![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მცხეთა დასავლეთიდან მდინარე მტკვარს აქვს შემოქობილი, მისი მღვრიე ტალღები ძველ, ჩამუქებულ ვერცხლს ჰგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხეთას მთის ქედისგან მჩქეფარე არაგვი ჰყოფს, რომლის წყალიც ბროლივით გამჭვირვალე და წმინდაა. აქ, ორი მდინარის შესართავთან, მოხდა ქართველი ერის ნათლობა. მტკვრის სიახლოვეს წამომართულა ცხოველმყოფელი სვეტის ტაძარი - სვეტიცხოველი. იქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი სიწმინდე - კვართი უფლისა, რომლის წყალობითაც უძველესი დროიდან მცხეთას "მეორე იერუსალიმს" ეძახდნენ. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთით, როგორც მისი უმცროსი ძმა, დგას ტაძარი, რომელსაც "სამთავროს" ეძახიან. ამ ადგილას დასახლდა წმინდა ნინო უბრალო ქოხში, შემდგომში აქ ეკვდერი აიგო. მცხეთა საქართველოს პირველი დედაქალაქია. ის, გადმოცემით, დააარსა მცხეთოსმა, კავკასიის ხალხთა წინაპრის, თარგამოსის შვილიშვილმა. "მცხეთა" ასევე ზეთის ცხებას ნიშნავს, ანუ წყალობას ღვთისა. სულიერი გეგმით, მცხეთა დღესაც რჩება ივერიის დედაქალაქად, სვეტიცხოველი კი ტახტია ღმრთაებისა."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,320 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ზეცა ისე ახლოს დედამიწასთან არასოდეს ყოფილა საქართველოში, როგორც მაშინ, როცა ღვთის მაცოცხლებელი მადლის მოქმედება ხილულადაც ვლინდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ერთ-ერთ ასეთ საკვირველებად, ღვთის დიდი მადლის გამოვლინებისა, იქცა პატიოსანი ჯვრის აღმართვა მცხეთაში, რაც ნათლის სვეტთან ერთად, ასევე დიდ სიწმინდედ იქცა ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა ვნახოთ, რას მოგვითხრობს მატიანე ქართლისა ამასთან დაკავშირებით.
სამეფო კარის ნათლისღების ჟამს, მცხეთაში, ერთ კლდოვან და შეუვალ ადგილზე, მდგარა მეტად მშვენიერი და სურნელოვანი ხე, რომელიც გამოირჩეოდა შემდეგი სიკეთით: როგორც კი დაჭრილი ნადირი შეჭამდა მის ფოთოლს, ან ხიდან ჩამოვარდნილ თესლს, როგორი მძიმე ჭრილობაც არ უნდა ჰქონოდა, აღარ კვდებოდა და იკურნებოდა იგი. ეს იცოდა ხალხმა და ამის შესახებ აცნობეს ქართლის ეპისკოპოს იოანეს, რომელმაც თქვა: ნამდვილად ადრიდანვე ყოფილა ეს ქვეყანა ღვთისაგან შემონახული მისი დიდებისათვის, ამ ხესაც ეს საკვირველი მადლი, ღვთისაგან ჰქონდა მიცემული. ახლა, როცა ქართლის მოსახლეობა მოიქცა ჭეშმარიტ რწმენაზე, ამ ხისგან უნდა შექმნილიყო პატიოსანი ჯვარი, რათა ხალხს თაყვანი ეცა მისთვის." /მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd August 2025 - 09:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი