IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დ ე დ ა ქ ა ლ ა ქ ი, თბილისური ამბები...
marine
პოსტი Aug 14 2024, 07:57 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,966
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ურბანდემია

"არ ჰგავს ქალაქი მის საწყის მაკეტს,
"ურბანულ ჯუნგლებს" ბოლო არ უჩანს.
მიაქვს აფთიაქს, ბანკს, სუპერმარკეტს
ყველა უბანი და ყველა ქუჩა.

დარღვეულია ყოფის წეს-რიგი,
არვინ კითხულობს - ვის, ან რა უთქვამს?!
ხვალის მოსაგებს ყველა დღეს იგებს
და სამშენებლო მტვერ-ნაგავს სუნთქავს.

ტევა აღარ აქვს ხალხისგან ქალაქს, -
ესეც ვიღაცის "კაი-კაცობით"!
აქ კაცზე მეტი დადის მანქანა,
ყველგან რიგია, ყველგან საცობი.

ჩვენს სოფლებში კი, ამასობაში,
წელამდე თოვლი ჩამობარდნილა,
მაგრამ ეზოში არცერთი ბავშვი
თავ-პირის-მტვრევით არ გავარდნილა.

რადგან სუყველა იყო ქალაქში..."

/ირაკლი ასლანიკაშვილი/

"თბილისში თითქოს დროის მატარებელი გაჩერებულა - აქ სხვადასხვა საუკუნე თანაარსებობს".

მინდა... მინდა... იმ თბილისში მინდა...

"მინდა... მინდა... იმ თბილისში მინდა...
მხოლოდ 5 წუთით, რა თქმა უნდა...
სადაც ეშხიანად გავლა ღირდა...
სადაც გრძნობაც სხვა იყო და სუნთქვაც...

მინდა... მინდა... იმ თბილისში მინდა...
შენი ფეხის ნაბიჯებს რომ გრძნობდა...
იმ თბილისში ისე თბილად წვიმდა...
არასდროს არ გამიშლია ქოლგა...

მინდა... მინდა... იმ თბილისში მინდა...
ფანჯრებში რომ გიტარები ჩანდა...
ფიფქები რომ მოდიოდა ციდან...
იშვიათად, მაგრამ პეპლებს გავდა...

მინდა... მინდა... იმ თბილისში მინდა...
მენატრება ხიბლი ძველი ქუჩის...
თვალს ჩამიკრავს ჭაღარა მთაწმინდა...
ვიცი, იმას ჩეზე უფრო უჭირს ..."


"დედის ახალგაზრდობა რომ შემორჩება ხოლმე ბავშვის მეხსიერებას, ის ჭრელი კაბა, მხიარული ღიმილი და ლაღი ნაბიჯები, აი ეგრე მახსოვს ჩემი ბავშვობისდროინდელი თბილისის ქუჩები, თითო ქვა მახსოვს - სად, როგორ იდო, თითო ხე მახსოვს, იმათი აყვავება, მეეზოვე გულო მახსოვს, ბებიაჩემი მანეთიანს რომ აძლევდა ყოველ დილით, "მაროჟნის კაცი" მახსოვს, პლომბირი და ვაფლიანი ნაყინებით სავსე ურიკას რომ დაარახრახებდა, კიდევ "გიჟი ცაცა" მახსოვს, ყოველდღე მთელი ძალით რომ აბრახუნებდა ჩვენს ფანჯარაზე და კოჭის ძაფებს სთხოვდა ბებიას, ჩემი ეზო მახსოვს, რვა ოჯახი ერთი სიხარულით და ერთი ტკივილით რომ ვცხოვრობდით და დედის გულივით თბილი ქალაქი მახსოვს... მიდის დრო და მიჰყვება დროს ეს ჩემი ქალაქიც... ბავშვობის თბილისი კი აქ არის, გულსა და გონებაში..."

/თამარ მამაცაშვილი/

"წუხელის თეთრი ღამე ყოფილა,
თბილისს უთვლია ფიფქები თოვლის"

/ლევან ფრუიძე/

"ძალიან ცუდად მოექცნენ თბილისს და ახლაც ცუდად ექცევიან. თბილისს სხვანაირი სიყვარული უნდა. მე სოფელი არ მაქვს. თბილისის გარდა არაფერი გამაჩნია. დღეს-ხვალ უკვე მეოთხე თაობა მეყოლება. თბილისი იმიტომ კი არ უნდა გიყვარდეს, რომ მისგან რაღაც მოიგო ან გამორჩე რამეს, მიისაკუთრო. არა, თბილისს მოხუც დედასავით უნდა მოუარო".


"თბილისი დროისგან გაცრეცილი წიგნია, რომლის დაძველებული ფურცლები, შენობები და ეზოები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ იქ ნაცხოვრები მრავალი თაობის დარდებს, სიხარულსა და აუხდენელ ოცნებებს, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება დიდი ხნის წასული დროის სურნელი".

"აუცილებელია გარეუბნებს მიექცეს ყურადღება, ბევრი აუთვისებელი სივრცეა და სკულპტურა ძალიან გამოაცოცხლებდა გარემოს, თან ეს ტერიტორია გადარჩებოდა მშენებლობებისგან, რომელიც დღეს ძალიან ქაოსურად მიმდინარეობს და სულს გვიხუთავს"


"თბილისის ისტორია ისევე მრავალტანჯულია, როგორც მთელი ქართველი ერისა"

/ილია მეორე/

" - მცხეთა დიდ-დედაა, უჯარმა - დეიდა... ახლა კი ჩვენ - შვილნი - დედა-ქალაქს ვბადებთ და ვკამავთ! - გაიძახოდა გორგასალი და ყოველ ბალავარს ქვასაფუძველს თავად უყრიდა, დუღაბის პირველ ნიჩაბს თავად ადებდა"

/ლევან გოთუა, "ქვის ხოხობი"/

"თბილისურ ბაზარში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო საქონელი წყალი იყო. სასმელი წყლით მოვაჭრეებს - თულუხჩებს ეძახდნენ. თულუხი ხარის ტყავისგან დამზადებული რუმბია. წყალს ცხენზე ან ვირზე აკიდებული რუმბებით დაატარებდნენ და კოკით ყიდდნენ".


"ტფილისი ორსახა იანუსს ჰგავდა - ერთი სახით აზიას უყურებდა, მეორეთი კი ევროპას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Apr 7 2026, 08:37 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,966
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ შეძლო მიზნის აღსრულება, მან გაათავისუფლა თბილისი, რაც მრავალი ქართველი მეფის სანუკვარი ოცნება იყო, თბილისი გახდა გაძლიერებული საქართველოს ახალი დედაქალაქი, მისი გათავისუფლება თავდაუზოგავი მეფის ოცდაათწლოვანი ბრძოლის შედეგი იყო.

მეფემ ლოგიკურად დაასრულა ის რთული გზა, რომელიც მან ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში წამოიწყო, უფრო მეტიც, ბრძოლა, რომელიც ჯერ კიდევ მისმა პაპებმა წამოიწყეს, დავითმა დაასრულა.

თბილისში დარჩენილი იყო ჯარის გარკვეული ნაწილი, რომელიც წინ აღუდგა მეფეს. მათ დახმარების ყველა გზა ჰქონდათ მოჭრილი. დავითმა თავისი ყველა მოწინააღმდეგე ჩამოიცილა გზიდან, რადგან თბილისის აღების გარეშე ბრძოლა დასრულებული ვერ იქნებოდა.

დავითის მემატიანე დიდგორის ბრძოლის დასრულებისთანავე გვაუწყებს, რომ "ხოლო მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ".

მრავალსაუკუნოვანი ტყვეობის შემდეგ თბილისმა კვლავ დაიბრუნა თავისი ბუნებრივი და პოლიტიკური მდგომარეობა, რაც მას ისტორიულად გააჩნდა საქართველოში. მეფის მიერ თბილისის აღება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ უცხოელ ავტორებს: ალ-ფარიკი, მათე ურჰაეცი და იბნ-ალ-ჯაუზი გადმოგვცემენ მეფის მიერ გამართულ ბრძოლაზე: დავითს ძალით აუღია თბილისი, თავისი მოწინააღმდეგენი გაუნადგურებია, ქალაქის მაცხოვრებლები კი შეუწყალებია.

დიდგორის ბრძოლის დამთავრებისა და თბილისის აღების შემდეგ, ფაქტობრივად, დასრულდა საქართველოს სამეფოს მიერ წარმოებული ქვეყნის შემომტკიცების პროცესი. ამიერიდან თბილისი სამეფო ქალაქი გახდა"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2026 - 12:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი