IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩვენი ეკლესის ტრაგიკული ფურცლები, კომუნისტების მიერ რეპრესირებული ქართული ეკლესია
შოთა
პოსტი Oct 28 2006, 11:52 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ამ თემაში ვისაუბროთ იმ ეკლესიებსა და სასულიერო პირების ბედის წერაზე, რომლებიც ამ რეპრესის მსხვერპლი გახდენ.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Mar 25 2026, 08:05 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1930 წლის 17 იანვარს სოფლის ურწმუნო ახალგაზრდების მიერ გაიძარცვა და შეიბღალა აკურის ეკლესია. დაწვეს მთეი შიდა ეკლესია თავისი ქონებით, კანკელი, ტრაპეზი, ოდიკი, სახარება და საღვთისმსახურო წიგნები.

მღვდელმა აბრაამა [ტარიელაშვილი] მრევლის დახმარებით, კვლავ აღადგინა ტაძარი და ალავერდელი ეპისკოპოს სტეფანეს ლოცვა-კურთხევით შეასრულა ტაძრის ხელახლი კურთხევა (ექტენია).

ამ ამბის შემდეგ ხელისუფლება სასტიკი სიმკაცრით გაუსწორდა მოძღვარს და აიძულა იგი მიეტოვებინა ეკლესიაში სამსახური. ამას ადასტურებს 1930 წლის 31 იანვარს ეპისკოპოს სტეფანესადმი მიწერილი მისი წერილი:

"1930 წლის 28 იანვარს, ღამის თერთმეტს საათზედ, დამესხნენ მძინარეს ბოროტმოქმედნი და ამიტეხეს ვინტოვკებით ზალპით სროლა. ფანჯრები სულ მთლად ჩამილეწეს და კარებები დამიფაცხავეს, ტახტსა და კედლებს ეჯახებოდა ტყვიები. მე ღვთის განგებით უვნებელად დავრჩი, მაგრამ ძლიერ შევშინდი. ასეთი საქციელი აქაური ჯეელი ბიჭებისაგან ყოველთვის მოსალოდნელია, რადგან საიდუმლო კრებაზედ დაედგინათ ეკლესიის დაწვაც და ჩემი მოკვლაც. ამიტომ მე გადავწყვიტე, დროებით თავი გავანებო სამსახურსა და თბილისში ჩასვლა ბარგით შვილებთან. ამაზედ ვთხოვ თქვენს მეუფებას, რათა მიბოძოთ ქაღალდი სხვა ეპარქიაში სამსახურისა".

მეუფე სტეფანემ მას ერთი თვის შვებულება მისცა. თუმცა, როგორც საეკლესიო საბუთებიდან ვიგებთ, მღვდელი აბრაამი ეპარქიაში ვეღარ დაბრუნდა. 1931 წლის 1 იანვარს შედგენილ ალავერდის ეპარქიის სამღვდელოების სიაში, იგი აღარ წერია მოქმედი სამღვდელოების რიგებში.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან ქ. თბილისში შვილების ოჯახში გაატარა. ყოფილი მოძღვარი 1940 წლის 4 მარტს გარდაიცვალა"

/"საპქტრიარქოს უწყებანი" N1, 2026, გვ.23/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 06:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი