![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,573 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს.
იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვირით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც ახდენს გავლენას". "ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები, თურმე, ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც ჩვეულებრივ თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა ახალი ფორმის ძიების ნაცვლად ნაცნობი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად". /სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ (დოდო) ღლონტი/ ვისაუბროთ უფლის ყველა იგავზე... ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,573 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"იგავში ქანქარების (ტალანტების) შესახებ ბატონი თავის მონებს ტალანტებს ურიგებს: ზოგს - ხუთ ტალანტს, ზოგს - ორს, ზოგს - კიდევ ერთს, თითოეულს - მისი უნარის შესაბამისად, და ტალანტის საქმეში გამოყენებას ითხოვს.
ჩვენს ენაზე მარტივად რომ ვთქვათ, ეს ერთგვარი ფინანსური შეთანხმებაა, შეიძლება ითქვას საბანკო ოპერაცია, სადაც ადამიანმა ფული უნდა დააბანდოს და იქიდან პროცენტი მიიღოს, ეს ოპერაცია ფრიად სარისკოა: თუ იქ არ დააბანდე, სადაც საჭიროა, მოგატყუებენ და შეიძლება მთელი ფული წააგო, მაგრამ თუ სწორად მოიქცევი, შეიძლება მოგებაც ნახო. როცა ბატონი მონებს ფულს ურიგებს, მან იცის, რომ ეს სარისკო საქმეა, გარკვეული რისკი ყველა ფინანსურ ოპერაციას ახლავს. დაბანდებულ სახსრებს თან მოგება და წაგება მოაქვს. იგავში პირდაპირ არ არის ნათქვამი, მაგრამ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ბატონი თავის მონებს შეცდომის დაშვების უფლებას აძლევს. არ აძლევს ერთადერთ უფლებას - რომ ეს ფული მიწაში დაფლან" /დეკანოზი ალექსი უმინსკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th September 2025 - 08:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი