IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველ მეფეთა და მათი ოჯახის წევრების საფლავები, სურათები, აღწერილობა
Lenus
პოსტი Jun 20 2007, 08:08 AM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ეს საკითხი გვერდით თემაში წამოიჭრა და მგონი კარგი იქნებოდა ცალკე გავცნობოდით ან გაგვეხსენებინა რომელი მეფე სადაა დაკრძალული.

მე ასევე მაინტერესებს ბატონიშვილთა და დედოფალთა გარდაცვალების დეტალებიც და საფლავების ადგილსამყოფელიც.

დავიწყოთ ნელნელა, რადგან აქ ძირითადად მრევლი შემოდის, ყველას გთხოვდით რომ ვინც სდ მოხვდებით, სურათი გადაუღოთ ეკლესიებში ან მონასტრებში განსვენებული მეფეებისა და მათი ოჯახის წევრების საფლავებს.

წინასწარ მადლობა ყველას!


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Mar 26 2026, 02:46 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათში ასევე დაცული არის გვიანი შუასაუკუნეებში მოღვაწე ქართველი მეფეებისა და საეკლესიო მოღვაწეების საფლავის ქვები. მათ შორის არ არის ცნობილი, ვინ განისვენებს ზოგიერთ საფლავში. ჩვენი ყურადღება მიიპყრო გელათის მთავარ ტაძარში წმ. მარინეს სახელობის (ჩრდილოეთით) ეკვდერში, შესასვლელ კართან არსებულმა საფლავის ქვამ.

იგი საკმაოდ ძველია და არ გამოვრიცხავთ, რომ საფლავში XIII-XIV საუკუნეში მოღვაწე რომელიმე ქართველი მეფე განისვენებდეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია გელათში დაცული დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსთა საფლავის ქვები. ჩვენ საშუალება გვაქვს მთავარ ტაძარში დავაფიქსიროთ XVII და XVIII საუკუნეების ორი საფლავის ქვა, ორივე მათგანი კარგად არის დაცული. ასევე უნდა ვთქვათ, რომ გელათის მონასტრის ეზოში შემორჩა აფხაზეთის უცნობი კათალიკოსის, იაკობის საფლავის ქვა.

სავარაუდოა, რომ კათალიკოსი XV საუკუნეში მოღვაწეობდა, რადგან შემდგომი პერიოდის კათალიკოსებზე მეტნაკლებად გვაქვს ცნობები. წყაროების მიხედვით, გელათის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში განისვენებს XVI საუკუნის ცნობილი კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე.

გამოდის, რომ გელათი არამარტო სამეფო საძვალე მონასტერია, არამედ აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსთა საძვალე განსასვენებელიც არის, რაც მის უნიკალურობას კიდევ უფრო ზრდის.

გელათის სამონასტრო კომპლექსში ოთხასი წლის განმავლობაში კათალიკოსებიც იკრძალებოდნენ, რაც არ არის გასაკვირი, რადგან გელათი საკათალიკოსო კათედრალი და რეზიდენცია იყო.

აქ შემორჩენილია ასევე გაენათელი ეპისკოპოსის საფლავის ქვა თავისი საქტიტორო წარწერით (გედეონ ლორთქიფანიძე), წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ გელათში სხვა გაენათელი ეპისკოპოსებიც განისვენებენ, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გელათი გაენათელ მღვდელმთავართა განსასვენებელიც იყო"

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.50-51/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Lenus   ქართველ მეფეთა და მათი ოჯახის წევრების საფლავები   Jun 20 2007, 08:08 AM
მამფალი   http://img225.imageshack.us/img225/7229/foto647hs3...   Jun 20 2007, 10:13 AM
Lenus   ეს შეკითხვა დაისვა...   Jun 20 2007, 10:49 AM
ნათია   ეს შეკითხვა დაისვ...   Jun 28 2007, 06:15 PM
likita   1737წ გარდაიცვალა ვა...   Jun 20 2007, 04:40 PM
likita   www.people.istoria.ge ამ საიტიდ...   Jun 20 2007, 04:50 PM
Lenus   ერთი გენეალოგიური ...   Jun 22 2007, 09:10 AM
Lenus   ახლახან აღმოვაჩინ...   Jun 28 2007, 04:17 PM
Lenus   პეტრე ალექსანდრეს ...   Jun 28 2007, 04:46 PM
Lenus   ნათია ნამყოფი ხარ ...   Jun 28 2007, 06:36 PM
catherina_10   აბა რას იტყვით თამ...   Sep 17 2007, 12:52 PM
marine   "გელათში ასევე და...   Mar 26 2026, 02:46 PM
marine   "ისტორიკოსი ბაბი...   Mar 27 2026, 11:32 AM
marine   "[გელათის] დასავლ...   Mar 27 2026, 03:21 PM
marine   გელათში დაკრძალულ...   Mar 28 2026, 07:21 PM
marine   "გელათის სამეფო მ...   Mar 29 2026, 05:59 PM
marine   "გელათის გამშვენ...   Mar 30 2026, 02:41 PM
marine   "მესამე რიგს უნდა...   Mar 30 2026, 03:34 PM
marine   "მეფეთა საფლავებ...   Mar 31 2026, 03:16 PM
marine   "...XVII საუკუნის დამ...   Mar 31 2026, 04:08 PM
marine   "ცალკე აღნიშვნის ...   Mar 31 2026, 04:46 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Apr 2 2026, 04:51 PM
marine   "გელათი საქართვე...   Apr 2 2026, 08:05 PM
marine   " გელათის მონასტრ...   Apr 3 2026, 12:45 PM
marine   "უცნაური და განსხ...   Apr 3 2026, 01:03 PM
marine   "დავითისვე [აღმაშ...   Apr 7 2026, 09:11 PM
marine   "ჭყონდიდის საეპი...   Apr 10 2026, 03:47 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Apr 11 2026, 02:18 PM
marine   "თანამედროვე პერ...   Apr 16 2026, 07:16 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Apr 21 2026, 04:56 PM
marine   "თამარ მეფის მოღვ...   Apr 23 2026, 06:26 PM
marine   "თამარის გარდაცვ...   Apr 25 2026, 03:32 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 03:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი