![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,558 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"კიდევ ერთი რამ, რაც სევდიან ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, არის შრომა, ცხოვრებისადმი ინტერესი. ბაღი, მცენარეები, ყვავილები, ხეები, აგარაკი, სიარული, ბუნებაში გასეირნება - ყველაფერ ამას ადამიანი უმოქმედო მდგომარეობიდან გამოჰყავს და ახალ ინტერესებს აღუძრავს, რადგან ეს საშუალებები წამალივით მოქმედებს.
ძალიან კარგია, დავკავდეთ ხელოვნებით, მუსიკით და ა.შ. თუმცა ყვველაზე დიდ მნიშვნელობას ეკლესიას, მსახურებებს, წმინდა წერილის შესწავლას ვანიჭებ. ღვთის სიტყვის შესწავლით ადამიანი იკურნება ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას". "განკურნებისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა წადიერებით შეიყვაროს ღმერთი. ბევრმა წმინდანმა ქრისტეს სიყვარულით სევდა სიხარულად გარდაქმნა" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,558 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მოწყინების ცოდვის რეცეპტი:
"ბუნებაში ხან პირქუში ამინდია, ხან ნათელი, ხან არეულობაა, ხან სიწყნარე; ზღვაზეც ხან სიმშვიდეა, ხან - შტორმი. ასევეა ჩვენშიც: უცვალებელნი არ ვართ - ხან გვიხარია, ხან ვწუხვართ, ხან შიში გვიპყრობს, ხან იმედიანად ვართ... მოვიდა სიხარული - სევდას უნდა მოველოდეთ; მწუხარება დაგვატყდა თავს - მოვა სიხარულიც; ნეტარია, ვისაც ქარიშხლისა და უამინდობის დროს თავისი სულის ხომალდის მართვა შეუძლია. აქ მარტო მცდელობა არ კმარა; უნდა შევთხოვოთ ყოვლისშემძლე ღმერთს. ის არის ჩვენი თავშესაფარი და ძალა, მწუხარებაში მშველელი. ის არის ყველას იმედი მიწაზეც და ზღვაშიც. ყველას თვალი მისდამია მიპყრობილი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th September 2025 - 06:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი