![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
N. R. |
![]()
პოსტი
#1
|
![]() nino razmadze ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 ![]() |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
![]() მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე ![]() დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია ![]() -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,655 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არასდროს დამავიწყდება ერთი 70 წლის მოხუცი, რომელიც ფეხით ჩამოსულიყო წმიდა სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილების თაყვანის საცემად. უნამუსო ჯიბის ქურდებმა ამოაცალეს მას სახლში სასაბრუნებელი ბოლო ფული. მწუხარება არც გაკარებია მის ნათელ მზერას.
- როგორ ხარ, დედი? - ჰკითხა ვიღაცამ. - კარგად, ღვთის წყალობით... - უპასუხა მხნედ. - სახლში როგორღა წახვალ? - მამა სერაფიმე რამეს მიშველის, ისე არ დამოტვებს... და... იქვე ყველა ჩვენგანის თვალწინ აღსრულდა სასწაული - მამა სერაფიმემ უშველა. ჩამოვიდა ერთი ჩვენი ნაცნობი, ურწმუნო, ათეისტი, ჩამოვიდა, რომ დაეცინა ადამიანთა სიბნელისა და უვიცობისათვის. და მან... სრულიად მოულოდნელად საფულე ამოიღო და ოქროს ათმანეთიანი მისცა მოხუცს. აქ თქვენს ყურადღებას აღარ მივაქცევ იმას, თუ რა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფაქტმა უპირველესად თავად მოხუც ქალზე, უფრო მეტი ჩვენი რეაქცია იყო, მათი, ვინც კარგად ვიცნობდით იმ ადამიანს და ვიცოდით მისი სულიც, გულიც და ღარიბებისადმი დამოკიდებულებაც... ეს სიტყვებით არ გამოითქმის. იმიტომ, რომ ეს იყო სასწაული" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th September 2025 - 10:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი