სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Apr 3 2026, 01:16 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,080 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლიდან ასკვნიან, რომ პავლე მოციქული გარეგნობით შეუხედავი და ტანით პატარა კაცი იყო.
მაგრამ არავის დაუტოვებია ისეთი დაწვრილებითი აღწერა პავლესი, როგორც ეს ნიკიფორე კალისტემ გააკეთა. "პავლე, - ამბობს იგი, - ტანად დაბალი იყო, წელში ოდნავ მოხრილი, სუფთა სახის, თუმცა მასზე ხნე ასაკი აისახეობდა, თავზე სიქაჩლე ჰქონდა, თვალებში სიამოვნება უციმციმებდა, წარბები ზემოთ ჰქონდა აზიდული და გვერდზე გაქცეული, ცხვირი - მოგრძო და ლამაზკეხიანი, გრძელ წვერში ალაგ-ალაგ ჭაღარა ჰქონდა გამორეული, როგორც თმაში". პორტრეტი საკმაოდ შთამბეჭდავია, სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ იგი დაწერილია მოციქულის სიკვდილიდან 13 საუკუნის შემდეგ, და არ არის ცნობილი - რომელ წყაროზე დაყრდნობით. თუკი პავლე მოციქული ტანად მართლად დაბალი იყო, მაშინ მასზე გამართლდა აზრი, რომ პატარა ტანში არცთუ იშვიათად დიდი სული ბინადრობს". /წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/ "წმინდა იოანე ოქროპირი, ღვთის ეს დაუდუმებელი საყვირი გვაუწყებს, რომ შეუძლებელია, პავლეს ეპისტოლეები გაიგო, თუ მისი პიროვნება, მისი ხასიათი არ შეიცანი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Apr 11 2026, 07:17 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,080 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც მის ეპისტოლეებს ვკითხულობთ, გრძნობების ძლიერ აღტყინებას ვხედავთ - ეს არის ღვთისა და მოყვასისადმი აღვსილი გულის უნებური გადმონაღვარი, მაგრამ ეს გრძნობები არასდროს ტოვებენ თავის საზღვრებს.
ამიტომ ნაკლებად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას ახასიათებდა გაუთვალისწინებლობა და წინდაუხედაობა. პირიქით, მისი ისტორიიდან შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ქრისტიანული კეთილგონიერების წესები. იგი მუდმივად მოუწოდებდა მოწაფეებს, რომ ყოველივე გამოეკვლიათ, რათა მხოლოდ კეთილი მიეღოთ; კიცხავდა მათ, როცა ისინი ბავშვებივით "იყვნენ, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი"; აფრთხილებდა ცრუ გამოცხადებისა და წინასწარმეტყველებისგან, არასდროს მოუთხოვია საკუთარი თავის მიმართ ბრმა რწმენა, სურდა, რომ მათ საკუთარი გონების დამაჯერებლობით ემოქმედათ. განა ასე იქცევიან მეოცნებე ხასიათის ადამიანები?" /წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine წმინდა პავლე მიციქული და მისი ეპისტოლეები Apr 3 2026, 01:16 PM
marine "პავლე უბიწო ცხოვ... Apr 5 2026, 06:55 PM
marine "პავლეს სიკვდილი... Apr 11 2026, 07:51 PM
marine "არც ერთ მოციქულს... Apr 12 2026, 06:22 PM
marine პავლეს პირველი ტყვ... Apr 13 2026, 03:33 PM
marine "ცხადია, დედამიწა... May 5 2026, 08:38 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2026 - 11:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი