IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა პავლე მიციქული და მისი ეპისტოლეები
marine
პოსტი Apr 3 2026, 01:16 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,080
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლიდან ასკვნიან, რომ პავლე მოციქული გარეგნობით შეუხედავი და ტანით პატარა კაცი იყო.

მაგრამ არავის დაუტოვებია ისეთი დაწვრილებითი აღწერა პავლესი, როგორც ეს ნიკიფორე კალისტემ გააკეთა.

"პავლე, - ამბობს იგი, - ტანად დაბალი იყო, წელში ოდნავ მოხრილი, სუფთა სახის, თუმცა მასზე ხნე ასაკი აისახეობდა, თავზე სიქაჩლე ჰქონდა, თვალებში სიამოვნება უციმციმებდა, წარბები ზემოთ ჰქონდა აზიდული და გვერდზე გაქცეული, ცხვირი - მოგრძო და ლამაზკეხიანი, გრძელ წვერში ალაგ-ალაგ ჭაღარა ჰქონდა გამორეული, როგორც თმაში".

პორტრეტი საკმაოდ შთამბეჭდავია, სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ იგი დაწერილია მოციქულის სიკვდილიდან 13 საუკუნის შემდეგ, და არ არის ცნობილი - რომელ წყაროზე დაყრდნობით.

თუკი პავლე მოციქული ტანად მართლად დაბალი იყო, მაშინ მასზე გამართლდა აზრი, რომ პატარა ტანში არცთუ იშვიათად დიდი სული ბინადრობს".

/წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/


"წმინდა იოანე ოქროპირი, ღვთის ეს დაუდუმებელი საყვირი გვაუწყებს, რომ შეუძლებელია, პავლეს ეპისტოლეები გაიგო, თუ მისი პიროვნება, მისი ხასიათი არ შეიცანი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Apr 11 2026, 07:51 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,080
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პავლეს სიკვდილით დასასჯელად ნერონი შემდეგმა შემთხვევამ აღძრა: მიუხედავად სასიკვდილო საშიშროებისა, პავლე მაინც განაგრძობდა ქრისტიანობის ქადაგებას და ტირანის ერთ-ერთი ხარჭაც კი მოაქცია, რომელიც ნერონს ძლიერ უყვარდა.

ამის შემდეგ ახალმოქცეულმა ქრისტიანმა უარი უთხრა თავის მბრძანებელს, გაეყო მასთან უწმინდური სარეცელი.

დედისმკვლელი იმპერატორი რისხვით ადუღდა და როცა გაიგო, რომ ამაში დამნაშავე პავლე იყო, მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გადმოცემა, რომელსაც თითქმის ყველა აღიარებს, გვეუბნება, რომ პავლე წამებით მოკლეს პეტრესთან ერთად"

/წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2026 - 11:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი