IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა და ყოვლადქებული ქრისტეს პირველმქადაგებელი, ანდრია პირველწოდებული საქართველოში
kent5
პოსტი Dec 13 2010, 01:34 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 166
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



დღეს რადგან ამ ორი წმინდანის ხსენების დღეა, მინდა მოკლედ საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან რამდენიმე საინტერესო საკითხს შევეხო. მოციქულები ქრისტეს ამაღლემამდე და სული წმინდის მოფენამდე მხურვალე მონაწილეობას არ იღებდნენ ახალი სჯულის გავრცელებაში, არამედ სულ მუდამ გარს ეხვივნენ თვით ღმერთ-მოძღვარს და მისგან განიმტკიცებოდნენ სჯულის სწავლაში.მეათე დღეს ქრისტეს ამაღლების შემდეგ მათ მოეფინათ სული წმინდა ,,და აღისნეს ყოველნი სულითა წმინდითა და იწყეს სიტყვად უცხოთა ენითა,ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყვასა. ამნაირი სასწაულის შემდეგ მოციქულებმა სხვადა-სხვა ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. ამ დროს იეროსალიმში მოხდა სული წმინდის მოფენა. ეს იყო პირველი გამარჯვება მოციქულებისა. ამ დღიდან ისინი განშორდნენ ერთმანეთს და გაემგზავრნენ იმ ქვეყნებისაკენ, რომელთ განათლებაც წილად ხვდათ სული წმიდის მოფენის დღეს.-საქართველოში შემოვიდნენ მოციქულნი ანდრია და სიმონ კანანელი. ამათიქადაგეს ქრისტეს სჯული იმერეთში (კოლხიდაში) და ზემო ქართლში სამცხემდე. ხოლო მოციქულმა ბართლომემ მოიარა საქართველოს აღმოსავლეთის მხარე რომელსაც მაშინ ერქვა ,,ალბანია'' და იქ დასთესა თესლი პოხიერი და მაცხოვნებელი (იხ. მოთხრობა სოფრონისა გვ.397). მკითხველს თავი, რომ არ მოვაბეზრო თხრობას შევწყვიტავ ვფიქრობ ყველაზე საინტერესო ადგილას და შემდეგ გავაგრძელებ თუ იქნება თქვენი დაინტერესება რათქმაუნდა. მე, ადრე დავწერე, რომ პროფესიით ისტორიკოსი არა ვარ მაგრამ იმდენად შეყვარებული ვარ და ძალიან მაინტერესებს საქართველოს ეკლესიის ისტორია და ამ მიზეზით უკვე რამდენიმე წელია პირადად ჩემი ძალებითა და ხარჯებით მოვიკვლიე არა ერთი საინტერესო მასალები როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთაც, რატომღაც გამიჩნდა სურვილი (ვხედავ, რომ ამ საიტს სერიოზული მკითხველიც და საქართველოზე შეყვარებული ხალხია ფორუმის წევრები). ჩემი ნაშრომი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია რაზედაც ბოდიშს ვიხდი მალე წიგნად გამოვა (სახსრებზეა დამოკიდებული), მანამდე გადავწყვიტე ამონარიდებს შემოგთავაზებთ. ,,უფალი იყოს ჩვენი შემწე, ამინ''. kitxva.gif


--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Mar 16 2026, 09:48 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,562
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეთნოგრაფიულ მასალაში ასახულია სამეგრელოში კერპის შემუსვრისა და ჯვრის აღმართვის ისტორია. მარტვილის მონასტრის ადგილზე ძველად აღმართული ყოფილა კერპი, რომელსაც "კაპუნია"-ს (იგივე "დიდგმირს") უწოდებდნენ.

ეს იყო ლითონის კაცის პირღია ფიგურა, რომელსაც მსხვერპლად ბავშვებს სწირავდნენ. "კაპუნია" მიბმული იყო დიდ მუხაზე ("ჭყონ დიდზე").

გადმოცემის თანახმად, სოფელ მარტვილში ჩასულმა წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმეონ კანანელმა შეუსრეს კერპი, მოჭრეს მუხა, რომელზეც კაპუნია იყო მიბმული და მის ნაცვლად ჯვარი აღმართეს.

ამ ისტორიული მოვლენის უკვდავსაყოფად აღნიშნული კუთხის მღვდელმთავარს "ჭყონდიდელი" ეწოდა.

ისტორიულ წყაროებად ასევე შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოში შემორჩენილი უძველესი ტოპონიმები. ასე, წმინდა ანდრიას სამოციქულო გზებზე მიგვანიშნებენ დღემდე შემორჩენილი ტოპონიმები: "ანდრიაწმინდა" და "ანდრიას წვერი" მესხეთში, "ანდრიას გორა" მარტოფში და სხვ. ქადაგების ადგილებში მოციქულს ყველგან ჯვრები აღუმართავს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2025, გვ.13/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th March 2026 - 03:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი