სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| guest |
Oct 14 2007, 04:38 AM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ერთერთ სტატიაში (სერბულ ენაზე წიგნი ქართველ წმინდანთა შესახებ, სადაც მიმოხილულია აგრეთვე ისტორიული პერიოდები ), წავიკითხე ორ ადგილას, რომ ბაგრატიონები არიან დავით მეფსალმუნის მემკვიდრენი, ასევე წერია ცალკე დავით აღმაშენებელზე (ცხადია, ისიც ბაგრატიონია). ერთერთი მონასტრის იღუმენმაც ახსენა ქართველ მეფეთა ბიბლიური წარმოშობა.
რაღაც მწირი ინფორმაცია ადრე სკოლის პერიოდიდან გადაკვრით გამახსენდა ახლა, თუ არ ვცდები სუმბათ დავითისძეს მტკიცება, მაგრამ როგორც ვთქვი, აღარ მახსოვს ზუსტად,თუ ვცდები მაპატიებთ. ძალიან გთხოვთ, თუ რამე ინფორმაცია გაგაჩნიათ ამ თემის ირგვლივ, დაწეროთ, მე პირადად ძალიან მაინტერესებს. სტატიას გადავუღე სურათი,სადაც ნახსენებია ზემოთხსენებული. ![]() ![]() წინასწარ მადლობა. |
![]() ![]() |
| marine |
Mar 29 2026, 06:29 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნ. მახარაძე შენიშნავს, რომ სახელი გაენათი იერუსალიმურ წარმომავლობაზე მიგვითითებს და იერუსალიმის მრავალრიცხოვან კარიბჭეთაგან ერთ-ერთის, დასავლეთის მეორე კარიბჭის, სახელწოდებაა, იგი აღნიშნავს "ბაღის კარს". აღნიშნული მოსაზრება სრულებით ლოგიკურია, რადგან გელათი, სულიერი თვალსაზრისით, "მეორე იერუსალიმი" უნდა გამხდარიყო, ხოლო ქართველი მეფეები კი ბიბლიური მეფე დავითის შთამომავლები იყვნენ. დავით წინასწარმეტყველიც ხომ იერუსალიმის ერთ-ერთ კარიბჭე ტაძარში დაიკრძალა! დავით მეფე ბრძანებს კიდეც თავის "გალობანი სინანულისანის" ტექსტში: "ისრაელისა მეფეთა ვბაძევდი".
დავით მეფის საფლავის ქვაზე შემორჩენილია ეპიტაფია 131-ე ფსალმუნის სიტყვები. ასომთავრული წარწერა გვაუწყებს ბიბლიური დავითის სიტყვებს: "ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ეს მთნავს; აქა დავემკვიდრო მე". ჩვენი აზრით, აღნიშნული ეპიტაფიის ავტორი თავად დავით მეფეა, იგი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში რაღაც სენით იყო შეპყრობილი და მან, როგორც ჩანს, წინასწარ დაგეგმა, თუ რა უნდა დაეწერათ მის უკანასკნელ განსასვენებელზე, რომელიც გამოირჩევა უბრალოებით. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ფსალმუნის აღნიშნული სიტყვები სპეციალურად გააკეთებინა დავით მეფემ. როგორც ფსალმუნთა განმმარტებლები აღნიშნავენ: "სიონი არის ჩემი (დავითის) განსასვნებელი და დავემკვიდრები იქ, რადგან ის მე ავირჩიე". სწორედ იმ დროს, როდესაც გამოჩნდება ცხოვრება, გამობრწყინდება დავითის დიდება: "განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა". თუკი ეს სიტყვები ბიბლიური მეფე დავითის შესახებაა 131-ე ფსალმუნში, შეგვიძლია გააზრებულად ვთქვათ, რომ ქართველთა ცხებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებელია. თამარ მეფის მემატიანე დავით აღმაშენებელს უწოდებს "ახალ დავითს", ანუ ძველი დავითი ბიბლიური მეფე დავითია, ახლო ახალი დავითი - დავით აღმაშენებელია. აქედან გამომდინარე უნდა განვაცხადოთ, რომ დავით მეფის სამხრეთ კარიბჭეში არსებულ საფლავის ლოდს, მასზე ამოკვეთილ წარწერას, სამხრეთ კარიბჭეში დაკრძალვას შორის არის დაფარული კავშირი და ეს ყოველივე დავით აღმაშენებლის განსაკუთრებული ღვთისმოშიშებასა და სულიერ სიმდაბლეს უნდა მივაწეროთ" /ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.32/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
staywhite ბაგრატიონები დავით მეფსალმუნის მემკვიდრენი? Oct 14 2007, 04:38 AM
Lenus staywhite
ყოჩაღ, ძალიან ს... Oct 14 2007, 11:50 AM
staywhite დიდი მადლობა Lenus, სა... Oct 15 2007, 12:46 AM
marine ქართველთა მეფეები ... Feb 6 2008, 03:17 PM
sable staywhite
ეგ არის ერთგვა... Feb 7 2008, 02:53 AM
marine
staywhite
ეგ არის ერთგვა... Feb 11 2008, 05:51 PM
sable
მართლმადიდებლური ... Feb 12 2008, 08:57 PM
marine "გენეალოგიის გაშ... Feb 7 2008, 12:52 PM
marine ამ დღეებში, როცა პა... Feb 18 2008, 03:33 PM
sable
ამ დღეებში, როცა პა... Feb 20 2008, 02:09 PM
marine
სუმბახტის ბაგრეატ... Feb 20 2008, 02:13 PM
marine "ანჩისხატის მხატ... Jan 12 2021, 08:27 PM
marine "ძალიან საინტერე... Jan 15 2021, 08:05 PM
marine "ბაგრატიონთა გვა... Apr 4 2021, 04:56 PM
marine "აშოტ კურაპალატს ... Feb 7 2022, 08:22 PM
marine "დავით აღმაშენებ... Feb 28 2022, 04:52 PM
marine "მას [გიორგი გრუზ... Apr 13 2022, 09:12 PM
marine სანუკვარი ხილვა
... Aug 13 2024, 08:01 PM
marine "გელათი "მეორე ი... Mar 25 2026, 03:38 PM
marine "...ფრესკის ცენტრა... Mar 27 2026, 03:17 PM
marine "მემატიანე ყურად... Apr 8 2026, 09:56 AM
marine "ნ. მახარაძის აზრ... Apr 11 2026, 03:49 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 03:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი