სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
May 10 2022, 08:21 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,194 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როკითი ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს შეხვდებით. სოფელში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დაიბადა და აღიზარდა. ყველა მათგანის ჩამოთვლა ალბათ გამიჭირდება... უპირველესად გავიხსენებ ნიკოლოზ კახიანს, რომელიც გახლდათ ქართული ქირურგიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებული. ნიკოლოზ კახიანი დაიბადა 1883 წელს. განათლება მიიღო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. წლების მანძილზე მოღვაწეობდა ალექსანდრიაში, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და აქ გააგრძელა მოღვაწეობა. ოთხჯერ იყო მიწვეული კაიროში ბალზამირების ევიპტური წესის შესასწავლად. მოღვაწეობდა თბილისის ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში, ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის გამგედ. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა პროპედევტიკის კათედრას. უდიდესი ქირურგი გახლდათ. უნიკალურ და ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა. ძალიან უყვარდა ხალხს. ბაღდათში, ყველა ოჯახში მის სურათს ნახავდით. მშობლიურ ბაღდათში რომ ჩამოდიოდა, ურმებით ხვდებოდნენ თურმე გზაზე ავადმყოფები. ურემზეც აკეთებდა ურთულეს ოპერაციებს... წამალი რომ ეყიდათ, სამკურნალო ფულსაც თვითონ აძლევდა. მამის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლები იყვნენ ზაზა და ზაურ კახიანებიც. ზაზა კახიანი წლების მანძილზე იყო ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე რესპუბლიკის ექიმთა დახელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, შემდეგ მან დააფუძნა საქართველოში მედიცინის მეცნიერებათა აკადემია და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. იყო საქართველოს პირველი პარლამენტის წევრი, ზვიად გამსახურდიას დროს. სხვათა შორის, ცნობილი თამადაც გახლდათ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Sep 22 2025, 03:29 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,194 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - თქვენი აზრით, რით განსვავდება მართლმადიდებელი ექიმისგან მუსულმანი ექიმი ან ათეისტი?
- ყველა ექიმს, რელიგიური კუთვნილების, მსოფლმხედველობისა და საკუთარი რწმენის მიუხედავად, როგორც მინიმუმ, ჰიპოკრატეს ფიცი, შესაბამისი განათლება, პროფესიონალიზმი და მაღალი ზნეობა უნდა აერთიანებდეს. მართლმადიდებელი სპეციალისტი გამოირჩევა იმით, რომ მისი წარმოდგენა სიცოცხლესა და სიკვდილზე, სულიერ ფაქტორებსა და სნეულების არსზე ქრისტიანულ სწავლებას ეფუძნება. ეს წარმოდგენები მართლმადიდებლურ ანთროპოლოგიაზე (ბიბლიური და წმიდა მამების სწავლება ადამიანზე) დაყრდნობით ყალიბდება. უძველესი დროიდან იღებს სათავეს ექიმების უანგარო მკურნალობა, ანუ ისინი გაწეული სამსახურის ანაზღაურებას არ ითხოვდნენ. ცხადია, როდესაც ადამიანი შრომობს, მას გასამრჯელოც ეკუთვნის. მაგრამ დაუშვებელია ფულის დაცინცვლა, საკუთარი თავის რეკლამირება და სხვის უბედურებაზე ხელის მოთბობა. მართლმადიდებელი ექიმი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ასეთ ცოდვისმიერ მეთოდებს არასოდეს გამოიყენებს. მაგალითად, არ მიმართავს ოკულტურ, მისტიკურ, სატანისტურ რიტუალებს და ფეხმძიმე ქალს აბორტზე არ გაუშვებს, თუ ემბრიონის განვითარება დედის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. რადგან ჯანმრთელობა - ღვთისგან ბოძებული საჩუქარია, ექიმობაც განსაკუთრებულ ღვთისმოსაობას საჭიროებს. ქრისტიანული თვალსაზრისით, მედიცინა - ეს ადამიანისათვის გაწეული ღვთის სადიდებელი სამსახურია. გავიხსენოთ ცნობილი ქირურგი, არქიეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი). იგი მადლიერი პაციენტებისათვის პასუხის გაცემას არასოდეს ერიდებოდა: "ეს უფალმა განგკურნათ ჩემი ხელით. ილოცეთ მის წინაშე". მეუფე ლუკა ექიმის მოვალოების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ვერ იტანდა. იგი თავის თანაშემწეებს "ადამიანურ ქირურგიას" ასწავლიდა. თითოეულ სნეულთან პირად ურთიერთობას ამყარებდა. იმახსოვრებდა მის სახელს, ზეპირად იცოდა გვარი და ოპერაციისა და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა წვრილმანი ზედმიწევნით ახსოვდა. ყველასათვის ცნობილია მეუფეს სიტყვები: "ქირურგისათვის "შემთხვევა" არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ცოცხალი და დატანჯული ადამიანი". თვითმხილველი კოლეგები, პაციენტები და მათი ნათესავები ადასტურებენ, რომ - სნეულთან ამგვარი დამოკიდებულება "იდეალური იყო". /მართლმადიდებელი ექიმი კონსტანტინე ზორინი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine ექიმები და ზოგადად სამედიცინო პერსონალი May 10 2022, 08:21 PM
marine "საექიმო საქმისაá... May 11 2022, 08:31 PM
marine "ეს [მეუფე ლუკა (ვო... May 13 2022, 12:39 PM
marine "ავადმყოფის ტანჯá... May 14 2022, 12:02 PM
marine "თვით ექიმი უძლურ... May 14 2022, 02:21 PM
marine "1921 წლის ნოემბრიდáƒ... May 27 2022, 09:47 PM
marine "რაც შეეხება ვახტ... May 31 2022, 09:12 PM
marine "გეშა ქიქოძის ოჯა... Jul 6 2022, 12:20 PM
marine "მასთან [წმ. ლუკა ვ... Jul 31 2022, 08:56 PM
marine "სტაციონარს თავიá... Aug 4 2022, 01:23 PM
marine "ყველაფერი ღმერთá... Aug 4 2022, 01:43 PM
marine "ექიმის სიტყვით პ... Aug 4 2022, 05:30 PM
marine "მე ვასწავლიდი და... Aug 5 2022, 06:34 PM
marine "საქართველოში ყოá... Aug 18 2022, 04:42 PM
marine "უძველეს ქართულ წ... Aug 18 2022, 05:41 PM
marine "კავკასიაში მომუá... Aug 18 2022, 06:03 PM
marine "დავით ბაგრატიონá... Aug 18 2022, 06:19 PM
marine "მამა ეფრემის [კაáƒ... Sep 9 2022, 06:46 PM
marine "მრავალრიცხოვანáƒ... Sep 19 2022, 05:33 PM
marine "დაუშვებლად ვთვლá... Sep 19 2022, 05:48 PM
marine "უფალი ექიმების მ... Aug 4 2023, 08:26 PM
marine "ყველა მიყვარდა, áƒ... Sep 10 2023, 06:30 PM
marine "მსმენია, რომ იყო á... Nov 23 2023, 06:12 PM
marine "მსმენია, რომ იყო á... Nov 23 2023, 06:12 PM
marine "იმისათვის, რომ აáƒ... Jan 21 2024, 04:39 PM
marine "ნებისმიერი პროფá... Jan 22 2024, 08:40 PM
marine " - წმიდაო მამაო, აáƒ... Jan 23 2024, 09:13 PM
marine "დაახლოებით 70 წლიá... Feb 14 2024, 09:16 PM
marine "ექიმი-ეპისკოპოსá... Mar 14 2024, 08:23 PM
marine "ენისეისკში ჩასვá... Mar 18 2024, 05:10 PM
marine "ექიმები და წამლე... Jun 20 2024, 06:22 PM
marine "უფლის გარეშე ექი... Dec 5 2024, 07:57 PM
marine "ჯერ ღმერთია მკურ... May 3 2025, 06:24 PM
marine "ძველად ამბობდნეá... Aug 6 2025, 05:14 PM
marine "პაციენტებს უპირá... Aug 7 2025, 06:07 PM
marine "თუ ექიმი მონათლუ... Aug 10 2025, 08:51 PM
marine "ექიმები და წამლე... Aug 30 2025, 09:22 PM
marine "დღესაც ის მედ-მუáƒ... Sep 10 2025, 05:25 PM
marine "ყველა კარგმა ექი... Oct 17 2025, 11:30 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th October 2026 - 01:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი