სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| კანონისტი |
Oct 23 2007, 11:57 AM
პოსტი
#1
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
საქმე მოციქულთა, თავი 16
1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, 2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა. 3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი. როგორც ცნობილია, მე-15 თავში აღწერილია მოციქულთა კრება, სადაც განხილულ იქნა სწორედ წინადაცვეთის საკითხი და დადგინდა, რომ წინადაცვეთა სავალდებულო აღარ იყო არათუ წარმართების, არამედ თვით იუდეველებისთვისაც. ამის შემდეგ პავლე მოციქული წინადასცევთს მამით წარმართ ტიმოთეს, "ჰურიათა მათთვის, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა"! რა განმარტება უდევს ამას საფუძვლად? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
| marine |
Apr 11 2026, 08:39 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,061 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პავლე სულისა და გულის განჭვრეტის უნარს ფლობდა, ამიტომ კარგად დაინახა ჭაბუკი ტიმოთეს შესაძლებლობები და თანამუშაკად მიიღო.
პავლემ მას წინადაცვეთის რიტუალიც ჩაუტარა, რადგან შიშობდა, რომ ტიმოთე, როგორც წინადაუცვეთელი, იუდეველობიდან ქრისტიანობაზე მოქცეულთათვის დაბრკოლებად იქცეოდა, რამეთუ კარგად იცოდნენ მისი წარმართული წარმომავლობა. იერუსალიმში ყოფნისას პავლე არ დათანხმდა ტიტეს წინადაცვეთას, რადგან ის მამითაც და დედითაც წარმართი იყო. ამიტომ მისი წინადაცვეთა ბევრისთვის მაცდუნებელი იქნებოდა, როგორც ქრისტიანული თავისუფლების დარღვევა. ტიმოთე კი, რაკი დედით იუდეველი იყო, შეიძლებოდა ამ თაავისუფლების დარღვევის გარეშე წინადაცვეთილიყო, ვინაიდან იმ დროში ყველას სჯეროდა, რომ იუდეველებს ქრისტიანობაშიც სჭირდებოდათ წინადაცვეთა. წარმართების მოძღვარი აქაც, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, წინადაცვეთას გულგრილად უყურებდა და მოიქცა საკუთარი შეხედულებისამებრ - საკითხს ისე მიუდგა, რომ საღვთო საქმისათვის მეტი სარგებელი მოეტანა. ამასთან დაკავშირებით წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "პავლემ წინადაცვითა ტიმოთე, რათა გაეუქმებინა წინადაცვეთა, რამეთუ წინადაცვეთილი იქადაგებს მოციქულის აზრს იმის შესახებ, რომ წინადაცვეთა არ არის საჭირო". ეკლესიის იმავე მამის შენიშვნით, ასეთი საქციელი აჩვენებს, რომ პავლე სრულიად ემიჯნებოდა ყოველგვარ ცრურწმენას და, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული თავისუფლების დიდი დამცველი იყო, მიკერძოებული დამოკიდებულება მაინც არ ჰქონდა წინადაცვეთასთან მიმართებით, იცოდა მისი ფასი და შეეძლო მისგან სარგებლის გამოტანა" /წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანონისტი პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა Oct 23 2007, 11:57 AM
death პავლემ ეს იმიტომ გ... Oct 31 2007, 12:00 PM
მნათე
წინდაცვეთით დაას... Oct 31 2007, 01:39 PM
გლახა კანონისტი
შენ პირა... Oct 31 2007, 05:32 PM
კანონისტი გლახა
ვცდილობ ასე... Oct 31 2007, 06:00 PM
გლახა კანონისტი
ეჭვი მე... Nov 1 2007, 12:19 PM
კანონისტი გლახა
ხმამაღლა არ ... Nov 1 2007, 12:42 PM
გლახა კანონისტი
მასინ რ... Nov 1 2007, 01:25 PM
დათიკო გლახა
ეს განყოფილ... Nov 1 2007, 10:09 PM
Genesis
გლახა
ეს განყოფილ... Nov 21 2007, 03:37 PM
დათიკო Genesis
შენ გინდა თქვა ... Nov 21 2007, 10:05 PM
Genesis
Genesis
შენ გინდა თქვა ... Nov 21 2007, 10:56 PM
დათიკო Genesis
მე ეგ არ მითქვა... Nov 21 2007, 11:01 PM
Genesis
Genesis
მე ეგ არ მითქვა... Nov 21 2007, 11:11 PM
დათიკო Genesis
გეთანხმები.
მაგ... Nov 21 2007, 11:38 PM
Genesis
Genesis
ის განმარტება რ... Nov 22 2007, 01:18 AM
დათიკო Genesis
ცდები. განმარტე... Nov 22 2007, 02:04 AM
Genesis მაშინ დამეხმარე კე... Nov 22 2007, 09:19 PM
დათიკო Genesis
ქართულად სამწუ... Nov 23 2007, 04:59 PM
Genesis
Genesis
ქართულად სამწუ... Nov 24 2007, 10:41 PM
sarah გულთამხილველმა ღმ... Nov 24 2007, 09:24 PM
დათიკო Genesis
http://www.lopbible.narod.ru/2pe/0.htm
h... Nov 25 2007, 09:24 PM
Genesis
Genesis
http://www.lopbible.narod.ru/2pe/0.htm
... Nov 26 2007, 02:40 AM
nini_1 Genesis
ხოდა დადე ეგ შე... Nov 26 2007, 02:44 AM
Genesis
Genesis
ხოდა დადე ეგ შე... Nov 26 2007, 03:23 AM
დათიკო თემას დავუბრუნდეთ Nov 26 2007, 07:41 PM
dzvelmartlmadidebeli წმინდა წერილის გან... Jul 11 2010, 06:43 PM
marine "ქრისტეს დროსაც კ... Jul 7 2021, 12:44 PM
marine "რამდენადაც წინა... Jul 7 2021, 08:15 PM
marine "მორწმუნეები თავ... Aug 15 2021, 08:13 PM
marine
[b][size=2]საქმე მოციქულ... Aug 22 2021, 06:38 PM
შამხაზაი
[b][size=2]საქმე მოციქულ... Jul 16 2023, 05:26 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2026 - 09:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი