სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Aug 4 2022, 08:40 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,536 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალი ზოგ ოჯახს მრავალ შვილს უვლენს, ზოგს კი არცერთი არ ჰყავს, და ეს, უზენაესი განგებით, იმ მიზეზითა და მიზნით, რომ მათ სხვისი ობოლი გაზარდონ და ამით დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე. ხშირია შემთხვევები, როცა ქალს ექიმები იმედს გადაუწურავენ და იგი სხვის მიერ გაჩენილ, მიუსაფარ ბავშვს იშვილებს, მრავალმოწყალე ღმერთი კი, ამის წილ, მას შვილიერების კარს უღებს და საკუთარ შვილებსაც აჩენს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Jan 24 2026, 05:53 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,536 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მატრიონუშკას ლოცვით ქალმა დიდი ხნის ნანატრი ვაჟი გააჩინა
"ამ ქალს გავეცანი მოსკოვის ერთ-ერთ გინეკოლოგიურ კლინიკაში, სადაც ის ძალიან მძიმე დიაგნოზის გამო მკურნალობდა. თანამედროვე მედიცინის აზრით, სწორედ ეს იყო მისი უშვილობის მიზეზი. მას ჩაუტარეს ძალიან ძვირადღირებული მკურნალობა, მაგრამ დიდი ხნის ნანატრი ფეხმძიმობა მაინც არ დგებოდა. გარკვეული დროის შემდეგ ექიმებმა მას შესთავაზეს თანამედროვე მეთოდი, ძალიან მძიმე, რთული პრეპარატების გამოყენებით. მან კვლავ გადაიხადა დიდი თანხა და დაიკარგა დიდი დრო. ქალი არ მუშაობდა, ფაქტიურად, მთელ დროს კლინიკაში ატარებდა და კვლავ ნულვოანი შედეგი. მაშინ ექიმებმა უთხრეს საბოლოო ვარიანტი - ხელოვნური განაყოფიერება. მეუღლეები დათანხმდნენ, რადგან ექიმების მტკიცებით, ეს იყო ბოლო, გარანტირებული შანსი მათთვის შვილის ყოლისა. ჩატარებული მანიპულაციის შემდგომ ფეხმძიმობა დადგა, მაგრამ ორი თვის ექოსკოპიამ აჩვენა ნაყოფის განვითარებაში მანკიერებანი. ქალს სასწრაფოდ აბორტის გაკეთება დაავალეს, რაზეც ის დათანხმდა. ორგანიზმს ამაზე ძალიან რთული რეაქცია ჰქონდა - დაეწყო ანთება. ქალმა დაახლოებით ერთი თვე დაჰყო საავადმყოფოში. მხოლოდ მედიცინის უახლესი მიღწევების გამოყენებით იქნა შესაძლებელი მისთვის შვილოსნობის ორგანოების შენარჩუნება და მისი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანა. გაწერისას ექიმმა მას უთხრა: - "ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა მედიცინაში, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ბავშვი თქვენ არასდროს გეყოლებათ; თქვენ გრჩებათ ნუგეში - ღმერთთან იაროთ". და ყველა განცდის და დამსხვრეული იმედების შემდგომ ქალი მივიდა ტაძარში. ყველაფერი უამბო მღვდელს, რომ მან მთელი იმედები დაამყარა ექიმებზე და არა ღმერთზე (და გადაწყვიტა ხელოვნური განაყოფიერება). ქალმა მოინანია, იტირა და გადაწყვიტა, აღარასოდეს ეფიქრა ბავშვზე. გარკვეული დროის შემდგომ მე ჩავედი მოსკოვში და მოვიკითხე ეს ქალი. მან დეტალურად მიამბო მთელი ის პერიოდი, რისი გადატანაც მოუხდა. ყველაზე საოცარი ისაა, რომ მასთან საუბრამდე ცოტა ხნით ადრე მე "შემთხვევით" გავიგე წმ. მატრონაზე. მოვილოცე პოკროვსკის მონასტერი, ვიყიდე წიგნი მატრიონუშკას სასწაულებზე, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომ ამ ქალს ვუამბე ყოველივე ამის შესახებ. ჩვენი საუბარი ქალმა მეუღლეს გადასცა, რომელმაც უდიდესი რწმენით მოისმინა ეს ინფორმაცია, უფრო მეტიც - მან წმ. მატრონაზე უამბო თავის უფროსს, რომელსაც ასევე რაღაც ჰრობლემა ჰქონდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს: - ყოველთვის, როცა იქნებოდნენ მოსკოვში საქმეზე, მოელოცათ პოკროვსკის მონასტერი და შემწეობა ეთხოვათ მატრონიშკასთვის. ჩემი ნაცნობის ქმარს ძალიან უყვარს ბავშვები. მას ძალიან უნდოდა ბიჭი. მათ მხოლოდ რამდენჯერმე მოილოცეს მონასტერი და აი: დიდი ხნის ნანატრი ფეხმძიმობაც მოვიდა! ყველაზე საოცარი ისაა, რომ ქალმა ძალიან ადვილად მიიყვანა ნაყოფი მშობიარობამდე, არცერთხელ არ დაწოლილა საავადმყოფოში შენარჩუნებაზე, ყოველგვარი გართულები გარეშე გააჩინა ჯანმრთელი ბიჭი, სწორედ რასაც სთხოვდა წმ. მატრონას მისი ქმარი. ნებისმიერი ექიმის მტკიცებით, იმ დიაგნოზებით, რაც ჰქონდა ქალს, ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა შეუძლებელი იყო. მით უფრო, რომ ასეთი დასკვნა გასცა ქვეყნის საუკეთესო კლინიკამ. სამწუხაროა, რომ თავად ქალი არცერთხელ არ ჩასულა პოკროვსკის მონასტერში, რომლის ქმრის მიერ მოლოცვამაც მათ ვაჟი აჩუქათ" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine უშვილობის ტვირთი Aug 4 2022, 08:40 PM
marine "დღევანდელი სტატ... Aug 5 2022, 05:44 PM
marine "ევრიპიდეს ტრაგე... Aug 18 2022, 12:35 PM
marine "აქ, ჩვენს მეზობლ... Sep 8 2022, 07:05 PM
marine "ქრისტეს მიერ საყ... Sep 15 2022, 08:27 PM
marine "18 სექტემბერი კეთ... Oct 16 2022, 06:59 PM
marine "ვერასდროს წარმო... Oct 17 2022, 09:12 PM
marine "ტანიას და მის ქმ... Nov 18 2022, 10:04 PM
marine "ერთ თურქს შვილი ... Nov 25 2022, 07:00 PM
marine "შვილთასხმა პროდ... Dec 28 2022, 06:09 PM
marine "როცა მე 35 წლის ვი... Jan 14 2023, 02:24 PM
marine "ნეტარი ქსენია ხშ... Mar 10 2023, 08:10 PM
marine "ღვთისმშობლის კი... Apr 5 2023, 09:54 PM
marine "ერთი ადანელი მსხ... Jul 1 2023, 08:02 PM
marine "ქორწინებიდან რვ... Jul 25 2023, 07:50 PM
marine "თქვენ ბავშვები ა... Aug 3 2023, 08:13 PM
marine "ქალების სურვილს ... Aug 5 2023, 09:36 PM
marine "წმინდა აპოსტოლო... Aug 17 2023, 09:10 PM
marine "...უფალმა დალოცა მ... Aug 26 2023, 07:12 PM
marine "ღირსმა მამამ [ან... Aug 28 2023, 08:24 PM
marine "ისმაიტელთა დედო... Aug 30 2023, 04:33 PM
marine "2004 წლის მაისში ჩვ... Dec 20 2023, 09:14 PM
marine "ჩემთვის ღირსი სე... Dec 22 2023, 09:10 PM
marine "გვიამბობს ერთი მ... Jan 10 2024, 07:01 PM
marine "მაქსიმე აღმსარე... Jan 11 2024, 12:30 PM
marine "ქალბატონი ანასტ... Jan 11 2024, 03:17 PM
marine "ერთ კაცს შვილები... Jan 20 2024, 09:20 PM
marine "არიან ისეთი ცოლ-... Jan 21 2024, 07:54 PM
marine "ამ სასწაულმა ოდე... Feb 7 2024, 04:15 PM
marine "მშობლებისთვის ღ... Feb 10 2024, 07:50 PM
marine "ბულგარელი ტაქსი... May 18 2024, 07:44 PM
marine "ბიბლია გვასწავლ... Dec 3 2024, 08:36 PM
marine უნაყოფო ცოლს - შვილ... Dec 5 2024, 07:37 PM
marine "შთამბეჭდავია გე... Feb 9 2025, 07:50 PM
marine "მე ახლა მოგიყვებ... Apr 17 2025, 08:48 PM
marine "ჩემს ერთ ნაცნობს... May 15 2025, 08:34 PM
marine "მამა გაბრიელი [ა... May 15 2025, 08:49 PM
marine "მამა გაბრიელი [ა... May 15 2025, 08:49 PM
marine "სამი წელი შვილი ... May 17 2025, 05:21 PM
marine "[ციხისჯვრის (სოფ... May 27 2025, 07:11 PM
marine "...მთელ მის სახლეუ... Aug 2 2025, 07:16 PM
marine "ლოცვას სთხოვდნე... Aug 10 2025, 02:56 PM
marine "ტოკოფეროლი (ვიტა... Sep 1 2025, 06:23 PM
marine ღირსი რომანოზ საკვ... Sep 2 2025, 02:04 PM
marine "ეკლესია მშობლებ... Sep 9 2025, 10:18 AM
marine "ზოგიერთი ქალი უნ... Sep 9 2025, 10:31 AM
marine "ჯანმრთელი შვილი... Sep 10 2025, 05:27 PM
marine ნეტარი მატრონა ანე... Sep 11 2025, 04:34 PM
marine "თუ შვილები არ გე... Oct 13 2025, 08:41 PM
marine "გაჭირვების დროს ... Oct 14 2025, 03:39 PM
marine "ერთი ოჯახი დიდი ... Oct 15 2025, 04:32 PM
marine "თანამედროვეთა გ... Nov 14 2025, 04:33 PM
marine "ქრისტეს შობის ეს... Feb 26 2026, 07:45 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th March 2026 - 10:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი