IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მეფე ვახტანგ გორგასალი, "უშიშ იყო ვითარცა უხორცო"
marine
პოსტი Jun 16 2023, 07:57 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,562
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საოცარი გარეგნობით გამოირჩეოდა თურმე მეფე: იყო "უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა" (2 მეტრი და 40 სმ) და "უმშვენიერეს სახითა". შეეძლო ბრძოლა ურიცხვ ლაშქართან და მხრებზე ცხენშემოდებული შეუსვენებლივ ადიოდა მცხეთიდან არმაზის ციხემდე. დაეწეოდა გაქცეულ ირემს და რქებით დაიჭერდა. საოცრად ჰყვარებია რაინდული ორთაბრძოლები. ორი გოლიათი მოუკლავს 16 წლისას, ოსეთში პირველი ლაშქრობის დროს - თარხან ხაზარი და ბაყათარ ოსი, საბერძნეთში ლაშქრობისას მათი სარდალი - პოლიკარპოსი, ინდოეთში ლაშქრობისას კი, 15 გოლიათი ძლია საოცარი სიმამაცით"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.11/

"წერილობითი წყაროების მიხედვით, სვეტიცხოველში პირველი დაიმარხა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი. "მოკვდა ვახტანგ და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სვეტსა თანა (პატრიარქის საყდრის გვერდით, სვეტის ახლოს - აზუსტებს ნატროშვილი), რომელსა შინა არს ღმრთივ აღმართებულსა სვეტისაგან აღპყრობა". საფლავის ქვაზე დახატული ყოფილა მეფე ვახტანგი იმ ზომით, რა სიმაღლისაც იყო. პირვანდელ საფლავის ქვას ჩვენამდე არ მოუღწევია, გადმოცემით მარმარილოს ფილა შაჰ-აბასის ბრძანებით დაუმსხვრევიათ."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Mar 12 2026, 08:41 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,562
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველი ქართული წყაროებით მიჩნეულია, რომ იერუსალიმში ჯვრის მონასტრის ადგილი მირიან მეფემ მეოთხე საუკუნეში შეიძინა და ააგო ეკლესია, რომელიც მეხუთე საუკუნეში განავრცო და კეთილმოაწყო ვახტანგ გორგასალმა.

აღნიშნულ ცნობებს გვაწვდის ტ. გაბაშვილი, თ. ბატონიშვილი, პლატონ იოსელიანი და მ. ჯანაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ ჯვრის მონასტერში გამოსახული იყო სამი ქართველი მეფის მირიანის, ვახტანგის და ბაგრატ მეოთხის ფრესკული გამოსახულებები, თუმცა ლ. მენაბდემ მეფეთა ფრესკების კავშირი ჯვრის მონასტერთან ვერ დაადასტურა და საერთოდ საეჭვოდ მიიჩნია მირიან მეფის ჯვრის მონასტერთან დაკავშირება, რადგან მსგავსი საბუთი არ არსებობს.

მანვე საეჭვოდ მიიჩნია ასევე ჯუანშერის ცნობა ვახტანგ გორგასლის იერუსალიმში ჩასვლის შესახებ და დაადგინა, რომ ჯვრის მონასტერი პირველად ააგო შავშელმა მოღვაწემ პროხორემ, "ნათესავით ქართველი, ქუეყანით შავშეთით".

პრობლემას ჰქმნის ისიც, რომ დაზიანების გამო ზუსტად არ არის ამოკითხული მეფეთა გამოსახულების ზემოთ არსებული წარწერა, რომელიც ალ. ცაგარელმა და თ. ჟორდანიამ სხვადასხვაგვარად წაიკითხეს"

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.145/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2026 - 11:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი