ჩემო ძმაო, როგორი სიხარული დამეუფლა, რამდენი მადლიერების ცრემლი ვღვარე ღვთისმშობლის მიმართ, რამდენი საგალობელი ვიგალობე. მცირე ხანში მნათე მოვიდა, ტაძარი გააღო და, როცა სხვა მამებთან ერთად გამოჯანმრთელებული მიხილა, ერთად განადიდეს უფალი და სულის სიღრმიდან მადლიერება შესწირეს ღვთისმშობელს განუზომელი თანაგრძნობისა და სიყვარულისთვის, რომელიც გააჩნია ყველა ქრისტიანის, განსაკუთრებით კი - მონაზონთა მიმართ. დასასრულ, მამა ანთიმოზმა დასძინა შემდეგი: - ჰოი, შვილო ჩემო, დიდი კრძალულება მქონდა. როცა ვამბობდი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" - ჩემს გულში ლოცვა დუღდა. ეს მოვისმინე მონაზონ ანთიმოზისგან და უზომო მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის, რაც მომითხრო, რომელთაგან მრავალი მხედველობიდან მრჩება, რადგან ყოველივე ამას ახლა, ორმოცი წლის შემდეგ ვინიშნავ, რათა სრულიად არ მიეცეს დავიწყებას, სადიდებლად, პატივად და სამადლობლად ჩვენი ყოვლადკურთხეული და ყოვლადდიდებული დედოფლის, მარადქალწული მარიამისა. 1956 წლის 29 აგვისტო" /მონაზონი ლაზარე დიონისელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th August 2025 - 08:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი