IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ტელევიზორის და მისთანანის დამანგრეველი გავლენა
marine
პოსტი Jan 8 2024, 04:00 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,013
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისს [ათონელი] მიაჩნდა, რომ ტელევიზორი დამანგრეველ გავლენას ახდენდა ბავშვებზე და ახალგაზრდებზე. ტკივილით საუბრობდა ისეთ მშობლებზე, ვინც საკუთარი სიმშვიდისათვის შვილებს სწირავდა საათობით ტელევიზორის საყურებლად, შედეგად კი მათი სული, გონება და სხეული ირყვნებოდა. მშობლებს ურჩევდა ტელევიზორის ნაცვლად სხვა რამ მიეცათ შვილებისთვის, სულიერი საზრდოთი ეკვებათ. (მოეთხროთ წმინდანთა ცხოვრებაზე, ესწავლებინათ ხატების და სიწმინდეების თაყვანისცემა). ტელევიზორი მარტო მთვარემდე აღწევს, სულიერი ტელევიზორი კი ღმერთამდე ადის".

ამ თემაზე ესაუბრებოდა მამა პაისი ერთ მასწავლებელს და მოსწავლეებს. მასწავლებელმა გაიფიქრა: "კეთილი, სხვა გადაცემებს არ ვუყურებ, მხოლოდ ახალ ამბებს", სწორედ ამ გაფიქრებისას მოუბრუნდა მამა პაისი და უპასუხა: "არც ინფორმაციას" და კვლავ განაგრძო ბავშვებთან საუბარი"

/მღვდელმონაზონი ისააკი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Oct 13 2025, 06:34 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,013
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტელევიზორი დიდი ბოროტების მომტანია, მას ხალხი კატასტროფამდე მიჰყავს. თვით აპარატი ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე გამოსხივებას გამოჰყოფს და ბავშები დედის მუცელში ფიზიკურად იტანჯებიან იმით, რომ მათი დედები ფეხმძიმობისას ტელევიზორს ხშირად უცქერენ. ყოველგვარი სირცხვილის გარეშე ტელევიზორით აჩვენებენ ცოდვილ საქმეებს და მაცდურ სცენებს. ტელევიზორი - ეშმაკია. აი, მე თქვენ ერთ ამბავს მოგიყვებით, რომ გააცნობიეროთ, თუ რაშია აქ საქმე.

ერთი მოხუცი, ოთხმოცდაოთხი წლის, რომელიც წესიერად და ღვთისსათნოდ ცხოვრობდა, ცოლის გარდაცალების შემდეგ ძალიან დადარდიანდა. თავდავიწყების ძებნაში, იგი ტელევიზორით იქნა გატაცებული. არ გასულა სულ რაღაც სამი-ოთი თვე მეუღლის გარდაცვალებიდან და გადაწყვიტა დაქორწინებულიყო.

მისმა მოძღვარმა არც კი იცოდა, როგორ შეეგონებინა მისთვის, რომ მისი ჩანაფიქრი ველური და სასაცილო იყო. თავად მოხუცი კი ჩემთან მოვიდა წმიდა მთაზე და თავისი აზრი გამაცნო. მე მას ვურჩიე, ეცხოვრა წყნარად და მშვიდად და ქორწინებაზე არც კი ეფიქრა. მაგრამ მოხუცი აშკარად შერყეული იყო სულიერად, რადგან ოდნავი დაფიქრების შემდეგ მითხრა: "იცი, მამაო, მე უფლება მაქვს მეორე ცოლი მოვიყვანო".

მაშინ მე ვეღარ მოვითმინე. მე მას ვუთხარი, რომ გამშორებოდა და ჩემს თვალებს აღარ გაჰკარებოდა... ხედავთ, როგორი ზიანი მოაქვს ტელევიზორს?!"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ტელევიზორის და მისთანანის დამანგრეველი გავლენა   Jan 8 2024, 04:00 PM
marine   "ერთხელ, ძალი წლი...   Jan 28 2024, 07:30 PM
marine   "ცხოვრებაში ყველ...   Feb 15 2024, 11:53 AM
marine   "ტელევიზორი - ეს ს...   Apr 2 2024, 08:34 PM
marine   "არის ლოცვასთან ს...   Apr 4 2024, 04:10 PM
marine   "წმიდა მამები ეშმ...   Apr 10 2024, 05:17 PM
marine   "... ამას ემატება შ...   May 7 2024, 07:22 PM
marine   "მართლმადიდებლე...   May 26 2024, 03:15 PM
marine   "მოვა დრო, როცა ეშ...   Jul 21 2024, 09:44 PM
marine   "განსაკუთრებით ფ...   Aug 19 2024, 09:30 PM
marine   "- მე ასევე მაკრიტ...   Jan 22 2025, 08:49 PM
marine   "ტელევიზია დღეს ა...   Jan 25 2025, 08:09 PM
marine   "თუ მშობლები ღვთი...   Jan 27 2025, 02:12 PM
marine   "ტელევიზორი გვთა...   Jan 27 2025, 08:06 PM
marine   "მეცნიერებამ ასე...   Jan 27 2025, 08:20 PM
marine   "სატელევიზიო პრო...   Aug 6 2025, 05:31 PM
marine   " - ჩემს ვაჟს შეუძლ...   Aug 10 2025, 09:06 PM
marine   "ხაზგასმით ვამბო...   Sep 19 2025, 02:27 PM
marine   "თითოეული ქალიშვ...   Sep 21 2025, 03:10 PM
marine   "მონიტორის ეკრან...   Sep 22 2025, 03:40 PM
marine   "იმ სახლებში, სად...   Oct 13 2025, 04:16 PM
marine   "ტელევიზორი დიდი ...   Oct 13 2025, 06:34 PM
marine   "ტელევიზორი - ეს ა...   Oct 15 2025, 01:50 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th October 2025 - 06:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი