სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Lenus |
Jun 20 2007, 08:08 AM
პოსტი
#1
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ეს საკითხი გვერდით თემაში წამოიჭრა და მგონი კარგი იქნებოდა ცალკე გავცნობოდით ან გაგვეხსენებინა რომელი მეფე სადაა დაკრძალული.
მე ასევე მაინტერესებს ბატონიშვილთა და დედოფალთა გარდაცვალების დეტალებიც და საფლავების ადგილსამყოფელიც. დავიწყოთ ნელნელა, რადგან აქ ძირითადად მრევლი შემოდის, ყველას გთხოვდით რომ ვინც სდ მოხვდებით, სურათი გადაუღოთ ეკლესიებში ან მონასტრებში განსვენებული მეფეებისა და მათი ოჯახის წევრების საფლავებს. წინასწარ მადლობა ყველას! -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
| marine |
Mar 31 2026, 03:16 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მეფეთა საფლავების საკითხზე საუბრისას ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - 1990 წელს, როდესაც გელათის მთავარ ტაძარში ჩრდილო-დასავლეთით ამზადებდნენ სოლომონ მეორის განსასვენებელს, ძალზე გაჭირდა საფლავის გაჭრა, რადგან საძირკველში იყო კლდე.
ანალოგიური რამ მოხდა 2005 წელს, როდესაც ამჯერად ჩრდილოეთ მხარეს, ამბიონთან ახლოს, გაჭრეს გაენათელი მიტროპოლიტის ექვთიმე შარაშიძის საფლავი. მაშასადამე, გელათის მთავარი ტაძარი დგას კლდოვან ქანებზე. იგივე შეიძლება ითქვას მთავარი ტაძრის ეკვდერზეც, რომლებშიც ძირითადად არის ქართველ მეფეთა განსასვენებლები, შესაბამისად, ეკვდრების ქვემოთ იატაკი კლოდოვანი ქანი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ისინი საგანგებოდ უნდა გაეჭრათ. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეკვდრების ქვემოთ უნდა იყოს საძვალე აკლდამები, მათი არსებობა მთავარი ტაძრის ამბიონის მიდამოებშიც არის შესაძლებელი" /ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.48/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Lenus ქართველ მეფეთა და მათი ოჯახის წევრების საფლავები Jun 20 2007, 08:08 AM
მამფალი http://img225.imageshack.us/img225/7229/foto647hs3... Jun 20 2007, 10:13 AM
Lenus ეს შეკითხვა დაისვა... Jun 20 2007, 10:49 AM
ნათია
ეს შეკითხვა დაისვ... Jun 28 2007, 06:15 PM
likita 1737წ გარდაიცვალა ვა... Jun 20 2007, 04:40 PM
likita www.people.istoria.ge ამ საიტიდ... Jun 20 2007, 04:50 PM
Lenus ერთი გენეალოგიური ... Jun 22 2007, 09:10 AM
Lenus ახლახან აღმოვაჩინ... Jun 28 2007, 04:17 PM
Lenus პეტრე ალექსანდრეს ... Jun 28 2007, 04:46 PM
Lenus ნათია
ნამყოფი ხარ ... Jun 28 2007, 06:36 PM
catherina_10 აბა რას იტყვით თამ... Sep 17 2007, 12:52 PM
marine "გელათში ასევე და... Mar 26 2026, 02:46 PM
marine "ისტორიკოსი ბაბი... Mar 27 2026, 11:32 AM
marine "[გელათის] დასავლ... Mar 27 2026, 03:21 PM
marine გელათში დაკრძალულ... Mar 28 2026, 07:21 PM
marine "გელათის სამეფო მ... Mar 29 2026, 05:59 PM
marine "გელათის გამშვენ... Mar 30 2026, 02:41 PM
marine "მესამე რიგს უნდა... Mar 30 2026, 03:34 PM
marine "...XVII საუკუნის დამ... Mar 31 2026, 04:08 PM
marine "ცალკე აღნიშვნის ... Mar 31 2026, 04:46 PM
marine "დავით აღმაშენებ... Apr 2 2026, 04:51 PM
marine "გელათი საქართვე... Apr 2 2026, 08:05 PM
marine " გელათის მონასტრ... Apr 3 2026, 12:45 PM
marine "უცნაური და განსხ... Apr 3 2026, 01:03 PM
marine "დავითისვე [აღმაშ... Apr 7 2026, 09:11 PM
marine "ჭყონდიდის საეპი... Apr 10 2026, 03:47 PM
marine "დავით აღმაშენებ... Apr 11 2026, 02:18 PM
marine "თანამედროვე პერ... Apr 16 2026, 07:16 PM
marine "დავით აღმაშენებ... Apr 21 2026, 04:56 PM
marine "თამარ მეფის მოღვ... Apr 23 2026, 06:26 PM
marine "თამარის გარდაცვ... Apr 25 2026, 03:32 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 03:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი