სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მარიამი |
Nov 29 2007, 12:32 AM
პოსტი
#1
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი:
"ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას. და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11) მართალი გითხრათ, დიდხანს არ მიძებნია განმარტება, ახლო-მახლო მოვიძიე და კარგად მაინც ვერ გავიგე. როგორც ვხვდები, უნაყოფო ლეღვის ხეს შედარებულია ის ადამიანი, ვისაც თავისი ცხოვრებით კეთილი ნაყოფი არ მოაქვს. მაგრამ სახარებაში წერია, რომ არ იყო ნაყოფის გამოღების დრო. რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე? აქვე მეორე ეპიზოდი გამახსენდა ასევე უნაყოფო ხეზე, რომლის მოჭრაც უნდოდა ბატონს და მსახურის თხოვნით გადადო ნაყოფის მოლოდინში. ანუ, აქ თითქოს უფალი საწინააღმდეგოდ იქცევა. იქნებ გამარკვიოთ, ვინმემ თუ იცის განმარტება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
| marine |
Aug 18 2025, 08:08 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,162 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლეღვის ხის შეჩვენება და მისი უეცარი გახმობა მარტო იმისთვის კი არ ინება იესომ, რომ თავისი ღვთაებრივი ღირსება და ძალა დაემოწმებინა მოწაფეთათვის, არამედ უფრო იმისთვის, რათა ლეღვის ხის უნაყოფობით გაეხსენებინა მათთვის ადამიანის არსებობის მიზანი, რომ ყველას ევალება გამოღება ღვთისათვის სათნო კეთილი ნაყოფის, რომ უნაყოფოსა და უსარგებლოს ელის გამხმარი ლეღვის ხის ხვედრი.
უნაყოფობა და უსარგებლობა ლეღვის ხისათვის ის სიმძიმე და დაბრკოლება გახდა, რამაც ღვთის წმიდა ნების აღსრულებას დააშორა იგი. ასეთი სიმძიმე და დაბრკოლება ადამიანისთვის არის ურწმუნოება და მისგან გამომავალი ადამიანური მანკიერებანი, ამპარტავნება, სიამაყე, პატივმოყვარეობა და ამათი მსგავსი, რამაც ადამიანს დააკარგვინა ღმერთი" /მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიამი უნაყოფო ლეღვის ხე Nov 29 2007, 12:32 AM
m16
ვერ გავიგე უფალი წ... Nov 29 2007, 01:16 AM
მამა ირაკლი
მარკოზის სახარება... Nov 29 2007, 01:27 AM
მარიამი მამა ირაკლი
დიდი მ... Nov 29 2007, 01:48 AM
მნათე
wooooooow
მართლა არასდრ... Nov 29 2007, 01:59 AM
Genesis
მარკოზის სახარება... Nov 29 2007, 03:00 AM
მარიამი
მანდ იმან დაგაინტ... Nov 29 2007, 10:54 AM
ბოლქვაძე
აჰა ახლა გასაგები... Nov 29 2007, 11:18 AM
neo სჯულსაც ვადაზე ადრ... Nov 29 2007, 01:40 PM
.nino მე პირადად ასე გავ... Nov 29 2007, 02:14 PM
მამა ირაკლი
მე პირადად ასე გავ... Nov 29 2007, 08:46 PM
seminaristi
მარკოზის სახარება... Apr 8 2008, 03:15 PM
marine "იესომ ცეცხლით არ... May 13 2021, 08:09 PM
marine "უფალმა დაწყევლა ... May 16 2021, 09:52 PM
marine "თუმცა არსებობს ქ... Aug 12 2024, 09:34 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th December 2025 - 08:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი