IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რუის-ურბნისის საეკლესიო კრება
afxazi
პოსტი Dec 11 2008, 03:15 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელიც XII ს-ის დასაწყისში გაიმართა უშუალოდ დავით აღმაშენებლის ჩარევით იქნა მოწვეული, ეს ფაქტი ცხადია ბადებს კითხვას, იყო თუ არა ეს ხელისუფლების, რომელსაც ამ შემთხვევაში მეფე დავითი წარმოადგენდა, ჩარევა ეკლესიის საშინაო საქმეებში?

მე არ მინდა ვისაუბროთ იმის შესახებ თუ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ამ კრებაზე, არამედ ვისაუბროთ ამ კრებაზე, როგორც მოვლენაზე, იყო თუ არა ხელისფლების ჩარევა ეკლესიის საქმეებში და თუ რამხელა მნიშვნელობა ქონდა ამ კრებას საქართველოს ეკლესიის შემდგომი განვითარებისათვის.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Apr 7 2026, 02:45 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,062
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუის-ურბნისის კრების მოწვევის უმთავრეს მიზეზთა შორის რამდენიმე უნდა გამოვყოთ:

საეკლესიო პირთა, განსაკუთრებით მაღალი იერარქიის წარმომავლობა, რასაც უმთავრესი პრობლემა გამოუწვევია;

საეკლესიო პირების მიერ სიმდიდრისადმი სიყვარული, ანუ ვერცხლის მოყვარეობა. ეს საქმე გაუმართლებელი იყო მაშინაც კი, თუ მღვდელმთავარი ეკლესიის ასაგებად ან აღაპთა დასადებად აგროვებდა თანხას;

საეკლესიო პირთა მიერ ხალხის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობა, მათზე ზრუნვის უგულებელყოფა, უყურადღებობა, მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა, რასაც მკაცრად გმობს ქრისტიანული მორალი. გიორგი მთაწმინდელი ამგვარ მდგომარეობას "ბრძოლა ბოროტისა მტერისასა" უწოდებდა, ანუ სასულიერო პირი, ვინც მომხვეჭელობით არის დაკავებული და მოყვასს არ ეხმარება, ბოროტის საქმის აღმსრულებელია;

გაუნათლებლობა ღვთისმოშიშების არქონის ერთერთი მიზეზთაგანია, სწორედ ამიტომ იღწვოდა მთაწმინდელი მამა, როცა თავად წვრთნიდა და ასწავლიდა მომავალ სასულიერო პირებს, რომლებიც ყოველგვარ "შეურაცხთა საქმეთაგან" იყვნენ თავისუფალნი;

უზნეობა, რაც არცაა გასაკვირი უღირსი და გაუნათლებელი პირებისაგან, ისინი არანაირი ზნეობრივი კანონით არ იყვნენ შეზღუდულნი, ამიტომაც მათი ეკლესიაში ყოფნა საფრთხეს წარმოადგენდა;

საეკლესიო წესების უხეში დარღვევა, რაც გამოვლენილი იყო, როგორც უცოდინორბით, ასევე მათი დაუდევრობით. ისინი (სავარაუდოდ) თავიანთ ხარისხში ყოფნით ამართლებდნენ კანონების უხეშ დარღვევებს, რასაც მკაცრად გმობს ეკლესია ყველა დროში;

ამგვარი სულისკვეთების საეკლესიო პირები საშიშნი იყვნენ, როგორც ეკლესიის, ასევე ქვეყნისთვის. მტკიცე სახელმწიფოს შესაქმნელად დავით აღმაშენებელმა არაკეთილსინდისიერი მოღვაწეები გააძევა ეკლესიიდან, რაც შემდგომში გახდა ქვეყნის გავნითარების საწინდარი. მან ღირსების მიხედვით დააწინაურა ეკლესიაში ადამიანების და წოდებრივი პრივილეგიები უარყო"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.56/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   რუის-ურბნისის საეკლესიო კრება   Dec 11 2008, 03:15 PM
კანონისტი   afxazi სანამ მასალებს ...   Dec 11 2008, 03:19 PM
კანუდოსელი   ჩარევა ცხადია იყო, ...   Dec 11 2008, 03:53 PM
bessik   რუის-ურბნისის კრებ...   May 21 2009, 06:32 PM
afxazi   bessik ჩემის აზრით ძალ...   May 21 2009, 06:42 PM
.:Lela:.   კანონისტი გრიგოლ ...   May 21 2009, 07:11 PM
marine   "დასასრულ: - რუის-უ...   Nov 17 2016, 12:15 PM
marine   "XI-XII სს-თა მიჯნის გ...   Apr 29 2020, 05:38 PM
marine   "როცა "სიბოროტი...   Jul 10 2020, 02:15 PM
marine   "დავითმა მოიწვია ...   Nov 26 2020, 09:19 PM
marine   "[კათალიკოს-პატრი...   Feb 5 2022, 07:29 PM
marine   "ზუსტი ადგილი კრე...   Mar 1 2022, 09:45 PM
marine   "ეკლესიის ამგვარ...   Mar 18 2022, 07:25 PM
marine   "1103 წელს დავით აღმ...   Jun 30 2022, 12:56 PM
marine   "სექსუალური პათო...   Jul 3 2024, 08:46 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Jul 13 2024, 01:44 PM
marine   "დედოფალი [მართა-...   Oct 13 2025, 08:49 PM
marine   "დავითმა პირველა...   Mar 6 2026, 02:23 PM
marine   "დიდი სჯულისკანო...   Mar 21 2026, 07:25 PM
marine   "გრიგოლ ხანძთელი...   Mar 22 2026, 11:48 AM
marine   "ჩვენ დღესდღეობი...   Apr 6 2026, 02:30 PM
marine   "საეკლესიო კრება ...   Apr 6 2026, 08:01 PM
marine   "რუის-ურბნისის კრ...   Apr 7 2026, 02:45 PM
marine   "მ. საბინინის ცნო...   Apr 7 2026, 09:13 PM
marine   "რუის-ურბნისის სა...   Apr 8 2026, 09:59 AM
marine   "1104 წლის რუის-ურბნ...   Apr 9 2026, 12:25 PM
marine   "განკვეთილი სასუ...   Apr 9 2026, 01:41 PM
marine   "განკვეთილი სასუ...   Apr 9 2026, 09:37 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2026 - 07:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი