IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მეფე ვახტანგ გორგასალი, "უშიშ იყო ვითარცა უხორცო"
marine
პოსტი Jun 16 2023, 07:57 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,562
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საოცარი გარეგნობით გამოირჩეოდა თურმე მეფე: იყო "უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა" (2 მეტრი და 40 სმ) და "უმშვენიერეს სახითა". შეეძლო ბრძოლა ურიცხვ ლაშქართან და მხრებზე ცხენშემოდებული შეუსვენებლივ ადიოდა მცხეთიდან არმაზის ციხემდე. დაეწეოდა გაქცეულ ირემს და რქებით დაიჭერდა. საოცრად ჰყვარებია რაინდული ორთაბრძოლები. ორი გოლიათი მოუკლავს 16 წლისას, ოსეთში პირველი ლაშქრობის დროს - თარხან ხაზარი და ბაყათარ ოსი, საბერძნეთში ლაშქრობისას მათი სარდალი - პოლიკარპოსი, ინდოეთში ლაშქრობისას კი, 15 გოლიათი ძლია საოცარი სიმამაცით"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.11/

"წერილობითი წყაროების მიხედვით, სვეტიცხოველში პირველი დაიმარხა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი. "მოკვდა ვახტანგ და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სვეტსა თანა (პატრიარქის საყდრის გვერდით, სვეტის ახლოს - აზუსტებს ნატროშვილი), რომელსა შინა არს ღმრთივ აღმართებულსა სვეტისაგან აღპყრობა". საფლავის ქვაზე დახატული ყოფილა მეფე ვახტანგი იმ ზომით, რა სიმაღლისაც იყო. პირვანდელ საფლავის ქვას ჩვენამდე არ მოუღწევია, გადმოცემით მარმარილოს ფილა შაჰ-აბასის ბრძანებით დაუმსხვრევიათ."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Mar 17 2026, 06:09 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,562
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გავამახვილეთ 2014 წელს, რომ ჯუანშერის ცნობები ვახტანგ გორგასლის მიერ ოპიზაში მონასტრის დაარსებასთან დაკავშირებით სარწმუნო უნდა იყოს.

ოპიზის მონასტერი უშუალოდ ვახტანგ მეფის ბრძანებით არსდება:

"უბრძანა, რათა გამონახოს ხევსა მას შინა ადგილი სამონასტრე და აღაშენოს ეკლესია, და ქმნეს მონასტრად, ვითარცა ეხილვნეს მონასტერნი საბერძნეთისანი".

ასეთი მნიშვნელოვანი ცნობის უარყოფა დაუშვებელია. ბიზანტიის იმპერიაში იმხანად აღორძინებული სამონასტრო ცხოვრების მსგავსად ქართველი მეფეც იწყებს მონასტრების აგებას და ეს ფაქტი შესაძლოა ავტოკეფალიის მოპოვებამდე ხდებოდა. პონტოში ლაშქრობის დროს, როგორც ჩანს, ვახტანგ გორფასალმა ბერძნული მონასტრები ნახა და მათ მსგავსად ააგო ოპიზის მონასტერი.

უნდა შევნიშნოთ, რომ ვახტანგ გორგასლის იერუსალიმში ყოფნის დროს წმინდა მიწაზე უკვე არაერთი მონასტერი მოქმედებდა და ბუნებრივია ქრისტიანი მეფე, რომელმაც საკათალიკოსო დააარსა თავის ქვეყანაში, მონასტერთა აგება-გამშვენიერებაზეც იზრუნებდა, სწორედ ამის გამო ამბობს ჯუანშერი, რომ "ვითარცა ეხილვნეს მონასტერნი საბერძნეთისანი".

ერთ-ერთი ძველი გადმოცემით, რომელზეც მ. საბინინი საუბრობდა, ვახტანგ გორგასალს იერუსალიმში ყოფნის დროს მოუნახულებია იერუსალიმის პატრიარქი, რომელსაც საჩუქრები გადასცა და მისგან გამოითხოვა ადგილი ეკლესიის ასაშენებლად ქართველი მომლოცველებისთვის.

იერუსალიმის პატრიარქს დაუკმაყოფილებია ვახტანგ მეფის სურვილი და გადაუცია ადგილი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის ასაშენებლად. აქედან გამომდინარე, ვახტანგ გორგასალი თავისი პოლიტიკური წონისა და მონდომების შედეგად ჯერ იერუსალიმში, ხოლო შემდეგ საქართველოში აარსებს მონასტრებს, რაც ძალიან ლოგიკურია.

ვახტანგ მეფის იერუსალიმში ყოფნის დროს არ არის გამორიცხული, რომ იქ უკვე იმყოფებოდნენ ქართველი მონაზვნები (ზოგიერთი მკვლევარი ვახტანგის იერუსალიმში ჩასვლას საეჭვოდ მიიჩნევს)"

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.17/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2026 - 11:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი