IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საეკლესიო სამართლის - საღვთისმეტყველო ანალიზი
მნათე
პოსტი Apr 20 2007, 08:04 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ ღვთისმეტყველებს (!) ვთხოვ გასცენ მრევლში არსებულ კითხვებს პასუხი;

1. რა სინთეზითა და ურთიერთბმებით ასრულებს - საეკლესიო სამართალი და საღვთო მადლი ეკლესიის 'მარეგულირების' როლს?

2. ვინ და რატომ შემოიტანა ცნება 'სამართალი' - ეკლესიაში და ხომ არ წარმოადგენს იგი სინკრეტულ ნერგს?

3. ხომ არ კნინდება ამით სულიწმიდის ძალმოსილება ეკლესიაში... (თუ სტრუქტურა მის გარეშე ვერ შედგებოდა - მაშ ეკლესიას რაღა მართავს)?

4. თუ ქრისტეს სხეულში ესოდენ ყოფიერი მოვლენა არეგულირებს 'სისხლის მიმოქცევას' მაშ რაღას აკეთებს ქრისტე?

5. რა ვუყოთ სიყვარულის ძალაუფლებას?

6. თუ გამართლება რჯულისგან არის, მაშინ ქრისტე რიღასთვის მოკვდა?




--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Apr 28 2007, 12:41 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
ჯერ ჩვეულებრივი კანონი არაა 10 მცნება, მას საღვთო წყარო აქვს, და შესაბამისად სპეციფიურია

მე "ჩვეულებრივ"-ში არ მიგულისხმია სახელმწიფოს მიერ დადგენილი. 10 მცნება კანონია, ანუ იგი არ არის სწავლება

სწავლება არის, მაგალითად, რომ სულიწმიდა გამოვალს მამისაგან, ხოლო "არა იპარო" არის კანონი. ცხადია, საეკლესიო კანონებს საღვთო წარმოშობა აქვს (წყაროებზე საეკლესიო სამართლის განყოფილებაში ჩემი თემა დავდე და ამაზე იქაც ვწერ), მაგრამ არსებობს სწავლება და კანონი. 10 მცნება არის კანონი

ციტატა
კანონისტ, კანონისტი ხარ მართლა

აპა რავა laugh.gif

ციტატა
ასე რომ კანონი არ ამართლებს, კანონი აწესრიგებს

ყველა კანონი ხომ ერთიდაიმავე ფუნქციის არაა. ის, რომ წმ. სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაიმართოს, მართალი ხარ, მომწესრიგებელი ნორმაა და მას ცხონება-წარწყმედასთან კავშირი არ აქვს, რადგან ადმინისტრაციულ საკითხებს აგვარებს. ამგვარი კანონები ეკლესიასაც მრავალი აქვს

მაგრამ აბა სხვა ფუნქციის კანონზე დავფიქრდეთ! საერთოდაც, იცი ალბათ რომ წმინდა წერილი საეკლესიო სამართლის წყაროა და თან პირდაპირი, უშუალოდ მოქმედი წყარო. კანონისტისთვის წმინდა წერილის თითოეული ციტატა კანონია. მაგალითად, სადაც უფალი საუბრობს ცოდვილი მოყვასის შეწყნარებაზე (პირველად მარტოს რომ ვუთხრათ, მერე 2-3 თან ერთად, მერე კი კრებულთან), ეს თუ თეოლოგისათვის კაცთმოყვარებისა თუ სხვა მსგავსის შესახებ სწავლებაა, კანონისტისთვის ეს საპროცესო ნორმაა, ანუ როგორ უნდა მოხდეს ქრისტიანის შეწყნარება დანაშაულის ჩადენის დროს. ამიტომ მე ამ პრიზმაში ვატარებ სწავლებებსაც

ის, რომ ჩვენ უნდა ვილოცოთ, ვაკეთოთ კეთილი საქმე, გვიყვარდეს მოყვასი და მთავარი, ის რომ ეკლესიის სწავლება უნდა აღვასრულოთ, განა საეკლესიო კანონებით არ არის დადგენილი? მე თუ აღარ ვცემ უფალს თაყვანს ისე, როგორც ჯერ არს, განა რის საფუძველზე დამსჯიან მე უზიარებლობით? ხომ საეკლესიო კანონის? ამდენად, როცა წერ
ციტატა
მართალი სარწმუნოებით ცხოვნდეს

ეს სარწმუნოება რაში გამოვხატოთ?

ჩემი აზრით საეკლესიო სამართლის შესრულება და უფლის მცნებების შესრულება ერთიდაიგივეა. ცხადია, მე არ ვამბობ, რომ საეკლესიო კანონი უფლის კაცთმოყვარებას აღემატება. არა, ეს ასე არ არის. ამიტომაც შეიძლება ადამიანი საეკლესიო კანონს არღვევდეს და ცხონდეს. ხატის მაგალითი შეიძლება ცუდად მოვიყვანე, მაგრამ მე იმის თქმა მინდოდა, რომ კანონებიდან გამონაკლისებსაც ეკლესია ადგენს და იმის არსებობა, რომ რაღაც სიტუაციაში უფლება გვაქვს არ შევასრულოთ საეკლესიო კანონი (რისი მაგალითიც მოიყვანე), არ ნიშნავს იმას, რომ ეს წესი ყველა კანონზე ვრცელდება, ანუ უფრო ნათლად რომ ვთქვა - თავად საეკლესიო სამართალი ამბობს იმას, თუ რა დროს შეიძლება არ შესრულდეს საეკლესიო კანონები

ძაან წავუკანონისტე..... rolleyes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   საეკლესიო სამართლის - საღვთისმეტყველო ანალიზი   Apr 20 2007, 08:04 PM
ლეონტი   აუუფფ რა მძიმე საპ...   Apr 20 2007, 08:54 PM
მნათე   კაიროსი აიტანს :D   Apr 20 2007, 08:55 PM
afxazi   მოკლედ ღვთისმეტყვ...   Apr 20 2007, 09:29 PM
მნათე   აფანასიევს თუ აპი...   Apr 20 2007, 09:41 PM
afxazi   აფანასიევს თუ აპი...   Apr 20 2007, 09:50 PM
მნათე   ნიკოლაი აფანასიე...   Apr 20 2007, 09:56 PM
კანონისტი   http://church.ge/index.php?s=&showtopic=12...indpo...   Apr 26 2007, 02:01 PM
KAIROS   მნათე, თუ ეს კითხვ...   Apr 26 2007, 02:26 PM
კანონისტი   KAIROS მოდი, სანამ გად...   Apr 26 2007, 03:43 PM
KAIROS   კარგი დაწყება და ...   Apr 26 2007, 04:07 PM
მნათე   ხეხე, ეს რა ცეცხლი დ...   Apr 26 2007, 04:58 PM
კანონისტი   KAIROS ეგ სხვაა კაიროს...   Apr 26 2007, 07:27 PM
კანონისტი   აგერ, გვერდით თემა...   Apr 26 2007, 07:50 PM
salomea07   ძალიან საინტერესო...   Apr 26 2007, 08:35 PM
დათიკო   კანონისტი მოძღვრი...   Apr 27 2007, 02:25 AM
კანონისტი   salomea07 ომს რაც შეეხებ...   Apr 27 2007, 05:00 PM
მხევალი ნინო   კანონისტი ჩაქოლვ...   Apr 27 2007, 05:47 PM
მხევალი ნინო   salomea07 [quote] ცხოვრებას ვ...   Apr 27 2007, 05:59 PM
salomea07   ხო, დავით, გასაგები...   Apr 27 2007, 06:58 PM
მხევალი ნინო   salomea07 მე მგონი ეს ად...   Apr 27 2007, 07:03 PM
salomea07   მაშინ უცოდველი ადა...   Apr 27 2007, 07:21 PM
მხევალი ნინო   salomea07 ჩემო კარგო, სა...   Apr 27 2007, 07:23 PM
KAIROS   მოდი ჯერ პასუხებს ...   Apr 27 2007, 10:19 PM
კანონისტი   KAIROS მე "ჩვეულებრი...   Apr 28 2007, 12:41 PM
KAIROS   ზუსტად ამას გეუბნ...   Apr 28 2007, 01:12 PM
კანონისტი   KAIROS მივედით :)   Apr 28 2007, 01:22 PM
მხევალი ნინო   KAIROS მაგარია, ცხოვრ...   Apr 29 2007, 03:15 PM
KAIROS   :D დასვი მერე კითხვ...   Apr 29 2007, 05:01 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2024 - 12:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი