სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| guest |
Oct 14 2007, 04:38 AM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ერთერთ სტატიაში (სერბულ ენაზე წიგნი ქართველ წმინდანთა შესახებ, სადაც მიმოხილულია აგრეთვე ისტორიული პერიოდები ), წავიკითხე ორ ადგილას, რომ ბაგრატიონები არიან დავით მეფსალმუნის მემკვიდრენი, ასევე წერია ცალკე დავით აღმაშენებელზე (ცხადია, ისიც ბაგრატიონია). ერთერთი მონასტრის იღუმენმაც ახსენა ქართველ მეფეთა ბიბლიური წარმოშობა.
რაღაც მწირი ინფორმაცია ადრე სკოლის პერიოდიდან გადაკვრით გამახსენდა ახლა, თუ არ ვცდები სუმბათ დავითისძეს მტკიცება, მაგრამ როგორც ვთქვი, აღარ მახსოვს ზუსტად,თუ ვცდები მაპატიებთ. ძალიან გთხოვთ, თუ რამე ინფორმაცია გაგაჩნიათ ამ თემის ირგვლივ, დაწეროთ, მე პირადად ძალიან მაინტერესებს. სტატიას გადავუღე სურათი,სადაც ნახსენებია ზემოთხსენებული. ![]() ![]() წინასწარ მადლობა. |
![]() ![]() |
| marine |
Apr 11 2026, 03:49 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნ. მახარაძის აზრით, დავით აღმაშენებლის გელათის მონასტრის სამხრეთ კარიბჭეში დაკრძალვა "იერუსალიმურ წარმომავლობაზე, ანუ დავით წინასწარმეტყველთან მეფე გვირგვინოსნის ღვთივსულიერ მიმართებაზე" მიგვანიშნებს.
იერუსალიმის მრავალრიცხოვან კარიბჭეთაგან ერთერთის, დასავლეთის მეორე კარიბჭის სახელწოდებაა გაენათიგენათი, იგი აღნიშნავს "ბაღის კარს", ძველი ქართულით - "სამოთხის კარს". ამას აღნიშნავს I საუკუნის ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლაბიუსი "იუდეველთა ომების ისტორიაში". ძველი აღთქმის მიხედვით კი სოლომონმა ტაძარი ააგო იმ ადგილას, სადაც მეფე დავითს ანგელოზი მოევლინა მახვილით ხელში. იქიდან გამომდინარე, რომ დავით აღმაშენებლის ბიბილურ მეფე დავითთან კავშირზე ბევრია ნათქვამი, მათ შორის მეფეც თავის გალოვანში ბრძანებს: "ისრაელისა მეფეთა ვბაძვედო", მართლაც ყურადღებას იმსახურებს ნ. მახარაძის მოსაზრება: ბიბლიური მეფე დავით წინასწარმეტყველი იერუსალიმის ერთერთ "კარიბჭე ტაძარში დაიკრძალა", მისმა მემკვიდრე სოლომონმა კი მამის მიერ დაწყებული იერუსალიმის ტაძარი განასრულა. დავით მეფსალმუნის მსგავსად, დავით აღმაშენებელიც "თავის მიერ დაწყებულ ტაძრის კარიბჭეში დაიკრძალა და გელათის მონასტერი მისმა მემკვიდრემ დემეტრემ დაასრულა" /ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.222/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
staywhite ბაგრატიონები დავით მეფსალმუნის მემკვიდრენი? Oct 14 2007, 04:38 AM
Lenus staywhite
ყოჩაღ, ძალიან ს... Oct 14 2007, 11:50 AM
staywhite დიდი მადლობა Lenus, სა... Oct 15 2007, 12:46 AM
marine ქართველთა მეფეები ... Feb 6 2008, 03:17 PM
sable staywhite
ეგ არის ერთგვა... Feb 7 2008, 02:53 AM
marine
staywhite
ეგ არის ერთგვა... Feb 11 2008, 05:51 PM
sable
მართლმადიდებლური ... Feb 12 2008, 08:57 PM
marine "გენეალოგიის გაშ... Feb 7 2008, 12:52 PM
marine ამ დღეებში, როცა პა... Feb 18 2008, 03:33 PM
sable
ამ დღეებში, როცა პა... Feb 20 2008, 02:09 PM
marine
სუმბახტის ბაგრეატ... Feb 20 2008, 02:13 PM
marine "ანჩისხატის მხატ... Jan 12 2021, 08:27 PM
marine "ძალიან საინტერე... Jan 15 2021, 08:05 PM
marine "ბაგრატიონთა გვა... Apr 4 2021, 04:56 PM
marine "აშოტ კურაპალატს ... Feb 7 2022, 08:22 PM
marine "დავით აღმაშენებ... Feb 28 2022, 04:52 PM
marine "მას [გიორგი გრუზ... Apr 13 2022, 09:12 PM
marine სანუკვარი ხილვა
... Aug 13 2024, 08:01 PM
marine "გელათი "მეორე ი... Mar 25 2026, 03:38 PM
marine "...ფრესკის ცენტრა... Mar 27 2026, 03:17 PM
marine "ნ. მახარაძე შენი... Mar 29 2026, 06:29 PM
marine "მემატიანე ყურად... Apr 8 2026, 09:56 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 03:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი