IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმიდა ძლევაშემოსილი გიორგი
marine
პოსტი Feb 11 2024, 05:29 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,565
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ჩვენ ვიხსენებთ წმინდა გიორგის წამებას, მის ცხოვრებას და მის საოცარ სიმტკიცეს რწმენისა, გვიპყრობს გაკვირვება, დიდი მოწიწება მის მიმართ; ვინაიდან ვერავითარმა მუქარამ, ვერავითარმა ტანჯვამ, ვერ აიძულა ის, ეღალატა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და უარი ეთქვა ქრისტესა და ეკლესიაზე!"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Mar 4 2026, 04:31 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,565
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისე ძალიან მომესურვა ვინმესთან დალაპარაკება, ვიფიქრე, მოდი გარეთ, წყაროსთან ჩავალ. წყარო ისეთ ადგილას იყო, იქ რომ დადგებოდი, კარგად ჩანდა ბეთანიის ტაძარი. აქ ამოსვლისას ისიც კი მითხრეს, რომ თუ ამ წყაროდან ბეთანიას გასძახებ, ბერებს გააგონებო.

[ნახშირგორის ტაძრის] ხატვისას თეთრ სამოსს ვატარებდი, ფართო სამოსს, თავისუფლად რომ მემუშავა ჭერის, სარკმელების თუ კედლები მოხატვაზე. განიერმკლავებიანი თეთრი მოსასხამი საღებავებისგანაც მიცავდა თავისთავად.

გამოვედი ასე სამუშაო ფორმით ტაძრიდან და წყაროზე ჩავედი. ამ წყაროს ვიყენებდი სასმეალდ თუ წყლის სხვა საჭიროებისთვის, ამიტომ წყაროზე ხშირად ჩავდიოდი, იქვე ფუნჯებსაც ვრეცხავდი, მაგრამ არასდროს დამჭირვებია ბეთანინისკენ დამეყვირა. ყურებით კი აბა, თვალს როგორ მოწყვეტდი იქაურობას, სულ გავცქერდი ბეთანიას, მზერას ვგზავნიდი, ხმას - არასდროს...

ვიფიქრე, აქ ადამიანის ჭაჭანება არაა, მაგრამ გარშემო ხომ ჩვენი უხილავი მფარველებია, მარტო ხომ არ ვარ, მოდი მათ დაველაპარაკები-მეთქი. ჩემს წმინდა გიორგის გავძახებ, იქნებ მოხდეს სასწაული და ხმა მასმინოს-მეთქი, გამეპასუხოს.

ეს თეთრი მოსაცმელიც ზედ მაცვია. დავდექი წყაროსთან ამ ჩემი თეთრი მოსასხამით და მთელი ხმით ვყვირი: "წმინდაო გიორგიიიიი, წმინდაო გიორგიიიიიი, და მესამედაც რომ შევძახე, ხმა გამეც წმინდაო გიორგიიიიი", ვიგრძენი, შორიახლოს ვიღაც გაშლიგინდა ხეებსა და ჯაგებში.

რაღაც ხმებსაც მოვკარი ყური. ოღონდ მივხვდი, რომ ეს წმინდა გიორგის პასუხი არამც და არამც არ იყო. დიდადაც არ შემშინებია, თუმცა არ იყო სასიამოვნო შეუცნობელ, თვალმოუკრავ უცნობ არსებათა ახლოს შეგრძნება.

მერე თითქოს უფრო შორიდან გაუგებარ ენაზე ლაპარაკიც შემომესმა, ოღონდ დამფრთხალი, შეშინებული ადამიანების საუბარს უფრო ჰგავდა და ყველა ხმა ისევ ტყეში გაუჩინარდა. თითქოს ქალის და კაცის ხმები იყო...

მე ვიდექი ერთხანს და გადავყურებდი ულამაზეს ხეობებს, ქართლის თვალშეუდგამ სილამაზეს, ვხედავდი კიდეც ბეთანიის ეშოში მოსიარულე ორიოდე ბერს, მაგრამ წმინდა გიორგი არსად ჩანდა...

ზეციურ სივრცეებს ერთვოდა მზერა. ასეთ დროს ცაც ცოცხალია და ისიც გიყურებს და გამჩნევს რაც უნდა პატარა იყო... ვიდექი ასე ჩემს ფირებში და როდის-როდის მოვბრუნდი ტაძარში. ამინდი იყო მშვიდი, წვიამგადავლილი, კრიალა, გამჭვირვალე ჰაერი მიმოდიოდა ხეობებზე და განსაკუთრებულად მისტიკურ მწუხრის ფერში ახვევდა იქაურობას...

ამ ამბიდან კარგა ხნის მერე, ჩვენი ტაძრის წინამძღოლის ცოლმა მითხრა, აქ სოფლებში ხმა დაირხა, თეთრებში ჩაცმული ანგელოსი დაფრენილა წყაროსთან და მრისხანედ გაჰკიოდაო...

ის დღე იყო და ის ღამე, გარშემო ახლო-მახლო სოფლებიდან თათრის ყმაწვილები, ტაძარს გამუდმებით რომ ძარცვავდნენ და შემოწირულობა მიჰქონდათ, აღარასდროს გამოჩენილან. ტაძრის ეზოს აღარც გაკარებიან, ფეხი ამოიკვეთეს თითქოს. ასე დასრულდა ეს "რბევა", აღარავინ შესულა ტაძარში უკეთური საქმისთვის... იმ თეთრსამოსიანი წყაროზე დაფრენილი "ანგელოზის" ყვირილი გაფრთხილებად მიიღო ყველამ, იქაურობას აღარ მიახლოვებოდნენ.

სინამდვილეში კი, ტაძრის შორიახლოს ტყეში, შეყვარებული წყვილი ყოფილა და მათ ჩაუტანიათ სოფლად "ანგელოზის" ხილვის ამბავი. სოფელი კიდე ისრუტავს ახალ ამბავს, ოღონდ კი სადმე რამეს მოჰკრას ყური ან თვალი, ყველაფერს იჯერებს, გააბევრებს და ირწმუნებს.

ეტყობა ამ სოფელში მცხოვრებ ხალხაც დიდი ხანია სასწაული აღარ ეხილათ და აი, "იხილეს" და დაიჯერეს... არადა, ეს მე ვიყავი - ქურდობისა და ძარცვის ამკრძალავი "მეფუნჯე ანგელოსი", მე - ყმაწვილილ გოგონა [ჩვიდმეტი წლის], რომელიც ვიდექი წყაროსთან და ბეთანიის მოფუსფუსე ბერებზე ვფიქრობდი და მიამიტურად მიკვრიდა, რატომ ვერ ვაგონებდი ვერც მათ და ვერც წმინდა გიორგის?"

/დალი ანთიძე-ციმერმანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   წმიდა ძლევაშემოსილი გიორგი   Feb 11 2024, 05:29 PM
marine   "არ შეძლება, მაგა...   Apr 24 2024, 08:58 PM
marine   "ჩვენ ქართველები ...   May 8 2024, 10:55 AM
marine   "ჩვენ ქართველები ...   May 8 2024, 10:55 AM
marine   "- 83 წლამდე ჩემი ხე...   Jul 22 2024, 08:41 PM
marine   წმინდა გიორგის "...   Aug 15 2024, 01:01 PM
marine   "დიახ, წლები გადი...   Aug 24 2024, 11:07 AM
marine   "წმინდა დიდმოწამ...   Dec 27 2024, 08:05 PM
marine   "წმინდა გიორგისთ...   Feb 9 2025, 08:21 PM
marine   "დაახლოებით 10 წლი...   Apr 16 2025, 07:05 PM
marine   "წმინდა გიორგი 17 ს...   Aug 4 2025, 07:00 PM
marine   "წმინდა გიორგი III ...   Nov 27 2025, 10:18 AM
marine   "წმინდა გიორგის წ...   Nov 28 2025, 06:29 PM
marine   "აღსანიშნავია, რო...   Nov 29 2025, 08:07 PM
marine   ეს ხომ წმინდა გ ი ო ...   Dec 28 2025, 08:36 PM
marine   "იმ წლებში დიდად ...   Mar 1 2026, 07:40 PM
marine   "ისე ძალიან მომეს...   Mar 4 2026, 04:31 PM
marine   "ხანძთა წმინდა დი...   Mar 11 2026, 07:04 PM
marine   "2025 წლის 23 ნოემბერ...   Mar 16 2026, 09:40 PM
marine   "ჩვენ ვფიქრობთ წმ...   Mar 17 2026, 09:07 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st March 2026 - 11:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი