IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კიევ-პეჩორის ლავრა
marine
პოსტი Mar 22 2024, 12:22 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფაშისტური ოკუპაციის დასაწყისში პეჩორის მონასტერში პოლიციის უბანი განთავსდა, 1941 წ. 27 სექტემბრიდან კი აქ აღდგენილ იქნა მონასტრული ცხოვრება, ლავრის საძმოს ხელმძღვანელი გახდა სქიმარქიეპისკოპოსი ანტონი (დავით აბაშიძე). კიევის გათავისუფლების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლმებამ ვეღარ გაბედა ლავრის დახურვა, იგი დაკეტეს 1961 წ. ხრუჩჩოვის ანტირელიგიური კამპანიის პერიოდში.

1988 და 1990 წწ. კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობამ მიიღო დადგენილება პეჩორის მონასტრის ქვედა ლავრის ტერიტორიის გადაცემის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინის ეგზარქატისთვის, რის შემდეგაც შორეულ მღვიმეებში აღდგენილი იქნა მონასტრული ცხოვრება, ეს მოვლენა აღნიშნული იყო ღვთიური ნიშით, შორეულ მღვიმეებში დასვენებული 30 მირონმდინარე თავისქალიდან სამმა კვლავ წარმოადინა მირონი, რაც შეწყვეტილი იყო 1961 წლიდან.

ამჟამად კიევის პეჩორის ლავრას 20 ჰა-ზე მეტი ფართობი უკავია".


ჩემი დედიკო ნამყოფია კიევ-პეჩორის ლავრაში კომუნისტების დროს და სამწუხაროდ წმინდანების უხრწნელ სხეულებზე გიდი ამბობდა, რომ ეს მუმიებიაო...

გულდასაწყვეტია, რომ დღევანდელ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ეს დიდებული ლავრა დაკეტილია...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Oct 17 2025, 08:14 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებმა კიევი რომ დაიკავეს, მათმა კომენდანტმა კიევ-პეჩორის მონასტრის მონახულება გადაწყვიტა. მონახეს ბერი, რომელიც ადრე ამ მონასტერში მოღვაწეობდა, და მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს.

კომენდანტი გააოცა იქ ნანახ სხეულთა სიმრავლემ. უცებ ერთ-ერთ სანაწილესთან შეჩერდა და იკითხა, რა მასალისგანაა აქ მოთავსებული სხეული დამზადებულიო. ბერმა განუმარტა, რომ ეს იყო სხეული წმიდა სპირიდონის, რომელიც 800 წლის წინ გარდაიცვალა, თავისი მიწიერი ცხოვრების დროს უფლის მადლის ჭურჭლად იქცა და, ღვთის სათნო ცხოვრების გამო, უხრწნელებას ეზიარა.

კომენდანტმა არ დაუჯერა ბერს, განრისხდა კიდეც, რადგან ეგონა, ასულელებდნენ. და თავისი "სიმართლის" დასამტკიცებლად რევოლვერი წმიდა სპირიდონის ხელს დაარტყა. წმიდანის ხელზე, რომელიც საუკუნეთა გამო გამომშრალი და ჩამუქებული იყო, უეცრად გადასკდა ხორცი და იქიდან ალისფერმა სისხლმა გადმოხეთქა. კომენდანტი შეძრწუნებული გაიქცა, ხოლო ამ სისხლის კვალი დღესაც ეტყობა წმიდა სპირიდონის ხელს.

თუმცა, ამ ამბავს უკვალოდ არ ჩაუვლია - კომენდანტის ბრძანებით, კიევ-პეჩორის ლავრა მეორე დღესვე გახსნეს არა მარტო მომლოცველთათვის, არამედ მასში დამკვიდრების მსურველთათვისაც"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th November 2025 - 01:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი