![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,340 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...
"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე". /არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,340 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
" - მამა ბესარიონ, თუ ჩემდამი სიყვარული გაქვს, მიამბე ამ ტაძართან დაკავშირებული სხვა სასწაულიც და ისიც, როგორ იხილე ცოცხლად პატიოსანი წინამორბედი და როგორ ისაუბრე მასთან.
მამა ბესარიონს ცოტა გაეღიმა და თავისი ჩვეული უბრალოებით დაიწყო თხრობა: "რასაც შენ ამბობ, ზემოაღნიშნული მოვლენიდან ორი წლის შემდეგ მოხდა და, რაკი გსურს მოისმინო, მოგითხრობ. შენ მეწისქვილედ მუშაობდი და იცი, რომ ხშირად წისქვილთან ბევრი ხალხი იყრის თავს. ერთ დღეს ორი სოფლელი მოვიდა ბაზრობაზე და ერთმა მეორისგან ფაშატი იყიდა. მყიდველი ეკლესიაში წავიდა და მოილოცა. შემდეგ ნათლისმცემლის ხატის წინ ფული დატოვა და მითხრა, სანთელი აანთეო. მე სანთელი ავანთე, დავინახე საკმაო რაოდენობის ფული, მაგრამ ხელი არ მიხლია და ხატის წინ დავტოვე. საღამოს კანდელების ასანთებად წავედი და შევნიშნე, რომ ფული აღარ იდო. ვერ წარმოიდგენ, როგორი მწუხარება დამეუფლა. ამ განსაცდელის გამო სიფიცხემ მძლია, წმინდანის ხატის წინ მივედი და ვუთხარი: - წმინდაო ნათლისმცემელო, განა აქ არ იმყოფები? რატომ დაუშვი, რომ შენს თვალწინ ფული მოეპარათ? ახლა კანდელს აღარ აგინთებ. ასე რომ, მამა ლაზარე, მხოლოდ ღვთისმშობლის კანდელი ავანთე და წავედი, თუმცა შინაგანად გული, ცოტა არ იყოს, მკვეთრად მიძგერდა. წავედი წისქვილში, შემდეგ სახლში ავედი, მცირედი პური ვიხმიე, მაგრამ ნერვიულობას თავი ვერ დავაღწიე. გონებიდან არ ამომდიოდა, რომ ნათლისმცემლის კანდელი ჩამქრალი იყო, მაგრამ ბოროტმა ძალზე გამაფიცხა და ჩემთვის ვამბობდი: - აბა, ვნახოთ, რა მოხდება. ამ საღამოს კანდელს არ ავანთებ. განერვიულებული დავწექი, მაგრამ ჩემს აზრს ჯიუტად ვიჟინებდი. ისე დაემთხვა, რომ სავსე მთვარე იყო, მზესავით ანათებდა და ჩემი სენაკის ფანჯრიდან მკვეთრი შუქი შემოდიოდა. მარტო ვიწექი, რადგან იმ პერიოდში მეტოქიონში სხვა არავინ იყო. შუაღამის ჟამს ვიგრძენი, რომ ვიღაცამ ხელი მკრა. გავიღვიძე და ჩემ წინ ვხედავ თმამოშვებულ გიგანტურ ადამიანს. შიშისგან ავკანკალდი და ძლივსძლივობით ამოვღერღე. - აქ როგორ მოხვედი? მან კი სერიოზული იერით მიპასუხა: - იმას კი ნუ მეკითხები, როგორ მოვედი, არამედ ის მითხარი, კანდელი რატომ არ აანთე? და მაშინვე, შიშით შეპყრობილმა, აკანკალებული ხმით ვუპასუხე: - მოიტევე, წმინდაო, შევცდი. ცრემლმორეულმა მის ფერხთით სამი მეტანია შევასრულე და პატიება ვთხოვე". იმ დროს, როცა მამა ბესარიონი ამას მიყვებოდა, ლმობიერებისგან ცრემლი მოერია. როცა ლმობიერების განცდამ გაიარა, კვლავ განაგრძო: "მაშინ, მამა ლაზარე, პატიოსანმა წინამორბედმა საამო და მშვიდი ხმით მითხრა: - შვილო ჩემო, ბესარიონ, შენ ამბობ, აქ რატომ არ ვიმყოფები? თუ მე აქ არ ვარ, მაშ, ამდენი წლის განმავლობაში ვინ გიფარავს ავაზაკებისა და სხვა დამაზიანებელი ფაქტორებისაგან ამ უკაცრიელ ადგილას? (პატიოსანი წინამორბედის მიმართ კრძალულებისაგან აღელვებულ მამა ბესარიონს კვლავ ცრემლი მოერია). - წმინდაო, გთხოვ, მომიტევო. ამას აღარ გავიმეორებ, - ვუთხარი მე. - წადი და ჩემი ხატის წინ კანდელი აანთე, შემდეგ კი სხვებსაც უქადაგე, რომ ხატები სასწაულებს აღასრულებენ, რადგან აქ მრავალმა დაიწყო იმის თქმა, რომ ხატები აღარ სასწაულმოქმედებენ. ეს მითხრა წმ. იოანე ნათლისმცემელმა და გაუჩინარდა. იმწამსვე ტაძარში წავედი და, ჰოი, სასწაული! ფული კვლავ იმავე ადგილას იდო წმინდანის ხატის წინ! ვინ იცის, რა შიში გადაიტანა იმ ქურდმა, რომ ფული იმავე ღამეს ხატთან დაებრუნებინა. დასასრულ, მამა ბესარიონს ვკითხე: - რა ემოსა პატიოსან წინამორბედს? - აი, როგორსაც ხედავ ხატზე აქლემის ტყავით შემოსილს. მაგრამ ასეთი მაღალი ადამიანი ცხოვრებაში არავინ მინახავს. აბა, რა გითხრა! უზარმაზარი, გოლიათური აღნაგობის ადამიანი" /მონაზონი ლაზარე დიონისელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 05:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი