IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველ მეფეთა და დედოფალთა შემოქმედება
marine
პოსტი Jun 28 2007, 02:00 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ფორუმელებო, აქ განვათავსოთ ჩვენი მეფეებისა და დედოფლების შემოქმედება..


მეფე თეიმურაზ I (1589 - 1663)

გრემის სასახლეზე


1
ღმერთი არს თავის ყოველთა, იგ ვაქოთ, განვადიდოთო,
სამნი ნათელნი ერთად ვთქვათ მამა, ძე, სული წმინდოთო,
მისის ცნობითა განვნათლდეთ, გონება განვიწმინდოთო,
განვაგდოთ უსჯულოება, ნუ ვემსგავსებით დიდოთო.

2
აქ არის აშოტ, გუმბაზი ბაღჩას დგას შუა-გულოსა,
შიგ ათასფერნი ყვავილნი, ვარდი გაშლილი გულოსა,
ცნობილთა კაცთა საჯომლად ადრითგან გამეგულოსა,
ჩემიმც ცოდვა აქვს, ავს კაცსა კარი არ დაუგულოსა.

3
აქ არის ბაზმის სოჰბათი, სუფრისა შემკობილობა,
დრო ახალ ნერგთა ყვავილთა, ტურფა ვარდისა შლილობა,
ბულბულთა ბგერა, ყივილი, ხმა-მჭევრად შეწყობილობა,
მუტრიბთა რასტი მუღამი, სასმენელთათვის ტკბილობა

4

თვითან შვენის და აშვენებს წალკოტსა, ბაღჩა-ბაღასა,
თუ ლხინი გინდათ, თქვენც ნახავთ სხვას უკეთესსა რაღასა?
გიაჯ, ჩემს უკან ვინც დარჩეთ: პატრონსა, ყმასა, აღასა,
ვინც უპატიოდ მიეპყრას, ცოლიც მისი ჰგავს ბაღასა.

5
სახლი შევმზადე სალხინოდ მე მეფემ თეიმურასო,
შევამკევ კედელ-ყურენი, ვეჭვ, თავსაც კარგად ბურავსო,
დავხატე ფერად-ფერადად, ჰგავს, რამე იყოს მურასო,
ტალახიანის ფერხითა ნურავინ გამიმურავსო.

6
რომ თქვენი სხივნი არ მისწვთა, არ მორჩა შუკა-დაბანი,
შენ შემოგჭვრეტენ მყურენი, სად სარკმელია და ბანი,
რაზომც ჯერ ვერ თქვენ გიახლოს, თვალნი, მინა და დაბანი,
ვფიცავ, რომ ყველა გახდების თქმა ტკბილად, ანუ და ბანი.

7
შენებრ ვინ ვპოვოთ მნახავთა, პირველვე ვიცით, რაც არის,
რომ ზღუდეც მოვლოთ ქვეყნისა, ანუ მიდამო რაც არის,
წაღმავე მოვა თქვენს წინა, ვინცა უკუღმა რაც არის,
ვარსკვლავთა დასნი გემონენ, ერთმანეთს მსწრობნი რა ცა რის.


8
მსგავსად საკადრად ხელ-ყოფნა, ნეტარ, ვით ძალ-აქვს ენას მით!
სხვანი ყოფილნი ხტომით თქვეს, მაგრა თქვენს შუქსა ენასმით,
შორს მყოფნი ამად ნატრობენ, მოგახლდენ, - იყვნეთ ენასმით,
თქვენს სიყვარულსა ზავებდენ, იგ ტკიბლად რასმე ე ნასმით.

9
მწერალიც დაშვრა ცოტადრე, გარჯა ხვდა, რა ეს აწერა,
ცოდნა და ხელოვნება ხამს, თვარ უქმად ყოფნა აწე რა?
მოდით, იკითხეთ, ტრფიალონო, შემოკრებილ აქა წერა,
გულო, ვერ მოსხლტი ქებითა, წიგნის პატრონზედ ა წერა!




თამარის სახე დავით გარეჯას

მეფენი მოვლენ სურვილით, შენსა სახესა ჰმონებენ,
შეურაცხჰყოფენ მნათობთა, ნათლად არ მოიგონებენ,
სხივ-მოსიერად გიმზერენ, უვკდავ-მყოფელად გგონებენ,
იშვებენ, მათთა პატიჟთა მათ ლხინთა შეუწონებენ.



შენ სამებაო, ერთ-არსებაო, სამ-გვაროვნებით ერთო,
განუწვალებელო,
ერთ ბუნებო, უშობელო და ძეო შობილო, სულო მამისაგან
გამომავალო,
მოსავსა შენსა მეფესა, პატრონს თეიმურაზს, მეოხ მეყავ.

ოდეს მოხვიდე განკითხვად, ქრისტე, და გამოჩნდეს მადლი,
დიდება
შენი და დასჯდე ცხოველთა და მკვდართა მსაჯულად, და
განარჩევდე
ცხოვართა თიკანთაგან, ნუ წარმავლენ მარცხენით კერძო,
შეცოდებულსა ამას მონასა შენსა, არამედ მომეც შენოდა
ბრალეუსა.


დედაო უსხეულოსა ნათლისაო და მშობელო სიტყვისა ღვთისაო,
საყდარო, ეტლო, ღრუბელო ნათლისაო, მე დაბნელებუსა ამას
ცოდვათაგან, მითხოვე ძისა შენისაგან შენდობა ბრალთაგან.
რომელნი მიემთხვივნეთ ჩემსა ამას მცირესა ნაღვაწსა
აღსარებასა
წმიდნისა სამებისასა, გაფუცებთ ცხოველსა მას ღმერთსა
ყოველთასა,
შენდობას ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილსა ამის მეფისა
თეიმურაზისათვის,
რათა ქრისტემან თქვენცა მოგცეს მისისა სასუფეველის
მკვიდრობა
და კურთხევისა ხმისა მისისა სმენა. ამინ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Apr 10 2026, 08:22 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "გალობანი სინანულისანის" მეცხრე გალობის შინაარსი: "ჟამი რაი წულილთა და ხმელთა აღმოფშვნათაი წარმოდგეს, ზარი მეფობისა წარხდეს და დიდება დაშრტეს, შვებანი უქმ იქმენ, ყვავილოვნება დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაი, სხუასა შეუდგეს სპანი, მაშინ შემიწყალე მე, მსაჯულო ჩემო, იესო ღმერთო".

ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ დავით მეფე ამ ადგილზე სხვა, მომდევნო მეფის ტახტზე ასვლაზე საუბრობს, მაგრამ ეს არაა ასე. იგი კვლავ საკუთარ სულზე ფიქრობს, მეორედ მოსვლის დროს შეწყალებას გამოითხოვს უზენაესისაგან.

"წულილი და ხმელი" საგნის თვისებებს აღნიშნავენ. პირველ ნაწილში ნაგულისხმევია სამყაროს ოთხი ელემენტის (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი) დაშლა-დარღვევა სამყაროს განკითხვის დღეს. "სხუად" უნდა ვიგულისხმოთ ბნელეთის მეუფე ანტიქრისტე, რომელიც სამყაროს მოევლინება განკითხვის დღის დადგომამდე და თავის თავს უწოდებს ღმერთსა და მეუფეს.

მეფე სამყაროს ბოლო, ყველაზე რთულ ჰერიოდს გაიაზრებს, რადგან ამ დროს მოხდება ყველა ადამიანის საბოლოო განსჯა, ამიტომ შეწყალებას ითხოვს, რაც მისი ღრმადმორწმუნეობის კიდევ ერთი მაგალითია.

მ. კაკაბაძე ოდნავ განსხვავებით ხსნის აღნიშნულ ადგილს: "როცა მეფობის დრო გადამივა, დიდება ჩემი მტვრად, სხვამ მიიღოს სკიპტრა ჩემი, სხვას დამორჩილდეს სპა ჩემი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!". როცა მოვა დღე განკითხვის და მე ქედდადრეკილი განსაკითხავად წარვდგები, როცა მსაჯული მართლაც სჯიდეს, "მართალნი ნეტარებდენ, ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი, მაშინ შემიწყალე, იესო ჩემო".

მეფეს არაფრად მიაჩნია მეფობა, იგი მხოლოდ სულის უკვდავებაზე ფიქრობს და უფალს შეწყალებას სთხოვს. ამის დასტურია შემდეგი მუხლი: "განრაიეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა და მე ქედდადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად, მსაჯული მართლად ჰსჯიდე".

ძველ ქართულ მწერლობაში გვხვდება "წიგნი მატიანისა", რომელიც პატრისტიკული თვალსაზრისით შეიცავს სამყაროს წარსულს, აწმყოს და მომავალს. განკითხვის დღეს ღვთის ძე დამნაშავეებს ამ წიგნში აღბეჭდილი ცოდვების შესაბამისად მიაგებს სასჯელს"

საგალობლის ბოლოსწინა მუხლში დავითი ყოვლადწმინდა სამებას შესთხოვს წყალობას: "მარტივო სრულო, ერთცისკროვანებაო, განმინათლე მხედველობა სულისა, რათა გიხილო ნათელი ნათლითა უფლისათა, სულითა ღუთისათა ძე გამოგვიბრწყინვო მაშინ დაუსრულებელთა საუკუნეთა".

უკანასკნელ მუხლში მეფე დედა ღვთისას განადიდებს: "არა უხილავს მზესა ქალწული დედა თვინიერ შენსა, არცა ჩამოდნად ბრალეულისა ნათელი მისი, გარნა მეოხებითა შენითა დედუფალო ვესავ ხილუად ნათელსა ძისა შენისა, ნათელსა ზესთა საუკუნეთასა".

არ უხილავს მზის ქვეშეთს შენ გარდა სხვა ქალწული დედა, არც ჩემსავით ცოდვილს ნათელი ღვთისა, მაგრამ მე შენი მეოხებით, ღვთისმშობელო, ვიმედოვნებ, ვიხილო სინათლე ძისა შენისა და სინათლე მარადიული.

იმისთვის იყო ღვთისმშობელი და განსხეულდა ღმერთი, რათა [ღვთისმშობლის] დედობრივი შეწევნით საუკუნო ჯოჯოხეთს გადაურჩნენ ცოდვილნი, რომელთა შორის პირველიც, საშუალოც და უკანასკნელიც მე ვარ.

მე ვარ თვით კაცობრიობა, გაძლიერებული ხელმწიფე, ცხოვრების სიტკბოებით და ცოდვებით სავსე.

დავით აღმაშენებლისათვის გზა სინანულისა არის გზა აღდგომისა: "მწამს ვითარმედ აღვსება, სრულ ყოს ღმერთმან ჩემ შორის ყოველივე სინანულით აღდგომისა".

"გალობანი სინანულისანი" სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერილი აღსარებითი ჟანრის ბრწყინვალე ნიმუშია"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.211-213/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ქართველ მეფეთა და დედოფალთა შემოქმედება   Jun 28 2007, 02:00 PM
ნათია   საინტერესო თემაა მ...   Jun 28 2007, 03:32 PM
marine   საინტერესო თემაა ...   Jun 28 2007, 03:42 PM
Lenus   კაი აზრია მართლა! ...   Jun 28 2007, 03:36 PM
maZiebeli   მართლაც კარგი თემა...   Jun 28 2007, 05:43 PM
marine   ბორენა დედოფალი * ...   Jul 2 2007, 10:34 AM
marine   დიმიტრი მეფე 1. შიო ...   Jul 3 2007, 04:13 PM
marine   დავით აღმაშენებელ...   Jul 12 2007, 02:29 PM
marine   თამარ მეფე ცასა ცა...   Jul 15 2007, 02:14 PM
marine   მეფე თეიმურაზ I სოფ...   Jul 31 2007, 04:41 PM
catherina_10   marine borena dedofalze aseti informacia movidzie...   Jul 31 2007, 05:15 PM
marine   marine borena dedofalze aseti informacia movidzi...   Jul 31 2007, 05:19 PM
marine   მეფე, თეიმურაზ I შე...   Aug 1 2007, 12:37 PM
catherina_10   ვახტანგ მე VI ვაი, სი...   Oct 15 2007, 04:57 PM
marine   catherina_10 დიდი მადლობა, ...   Oct 15 2007, 05:03 PM
catherina_10   marine რის მადლობა, თუ რ...   Oct 16 2007, 10:42 AM
sable   ჩინებული ლექსებია ...   Oct 16 2007, 05:02 PM
solomony   ვახტანგ მე6 შეგონე...   Nov 3 2007, 01:41 AM
marine   "პროფ. ლ. მენაბდე ...   Jun 21 2022, 01:16 PM
marine   "ზ. ჭავჭავაძემ მი...   Apr 7 2026, 08:53 PM
marine   "განსაკუთრებით მ...   Apr 10 2026, 08:22 PM
marine   "თამარ მეფის ქრის...   Apr 18 2026, 12:58 PM
marine   "ქართველ მეფეებს ...   Apr 19 2026, 07:54 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 03:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი