სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Jun 16 2023, 07:57 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საოცარი გარეგნობით გამოირჩეოდა თურმე მეფე: იყო "უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა" (2 მეტრი და 40 სმ) და "უმშვენიერეს სახითა". შეეძლო ბრძოლა ურიცხვ ლაშქართან და მხრებზე ცხენშემოდებული შეუსვენებლივ ადიოდა მცხეთიდან არმაზის ციხემდე. დაეწეოდა გაქცეულ ირემს და რქებით დაიჭერდა. საოცრად ჰყვარებია რაინდული ორთაბრძოლები. ორი გოლიათი მოუკლავს 16 წლისას, ოსეთში პირველი ლაშქრობის დროს - თარხან ხაზარი და ბაყათარ ოსი, საბერძნეთში ლაშქრობისას მათი სარდალი - პოლიკარპოსი, ინდოეთში ლაშქრობისას კი, 15 გოლიათი ძლია საოცარი სიმამაცით"
/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.11/ "წერილობითი წყაროების მიხედვით, სვეტიცხოველში პირველი დაიმარხა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი. "მოკვდა ვახტანგ და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სვეტსა თანა (პატრიარქის საყდრის გვერდით, სვეტის ახლოს - აზუსტებს ნატროშვილი), რომელსა შინა არს ღმრთივ აღმართებულსა სვეტისაგან აღპყრობა". საფლავის ქვაზე დახატული ყოფილა მეფე ვახტანგი იმ ზომით, რა სიმაღლისაც იყო. პირვანდელ საფლავის ქვას ჩვენამდე არ მოუღწევია, გადმოცემით მარმარილოს ფილა შაჰ-აბასის ბრძანებით დაუმსხვრევიათ." /"კარიბჭე" N13, 2006, გვ.31/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Apr 8 2026, 10:21 AM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქრისტიანული სამყაროს დამცველის იდეა ახალი არ იყო, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა ეს აზრი და მისი ერთგული დამცველი იყო ვახტანგ გორგასალი.
ვახტანგ მეფის მემატიანე ჯუანშერი გვაუწყებს ვახტანგ დიდი გორგასლისა და სინდტა მეფის კამათის შესახებ: ვახტანგ მეფე სინდთა მეფეს უხსნიდა, რომ მისი ბრძოლა სპარსელების მხარდამხარ შემთხვევითი არ იყო, რომ "არა მიქნია მოსვლა ამას ქვეყანასა დიდებისათვის ამა სოფლისა, არცა მსახურებისათვის სპარსთა მეფისა, არამედ მსახურებისათვის ღმრთისა დაუსაბამოისა, სამებისა ერთარსებისა... რამეთუ ჩემი აქა მოსვლით პირველად გამომიხსნია იერუსალემი, წმინდა ქალაქი, სადა დადგეს ფერხნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი... და შემდგომად ყოველი საქრისტიანო დამიხსნია მოოხრებიაგან, რამეთუ მისცემოდა ჟამი სპარსთა მეფესა მოტყუევნად ყოვლისა საქრისტიანოსა". ვახტანგ გორგასალი ღვთის სადიდებლად იბრძვის და მისი ბრძოლა არ იცავს მხოლოდ საქართველოს, რადგან მისთვის იერუსალიმი წმინდა ქალაქია და იგი ამისთვის წუხს. მთავარი იდეა მეფის სიტყვებში შემდეგია: "ყოველი საქრისტიანო დამიხსნია მოოხრებისაგან". აშკარაა, რომ დავით აღმაშენებელი ასეთი სულისკვეთებით იყო აღზრდილი, იგი არ კმაყოფილდება თურქ-სელჯუკების მხოლოდ საქართველოდან გაძევებით. დავითისთვისაც იერუსალიმი წმინდა ქალაქია, იგი თავის სამეფოშიც აარსებს "ახალ იერუსალიმს", დიდძალ თანხას აგზავნის წმინდა ქალაქში ქართული სავანეების ასაღორძინებლად" /ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.120/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine მეფე ვახტანგ გორგასალი Jun 16 2023, 07:57 PM
marine "ვახტანგის საომა... Jun 17 2023, 10:53 AM
marine "ეგნატე იოსელიან... Aug 16 2023, 06:37 PM
marine "ბოლშევიკების მს... Aug 18 2023, 02:01 PM
marine "V საუკუნეში, საქა... Sep 3 2023, 07:52 PM
marine "წმინდა მეფის შემ... Nov 7 2023, 06:44 PM
marine "როგორც მოგეხსენ... Nov 16 2023, 08:45 PM
marine წმიდა პეტრე I კათოლ... Feb 13 2024, 06:03 PM
marine წმინდა დღე
"რამ გ... Aug 14 2024, 07:51 PM
marine "თქვენ იცით, წმინ... May 25 2025, 08:56 PM
marine "გადმოცემით, სანა... Jun 15 2025, 09:36 PM
marine "პირველი დღე დასა... Aug 23 2025, 12:51 PM
marine "ძველი ქართული წყ... Mar 12 2026, 08:41 PM
marine "ვახტანგ გორგასლ... Mar 14 2026, 02:34 PM
marine "აღნიშნულ საკითხ... Mar 17 2026, 06:09 PM
marine "წმინდა მოციქული ... Mar 23 2026, 03:08 PM
marine სრულიად საქართველ... Mar 27 2026, 04:31 PM
marine "ჯერ კიდევ ვახტან... Apr 19 2026, 07:49 PM
marine "ასიოდე წლის წინ ... Apr 23 2026, 06:30 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 03:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი