![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,340 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...
"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე". /არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,340 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
პატიოსანი წინამორბედის მიერ თხის მწყემსზე მოვლენილი სასჯელი
"- მამა ბესარიონ, პატიოსან წინამორბეთან დაკავშირებით რამე სხვა შემთხვევაც ხომ არ გახსოვთ, რომ მიამბოთ? იგი ცოტა ხნით დაფიქრდა, თხის მწყემსთან დაკავშირებით ერთი ეპიზოდი გაიხსენა და დაიწყო თხრობა: - ერთხელ ერთი თხის მწყემსის გამო, ეს იყო თეოდოსი ზარგანისი, პოლიგიროდან, ხათაბალაში გავეხვიე. შენ რამდენჯერმე ნაყოფი ხარ პოლიგიროში და შეიძლება იცნობდე კიდეც მას. - არა, არ ვიცნობ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, მჯერა შენი, რასაც მომითხრობ. - ის მწყემსი საერთოდ არაფრად მაგდებდა, არც კი ადარდებდა ის, რომ მე მეტოქიონის იკონომოსი ვიყავი. მისი თხები ხშირად შემოდიოდნენ მეტოქიონის სივრცეში და ანადგურებდნენ ნათესებს, ზეთისხილის ხეებს. "ეი, თეოდოსი, გონს მოდი! დიდ ზარალში მაგდებ!" - ვეუბნებოდი მე. ის კი წამიყრუებდა, თითქოს არაფერიც არ ხდებოდა. ხან იცინოდა, ხან მემუქრებოდა. რა უნდა მეღონა? სრულიად მარტოდმარტო ვიყავი და ლამის უიმედობაში აღმოვჩნდი. ერთ დღეს ვუთხარი: - რაკი არაფრად მაგდებ, სამაგიეროს წმინდანისგან [წმ. იოანე ნათლისმცემელისგან] მიიღებ! არ გასულა დიდი ხანი და მის თხებს მუნი შეეყარათ. ყოველდღე ერთი ან ორი თხა უკვდებოდა. იგი ჯერ კიდევ ვერაფერს აცნობიერებდა. ერთ სკივრში სამი ათასდრაქმიანი კუპიურა ჰქონდა. თაგვებმა სკივრი გამოღრღნეს და ფული სოროში წაიღეს. ორი კუპიურა ნაფლეთებად აქციეს და სრულიად გაანადგურეს, მესამე კი სამად ჰქონდათ დაჭრილი, როცა მწყემსმა მიუსწრო და რის ვაი-ვაგლახით შეაკოწიწა. ერთ დღეს მწყემსი წისქვილში ფრიად დამწუხრებული და დამდაბლებული მოვიდა, ცოტაც და ცრემლები წასკდებოდა. როცა ასეთ შავ დღეში დავინახე (მე უკვე გაგებული მქონდა ის ზარალი, რაც თავს დაატყდა), ვკითხე: - ეი, თეოდოსი, რა ხდება? მაშინ იმ საბრალომ ღრმად ამოიხვნეშა და მითხრა: - ვაიმე, მამაო, ეს რა წმინდანი გყოლია აქ? - გახსოვს, რომ გითხარი, დიდ ზარალში მაგდებ-მეთქი, შენ კი დამცინოდი? გგონია, რომ ეს ნაკვეთი ჩემი საკუთრებაა? არა, ეს წმინდანს ეკუთვნის. - ჩემო ძმაო, მომიტევე. ამიერიდან პირობას გაძლევ, რომ აღარ შეგაწუხებ. - ღმერთმა მოგიტევოს. წადი ეკლესიაში, პატიოსან წინამორბედს პატიება სთხოვე და სამი მეტანია შეასრულე, შემდეგ კი მოდი, ყავით გაგიმასპინძლდები. ასეც მოხდა. შემდეგ დავმეგობრდით, მოდიოდა წისქვილში ხორბლის დასაფქვავად მთელი თავისი სანათესაოთი. მას შემდეგ არც კი გაუბედავს ჩემი შეწუხება" /მონაზონი ლაზარე დიონისელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 05:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი