IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველ მეფეთა და მათი ოჯახის წევრების საფლავები, სურათები, აღწერილობა
Lenus
პოსტი Jun 20 2007, 08:08 AM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ეს საკითხი გვერდით თემაში წამოიჭრა და მგონი კარგი იქნებოდა ცალკე გავცნობოდით ან გაგვეხსენებინა რომელი მეფე სადაა დაკრძალული.

მე ასევე მაინტერესებს ბატონიშვილთა და დედოფალთა გარდაცვალების დეტალებიც და საფლავების ადგილსამყოფელიც.

დავიწყოთ ნელნელა, რადგან აქ ძირითადად მრევლი შემოდის, ყველას გთხოვდით რომ ვინც სდ მოხვდებით, სურათი გადაუღოთ ეკლესიებში ან მონასტრებში განსვენებული მეფეებისა და მათი ოჯახის წევრების საფლავებს.

წინასწარ მადლობა ყველას!


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Mar 28 2026, 07:21 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გელათში დაკრძალული მეფე-დედოფლების და სასულიერო პირთა ნუსხა


დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებულ სამეფო საძვალეში საქართველოს ყველაზე მეტი მეფე-დედოფალია დაკრძალული. აღსანიშნავია, რომ გელათში მეფეთა გვერდით იკრძალებოდნენ მათი მეუღლეები, ასევე ბატონიშვილები, ანუ სამეფო ოჯახის წევრებიც.

გელათის სამეფო საძვალეში პირველად მღვდელმთავარი გიორგი ჭყონდიდელი დაკრძალეს: „ოვსეთს ყოფასა შინა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი... და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და მუნ დაემარხა“. ეს ფაქტი კარგად მოწმობს, რაოდენ პატივს მაიგებდა დავით მეფე თავის აღმზრდელს.

ერთიანი საქართველოს მეფეები

„1.წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1125 წელი სამხრეთ კარიბჭე. XVI საუკუნის მეორე ნახევარში, წმინდანად შერაცხვის შემდეგ, გადაასვენეს გელათის მთავარი ტაძრის საკურთხეველში. გელათში განისვენებს ასევე დავითის მეუღლე გურანდუხტი, კონკრეტული ადგილსამყოფელი უცნობია.

2.დემეტრე პირველი 1156 წელი, გელათის მთავარი ტაძრის ერთ-ერთი ეკვდერი (სავარაუდოდ დასავლეთ ან სამხრეთ მინაშენში). დემეტრეს მეუღლე თამარი. ჯ. სამუშიას მიხედვით, დემტრეს მეუღლე იყო რუსუდანი, რომელთანაც დემტრეს ხუთი შვილი შეეძინა.

3.დავით მეხუთე, დემეტრეს ძე 1155 წ. მეუღლე თამარი.

4.გიორგი მესამე 1184 წ. (სავარაუდოდ, მთავარი ტაძრის სამხრეთ მინაშენი). მისი მეუღლე ბურდუხანი 1182წ.

5.წმინდა მეფე თამარი 1213 წ. (წმ. ანდრიას სახელობის ეკვდერი, ან საკურთხეველთან საიდუმლო აკლდამა?). დავით სოსლანი 1206 წ. მთავარი ტაძარი.

6.გიორგი IV ლაშა 1223 წლის 18 იანვარი. (სავარაუდოდ მთავარი ტაძრის სამხრეთი მინაშენი).

7.მეფე რუსუდანი 1245 წელი (სავარაუდოდ, მთავარი ტაძრის სამხრეთი მინაშენი).

8. დავით VI ნარინი 1293 წელი, დაკრძალულია წმინდა ანდრიას სახელობის ეკვდერში. დავითის მეუღლე დედოფალი თამარ ამანელიძე.

9.ვახტანგ II, დავით ნარინის ძე გარდაიცვალა 1292 წელს. მისი მეუღლე ოლჯათ-ხათუნი (წმ. ანდრიას სახელობის ეკვდერი).

10.დავით IX 1360, მისი მეუღლე სინდუხტარი (ზუსტი ადგილი უცნობია).

11.ბაგრატ V 1339, მისი მეუღლე ანა (მთავარი ტაძრის სამხერთი კარიბჭე).

12.ბაგრატ VI 478. (ქართლ-იმერეთის მეფე), მისი მეუღლე ელენე. (ზუსტი ადგილი უცნობია, ერთ-ერთი ეკვდერი.

ზოგი მოსაზრებით, გელათში განისვენებენ ასევე დასავლეთ საქართველოს მეფეები: კონსტანტინე პირველი - 1327, მიქელ - 1329. მათ გარდა დასავლეთ საქართველოს მეფეები იყვნენ ბაგრატ პირველი (1329-1330) და გიორგი პირველი, ბაგრატის ძე 1389-1392. ასევე ჯ. სამუშიას აზრით, გელათში უნდა განისვენებდეს დემეტრე პირველის ქალიშვილი რუსუდან დედოფალი, რომელიც ირანში იყო გათხოვილი და შემდეგ საქართველოში დაბრუნებულა. გელათში უნდა განისვენებდეს ერთიანი საქართველოს მეფეთა ოჯახის ზოგიერთი წევრიც, თუმცა ამის შესახებ საისტორიო წყაროები არაფერს გვეუბნებიან.


იმერეთის მეფეები


13. ალექსანდრე II 1510 წ. მისი მეუღლე თამარი (ჩვენი ვარაუდით, წმინდა მარინეს ეკვდერი, სამხრეთი მხარე).

14. ბაგრატ III 1565 . მისი მეუღლე ელენე. გელათის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

15. გიორგი II 1586. მეუღლე რუსუდანი, თამარი. გელათის წმინდა გიორგის ტაძარი

16. როსტომი I 1605 წ. მისი მეუღლე თინათინი, ნესტან-დარეჯანი. (გელათის მაცხოვრის სახელობის ეკვდერი).

17. გიორგი III 1639 წ. მისი მეუღლე თამარი (გელათის მაცხოვრის სახელობის ეკვდერი).

18. ალექსანდრე III 1660 წ. მისი მეუღლე, დარეჯანი, (გელათის დასავლეთის მინაშენი, იოაკიმესა და ანას სახელობის ეკვდერი)

19. ბაგრატ IV 1681 წ. (დაკრძალვის ზუსტი ადგილი უცნობია, შესაძლო წმ. მარინეს ეკვდერი სახმრეთით)

20. გიორგი VI 1720 წ. (გელათის მაცხოვრის სახელობის ეკვდერი)

21. ალექსანდრე V 1752 წ. მისი მეუღლე მარიამი (ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკვდერი)

22. თეიმურაზ მამუკას ძე ბატონიშვილი 1772 წ. (დაკრძალვის ზუსტი ადგილი უცნობია)

23. სოლომონ I 1784 წ. გელათის ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძარი. მარიამ დადიანი - მარინეს სახელობის ეკვდერი, გულქანი - დასავლეთის მინაშენი

24. სოლომონ II 1815 წ. გადმოასვენეს ტრაპიზონიდან 1990 წელს. გელათის ღვთისშობლის სახელობის მთავარი ტაძარი

მეფეთა ოჯახის წევრები შედგნილია შედგენილია ი. ბიჭიკაშვილის ნაშრომის მიხედვით "ბაგრატიონები. საქართველოს სამეფო დინასტიის და მისი განშტოებების გენეალოგია", თბ. 2016.

დასახელებ მეფეთა გარდა დასაფლავებული არიან ბატონიშვილები, ზოგიერთი მათგანი გამოსახული არიან გელათის მონასტრის ფრესკებზე, ასე მაგალითად, ბაგრატ მეფის ვაჟები: კონსტანტინე, თეიმურაზი, ვახტანგი, კახეთის მეფე თეიმურაზ პირველის შვილიშვილი გიორგი, ასევე სხვა ბატონიშვილებიც, რომელთა შესახებ ჩვენ ცნობები არ გვაქვს.

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.178-180/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Lenus   ქართველ მეფეთა და მათი ოჯახის წევრების საფლავები   Jun 20 2007, 08:08 AM
მამფალი   http://img225.imageshack.us/img225/7229/foto647hs3...   Jun 20 2007, 10:13 AM
Lenus   ეს შეკითხვა დაისვა...   Jun 20 2007, 10:49 AM
ნათია   ეს შეკითხვა დაისვ...   Jun 28 2007, 06:15 PM
likita   1737წ გარდაიცვალა ვა...   Jun 20 2007, 04:40 PM
likita   www.people.istoria.ge ამ საიტიდ...   Jun 20 2007, 04:50 PM
Lenus   ერთი გენეალოგიური ...   Jun 22 2007, 09:10 AM
Lenus   ახლახან აღმოვაჩინ...   Jun 28 2007, 04:17 PM
Lenus   პეტრე ალექსანდრეს ...   Jun 28 2007, 04:46 PM
Lenus   ნათია ნამყოფი ხარ ...   Jun 28 2007, 06:36 PM
catherina_10   აბა რას იტყვით თამ...   Sep 17 2007, 12:52 PM
marine   "გელათში ასევე და...   Mar 26 2026, 02:46 PM
marine   "ისტორიკოსი ბაბი...   Mar 27 2026, 11:32 AM
marine   "[გელათის] დასავლ...   Mar 27 2026, 03:21 PM
marine   გელათში დაკრძალულ...   Mar 28 2026, 07:21 PM
marine   "გელათის სამეფო მ...   Mar 29 2026, 05:59 PM
marine   "გელათის გამშვენ...   Mar 30 2026, 02:41 PM
marine   "მესამე რიგს უნდა...   Mar 30 2026, 03:34 PM
marine   "მეფეთა საფლავებ...   Mar 31 2026, 03:16 PM
marine   "...XVII საუკუნის დამ...   Mar 31 2026, 04:08 PM
marine   "ცალკე აღნიშვნის ...   Mar 31 2026, 04:46 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Apr 2 2026, 04:51 PM
marine   "გელათი საქართვე...   Apr 2 2026, 08:05 PM
marine   " გელათის მონასტრ...   Apr 3 2026, 12:45 PM
marine   "უცნაური და განსხ...   Apr 3 2026, 01:03 PM
marine   "დავითისვე [აღმაშ...   Apr 7 2026, 09:11 PM
marine   "ჭყონდიდის საეპი...   Apr 10 2026, 03:47 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Apr 11 2026, 02:18 PM
marine   "თანამედროვე პერ...   Apr 16 2026, 07:16 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Apr 21 2026, 04:56 PM
marine   "თამარ მეფის მოღვ...   Apr 23 2026, 06:26 PM
marine   "თამარის გარდაცვ...   Apr 25 2026, 03:32 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 03:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი