![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ფსიქიკურ აშლილობათა შემთხვევაში სნეულთათვის მეტად მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მათი მხრიდან სხვადასხვა ეკლესიურ, ღვთაებრივ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება. ასეთი გადახრების დროს არც თუ იშვიათად მოძღვარი ურჩევს მათ ხშირ აღსარებასა და ზიარებას. აკვიატებული აზრები, შიშები, ბოდვითი იდეები ხშირად ყველაფერთან ერთად დემონური ზემოქმედების გამოხატულების შედეგიცაა, გამოვლენაა ერთგვარი სულიერი ბრძოლისა. ამიტომაც ურმავლეს შემთხვევაში ჭირს მარტოოდენ ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ჩარევით, მედიკამენტებით ამ დაპირისპირების მოგება, ბოროტს ვერ დაამარცხებ მხოლოდ სამკურნალო კურსით, ამისთვის აუცილებელია ღვთაებრივი მადლიც, ის მადლი რომელიც მოგვეცემა საეკლესიო საიდუმლოებების შესრულების ჟამს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
" - იკურნება თუ არა ფსიქიკური დაავადებები?
- ეგრეთ წოდებული "ზღვრული" მდგომარეობა და კიდევ მთელი რიგი მწვავე ფსიქოეთიკური გამოვლინებანი უფრო წარმატებით იკურნება, ვიდრე ქრონიკულად მომდინარე ფსიქოზები (შიზოფრენია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი და სხვ.). ბოლო შემთხვევებში მკურნალობის მიზანია რაც შეიძლება ხანგრძლივი რემისიის მიღწევა (როდესაც გამოკვეთილი კლინიკური სურათი არ არსებობს) და ავადმყოფის მაქსიმალური ადაპტირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან. მინდა იმაზეც მივუთითო, რომ ცნება "უკურნებელი" მეტწილად ახასიათებს დაავადების ხანგრძლივობას და ყოველთვის არ მეტყველებს საშიშროების სიმძიმესა და ხარისხზე. ქვეყნად არ არსებობს აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი. ჩვენ, ყველანი, ამა თუ იმ მიზეზით ავად ვართ და მთელი ცხოვრება ვატარებთ სიმძიმეს: მწუხარებას, დანაკარგს, ფიზიკურ სენს. ასეთია ჩვენი ხვედრი, "ჩვენ ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებს ღვთის სასუფეველში შესვლა". "და იყვენით თქვენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის. ხოლო რომელმაც დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს". და კიდევ: მე არაერთხელ მინახავს სულით ავადმყოფი ადამიანები დიდი სტაჟით, რომლებსაც გაეკლესიურების შედეგად, ღვთის შეწევნით, ძნელად განსაკურნებელი და უკურნებელი სნეულებანიც კი გაქრობიათ. ლოცვას, წმიდა საიდუმლებებში მონაწილებოას ძირფესვიანად შეუცვლია მათი ფსიქიკური მდგომარეობა: გაუვლია ბოდვას, ჰალუცინაციებს, გამომეტყველებაში აზრი გაჩენილა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულა გუნება-განწყობილება, "შეშლილის ნიღბის" ნაცვლად სახეზე სულიერება აღბეჭდილა" /მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th September 2025 - 03:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი